შშმ ქალების ნაწილი აფთიაქში არასდროს ყოფილა, გინეკოლოგიური კაბინეტები არ არის მათზე მორგებული — ანგარიში
შშმ ქალები და გოგოები განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია სხვადასხვა ფორმის გენდერული ძალადობის მიმართ, მათ შორის, სექსუალური ძალადობის, იძულებითი აბორტის, იძულებითი კონტრაცეფციისა და სტერილიზაციის.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით მომზადდა ანგარიში, სადაც საუბარია შშმ ქალების სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე; მათთვის სხვადასხვა სერვისის ხელმიუწვდომლობაზე; შშმ პირთა შესახებ კანონში არსებულ ხარვეზებზე და რეკომენდაციებზე, რომ სახელმწიფომ საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად არსებული ვალდებულებების შეასრულოს.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში შშმ ქალთა სტატისტიკა ფრაგმენტულია და პრობლემური, ისევე, როგორც, ზოგადად, შშმ პირთა სტატისტიკის წარმოებაც, რომელიც მხოლოდ სოციალური პაკეტის მიმღებთა ოდენობით ითვლება. საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა, ისევე როგორც სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტები და პროგრამები, ნაკლებად აღიარებს შშმ ქალებისა და გოგოების განსაკუთრებულ საჭიროებებს. ხშირად, შშმ ქალები არც განიხილებიან რეპროდუქციული უფლებების სუბიექტებად და მათი საჭიროებები სახელმწიფო პოლიტიკის მიღმა არის დარჩენილი.
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციის კომიტეტი კრიტიკულად აფასებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მისაწვდომობას ადეკვატურ ჯანდაცვის სერვისებზე. ამასთან, გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების შესახებ საქართველოს შესახებ ანგარიშში კრიტიკულად აფასებს საქართველოში გავრცელებულ ქალთა მიმართ ძალადობის პრაქტიკას, რასაც ის პატრიარქალური შეხედულებებით, გენდერული სტერეოტიპებითა და ძალადობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებების არსებობით ხსნის.
გინეკოლოგიური სერვისის, აფთიაქების ხელმისაწვდომობის პრობლემა და სხვა
ანგარიშში ნათქვამია, რომ პრაქტიკაში არსებული ხარვეზები განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება შშმ ქალთა უფლებათა დაცვის ხარისხსა და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სამედიცინო დაწესებულებების ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა არსებითი ბარიერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მიერ ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისას.
ოჯახის დაგეგმვის სერვისის მისაღებად შშმ ქალებისთის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კლინიკების არაადაპტირებულობა, რომელიც გულისხმობს არამხოლოდ შენობათა არაადეკვატურ მოწყობას, არამედ კლინიკის შიდა პერიმეტრის, კლინიკაში არსებული სერვისებისა და აღჭურვილობების არაადაპტირებულობასაც. ქვეყნის მასშტაბით, გინეკოლოგიური კაბინეტები და გინეკოლოგიური სავარძლები არ არის მისადაგებული ეტლით მოსარგებლე ქალების საჭიროებებზე, რაც სათანადო გინეკოლოგიურ შემოწმებას შეუძლებელს ხდის. ამასთანავე, ხშირ შემთხვევაში, ადაპტირებულია სამედიცინო დაწესებულების შესასვლელი, მაგრამ არ არის ადაპტირებული დაწესებულების შიდა პერიმეტრი.
პრობლემად დასახელდა აფთიაქების ფიზიკური მისაწვდომობა, ხოლო უსინათლო ან მხედველობა დაქვეითებული შშმ ქალებისა და გოგოებისთვის დამატებითი ბარიერია მედიკამენტებზე ბრაილის შრიფტის არარსებობა. ანგარიშის მიხედვით, თემატური მოკვლევის შეხვედრებზე დამსწრე შშმ ქალებისა და გოგოების უმრავლესობა აფთიაქში არასდროს ყოფილა.
სმენადაქვეითებული ქალებისთვის გინეკოლოგიური სერვისის მიღება განსაკუთრებული პრობლემაა — სამედიცინო დაწესებულებებს არ ჰყავთ თარჯიმანი და შშმ ქალი ვალდებულია თავად წაიყვანოს თარჯიმანი (ან ოჯახის წევრი, რომელიც თარჯიმნის ფუნქციას ასრულებს) სერვისის მისაღებად, რაც სერვისის კონფიდენციალურად მიღებას გამორიცხავს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ექიმებს ხშირად არ გააჩნიათ კომპეტენცია და აქვთ ცალსახად დისკრიმინაციული დამოკიდებულება შშმ პირთა მიმართ, კერძოდ, როგორც შშმ პირთა გამოცდილება აჩვენებს, სამედიცინო პერსონალი და ექიმები უგულებელყოფენ შშმ პირის სურვილებს, ცდილობენ, სექსუალურ თუ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები ტაბუირებულად დატოვონ. ამავე საკითხზე შშმ პირები სამედიცინო პერსონალის მხრიდან ხშირად შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების ფაქტებზე საუბრობენ.
დოკუმენტის თანახმად, სწორედ სამედიცინო პერსონალის დაბალი კვალიფიკაციაა იმის განმაპირობებელი, რომ პაციენტის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საჭიროებებს მწვავე ფსიქიკური აშლილობის სტაბილიზაციის შემდეგაც კი არ ითვალისწინებენ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ შშმ ქალების სპეციფიკური საჭიროებები იგნორირებულია და სახელმწიფო პოლიტიკის მიღმაა დარჩენილი, რაც, პირველ რიგში, საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან შშმ ქალების სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების სუბიექტებად აღიარებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებების რეალიზებისთვის სტიგმისა და სტერეოტიპებისგან თავისუფალ გარემოში.
სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც ეხება ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობას ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში, აღნიშნულია, რომ სფეროს მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებსა და ეროვნულ გაიდლაინებში პრაქტიკულად გამორჩენილია ინსტიტუციებში მცხოვრებ შშმ ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები. ამ მიმართულებით, სახელმწიფოს მხრიდან აქამდე სისტემური მონიტორინგი არ ჩატარებულა.
შშმ ქალები და გოგოები, როგორც წესი, არ სარგებლობენ დაავადებათა ადრეული გამოვლენის სხვადასხვა სკრინინგული სახელმწიფო პროგრამით. რაც შეეხება აივ ინფექციასა და სიფილისზე ტესტირებას, მას არ აქვს სისტემური ხასიათი. სახალხო დამცველის მონიტორინგმა გამოავლინა, რომ მოკვლევის ფარგლებში შემოწმებული დაწესებულების არცერთი პაციენტი/ბენეფიციარი არ იყო ჩართული ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში.
ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა არაერთი საერთაშორისო თუ შიდასამართლებრივი აქტითაა გარანტირებული, რეალური სიტუაცია ამ მხრივ საკმაოდ პრობლემურია.
ასევე, ნათქვამია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიუჯეტირების საკითხი — სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისას და ბიუჯეტირებისას არ ხდება შშმ პირების რელევანტური საკითხების გათვალისწინება. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამები არ არის გენდერულად სენსიტიური, არ ითვალისწინებს სექსუალობის შესახებ განათლების მიწოდებას; ასევე, არ ახდენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რიგი საკითხების ინკლუზიას ჯანმრთელობის დაცვის პაკეტებში.
შედეგად, დღეს საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები არ სარგებლობენ მათ საჭიროებაზე მორგებულ ჯანმრთელობის მომსახურების პაკეტით, რაც მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას კიდევ უფრო აძლიერებს.
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები
ანგარიშის მიხედვით, რეპროდუქციული ჯანმრთელობა ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ, ჰქონდეთ სასიამოვნო და უსაფრთხო სექსუალური ცხოვრება; აქვთ თავისუფალი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, იყოლიონ თუ არა შვილი, ასევე, რამდენი და როდის.
ეს კი ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, ჰქონდეს ინფორმაცია და ხელი მიუწვდებოდეს სასურველ უსაფრთხო და ეფექტურ ოჯახის დაგეგმვის სერვისებსა და მეთოდებზე. ასევე, შესაბამის ჯანდაცვის მომსახურებაზე, რომლებიც ქალებს საშუალებას მისცემს, უსაფრთხოდ გაიარონ ორსულობისა და მშობიარობის პროცესი, ხოლო წყვილებს დაეხმარება ჯანმრთელი შვილის ყოლაში.
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ჩარჩო პირველად ქაიროს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე შემუშავდა, მოგვიანებით კი, 1995 წელს, პეკინში გამართულ ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციაზე.
აღნიშნულ უფლებათა ჩარჩო ეფუძნება არამხოლოდ იმის აღიარებას, რომ წყვილებსა და ინდივიდებს ჰქონდეთ საბაზისო უფლება, მიიღონ დამოუკიდებელი და გაცნობიერებული გადაწყვეტილება მათ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, არამედ ინფორმაციისა და განათლების მისაწვდომობის უფლებას, რათა აღნიშნული განახორციელონ.
ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლების დარღვევა, როგორიცაა იძულებითი სტერილიზაცია, იძულებითი აბორტი, იძულებითი ორსულობა, აბორტის კრიმინალიზება, უსაფრთხო აბორტიზე უარის თქმა ან დაყოვნება, ორსულობის იძულებითი გაგრძელება, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის, სერვისებისა და სხვა საშუალებების მიწოდებაზე უარის თქმა, გენდერული ნიშნით ძალადობის ფორმებია, ხოლო კონკრეტულ შემთხვევებში, შესაძლოა, აღნიშნულმა ძალადობამ მიაღწიოს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას.
რა წერია კანონში და სად არის ხარვეზი
ანგარიშის ამ თავში ჩამოთვლილია კანონში არსებული ყველა ის ხარვეზი, რომელიც სრულფასოვნად არ არეგულირებს შშმ ქალების უფლებებს. ესენია:
საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ — სადაც რეკომენდაციის სახით გაცემულია, რომ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს კონვენციის შესაბამისად, კერძოდ, სახელმწიფო:
"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უზრუნველყოფს უფასო ან ხელმისაწვდომი სტანდარტების, ხარისხისა და დონის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებითა და პროგრამებით სხვებთან თანასწორად, მათ შორის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროსა და ზოგადად მოსახლეობაზე გათვლილი საზოგადოებრივი პროგრამების ჩათვლით".
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
იძულებითი აბორტი
ანგარიშის მიხედვით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ არ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ ძალადობის სპეციფიკური აღრიცხვა, ძალადობას ფარული ხასიათი აქვს და მის რეალურ მასშტაბებზე ინფორმაციის მოპოვება რთულია, განსაკუთრებით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალების შემთხვევაში.
სტამბოლის კონვენციის მიხედვით, სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს შემდეგი წინასწარ განზრახული ქცევები:
- ქალისთვის აბორტის გაკეთება მისი წინასწარი და ინფორმირებული თანხმობის გარეშე;
- ისეთი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ქალის ბუნებრივი რეპროდუქციის უნარის შეწყვეტას მისი წინასწარი და ინფორმირებული თანხმობის ან ამ პროცედურის გააზრების გარეშე.
რეკომენდაცია — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი მუხლი:
იძულებითი აბორტი — ქალისთვის აბორტის გაკეთება მისი წინასწარი და ინფორმირებული თანხმობის გარეშე.
ამასთან, იძულებითი აბორტი, რომელიც განხორციელებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის მიმართ, უნდა წარმოადგენდეს დამამძიმებელ გარემოებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, გაუპატიურება არის — პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ნორმის იმგვარი რეგულირება, რომელიც მოითხოვს ქმედების განხორციელებას ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ადგენს ხარვეზულ პრაქტიკას, რის მიხედვითაც, თუ მოძალადის მხრიდან არ განხორციელებულა ფიზიკური ძალის გამოყენება და მსხვერპლმა ნებისმიერ ფასად არ გაწია წინააღმდეგობა, ქმედება გაუპატიურებად არ კვალიფიცირდება. ამიტომ, რეკომენდაციის სახით გაცემულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გაუპატიურების ამკრძალველი ნორმა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
გაუპატიურება, ესე იგი სხვა ადამიანის სხეულში, მისი თანხმობის გარეშე, სექსუალური ხასიათის ვაგინალური, ანალური ან ორალური შეღწევის განხორციელება სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან საგნის გამოყენებით.
გარდა ამისა, ანგარიშში ჩამოთვლილია ხარვეზები სხვა კანონებშიც. მაგალითად:
- პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონში;
- საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში;
- საქართველოს კანონში ჯანმრთელობის დაცვის შესახებ;
- საქართველოს კანონში საექიმო საქმიანობის შესახებ;
- საქართველოს კანონში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ.
საქართველოს საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებები
საქართველო რიგი საერთაშორისო დოკუმენტების ხელმომწერია, რომლებიც განამტკიცებს ქალების უფლებას, ხელი მიუწვდებოდეთ ხარისხიან ჯანდაცვის მომსახურებაზე, ყოველგვარი ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე. საქართველო იღებს ვალდებულებას, შეასრულოს საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტური პრინციპები, კერძოდ:
- გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი (ICCPR);
- სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი (ICESCR);
- ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენცია (CEDAW);
- ბავშვთა უფლებათა დაცვის გაეროს კონვენცია (CRC), გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის კონვენცია (CRPD);
- ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია (ECHR);
- ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბოლის კონვენცია).
გარდა აღიშნული ადამიანის უფლებათა დაცვის ფუძემდებლური დოკუმენტებისა, საქართველო შეუერთდა მდგრადი განვითარების მიზნებსა (SDG) და პეკინის სამოქმედო პლატფორმას (BPfA), რომელთა საფუძველზე, საქართველოს კონკრეტული ზომების მიღების ვალდებულება აქვს, მათ შორის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ჭრილში.
მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებებისა, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან.
საქართველომ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებული მიზნებისა და ამოცანების განხორციელება 2030 წლისთვის. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები შემდეგ მიზნებთან არის უშუალო კავშირში:
- ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფა და კეთილდღეობა ყველა ასაკის ადამიანებში;
- 2030 წლისთვის ყველას უნდა მიუწვდებოდეს ხელი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციასა და განათლებასთან ერთად, ხოლო რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები ინტეგრირებული უნდა იყოს ეროვნულ სტრატეგიებსა და პროგრამებში;
- მივაღწიოთ გენდერულ თანასწორობას და ხელი შევუწყოთ ქალებისა და გოგოების გაძლიერებას;
- ყველა ფორმის ძალადობის აღმოფხვრა ქალთა წინააღმდეგ საჯარო და კერძო სფეროში, მათ შორის, ტრეფიკინგი, სექსუალური ძალადობა და ექსპლოატაციის სხვა ფორმები;
- 2030 წლამდე, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვაზე და რეპროდუქციულ უფლებებზე საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფა.
პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა (BPfA), რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველომაც აიღო, თორმეტ კრიტიკულ საკითხს გამოყოფს, რომელიც საჭიროებს სახელმწიფოების მხრიდან ზომების მიღებას, მათ შორის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიტიკული სფერო — ქალები და ჯანმრთელობა და ქალთა მიმართ ძალადობა.
საქართველომ ეროვნული ანგარიში 2019 წელს წარადგინა, თუმცა მასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგონათა საჭიროებები და მათი დაკმაყოფილებისათვის გადადგმული ნაბიჯები სპეციფიკურად არ არის წარმოდგენილი.
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება საქართველომ 2013 წელს მოახდინა, ხოლო ძალაში შევიდა 2014 წელს. აღნიშნულსვე ემსახურება 2020 წელს მიღებული კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. კონვენციის მიღების შემდგომი ნაბიჯი ქმედუნარიანობის მექანიზმის ახლებური მოწესრიგება იყო, რომელიც ძალაში 2015 წლის 1 აპრილს შევიდა.
ქმედუნარიანობის ინსტიტუტის გარდაქმნით გაუქმდა ქმედუუნარობის, ანუ პირისათვის უფლებების და ვალდებულებების ჩამორთმევის შესაძლებლობა, რომელიც მხარდაჭერის მოდელმა ჩაანაცვლა. თუმცა, მიუხედავად რეფორმის მიმდინარეობისა, დღემდე პრაქტიკაში აღნიშნულ უფლებათა დაცვა სრულყოფილად არ ხორციელდება.
ანგარიში გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში — "სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის" მომზადდა.
მიზანი — არსებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი და სახელმწიფო პროგრამების მიმოხილვა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან (CRPD) მიმართებით.
ამოცანა — ხელი შეუწყოს სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და პროგრამების ფუნდამენტურ რევიზიასა და ცვლილებებს რიგი რეკომენდაციებისა და ცვლილების შემოთავაზების გზით. ამით საკანონმდებლო ბაზა და პროგრამები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან შშმ ქალებისა და გოგონების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად.
ანგარიში მომზადდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით და მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის ფინანსური დახმარებით.
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი მამუკა ხაზარაძე: ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი
-
გადახედვაფიცო: პუტინთან ჩემი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე რეაქცია იყო ფიცო: პუტინთან ჩემი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე რეაქცია იყო
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
კომენტარები