"თედოს უნდა მივწერო, ხატიამ დასაჭერ სიაში შეგიყვანაო" — რა მტკიცებულებები წარადგინა პროკურატურამ გობეჯიშვილის საქმეზე
პროკურატურამ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე შეტყობინებების ამონაწერი წარადგინა, რომლებიც მათი თქმით, აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის ბრალეულობას ამტკიცებს.
უწყების მტკიცებით, 2020 წლის 6 ნოემბერს გობეჯიშვილს ხუსკივაძე და კობალაძე ნაციონალური მოძრაობის სახელით შეხვდნენ და ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით არჩევნების გაყალბებაზე განცხადების გაკეთება შესთავაზეს. მათივე მტკიცებით, ამის შემდეგ გობეჯიშვილს თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვებაც შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა და პასუხა მუქარა მიიღო, კერძოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრება და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორება.
პროკურორაში აცხადებენ, რომ მათ მოპოვებულ მიმოწერაში კობალაძე ხუსკივაძეს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას: "ხატიამ ცესკოს დასაჭერ გამყალბებელთა სიაში შეგიყვანაო, ეს მივწერე". გარდა ამისა, მათი თქმით, კობალაძემ გარდაცვლილს გაუგზავნა მოკლე ტექსტურ შეტყობინებები: "რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა". შეტყობინებებში დაკონკრეტებული არ არის, თუმცა სავარაუდოა, რომ საუბარია ენმ-ს ლიდერზე, ხატია დეკანოიძეზე.
უწყება საქმის მასალების ნაწილის გასაჯაროებას მაღალი საჯარო ინტერესით ხსნის. მათივე თქმით, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდებულების ხუსკივაძის და კობალაძის მიმართ არ არსებობს სათანადო მტკიცებულებები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.
პროკურატურის ინფორმაციით, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემაზე გამოძიება დასრულდა და სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოში გადაიგზავნა.
პროკურატურამ აკაკი კობალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო აკაკი ხუსკივაძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით 2020 წლის 9 ნოემბერს წარუდგინა.
პროკურორის თქმით, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული აქვთ.
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებაზე ქართულ ოცნებაში 7 ნოემბერს განაცხადეს. პარტიის წარმომადგენელმა გიორგი ხელაშვილმა მაშინვე თქვა, რომ გარდაცვალებამდე გობეჯიშვილს ენმ-ს წარმომადგენლები რეპრესიებით ემუქრებოდნენ. რასაც ისანში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ სიცრუე და თავხედური ბრალდება უწოდა.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები