ეს იგივეა, ფრონტის ხაზზე მებრძოლებს თოფის დაჭერა ასწავლო — ცერცვაძე ჯანდაცვის სექტორის კრიტიკაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან/ფორმულა
ინფექციონისტ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყნის ხელმძღანელობის, ჯანდაცვის სისტემისა და Covid-19-თან ბრძოლაში აქტიურად ჩაბმული ექიმების უსაფუძვლო კრიტიკა, იგივეა ომის დროს საკუთარ სახლში ბუხართან მოკალათებულმა პიროვნებამ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს თოფის დაჭერა და საბრძოლო ტაქტიკა ასწავლო. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, მთელი კოვიდპანდემიის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ცალკეული ექიმები, რომლებიც ერთხელაც არ ყოფილან კოვიდ კლინიკაში და არცერთი სერიოზული კოვიდ ავადმყოფი თვალით არ უნახავთ, კრიტიკულ პოსტებს გაუთავებლად აქვეყნებენ.
"ეს იგივეა, ომის დროს საკუთარ სახლში ბუხართან მოკალათებულმა პიროვნებამ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს თოფის დაჭერა და საბრძოლო ტაქტიკა ასწავლოს. ცნობილმა ექიმმა ბატონმა, გიორგი კანდელაკმა ამ დღეებში ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი სახელწოდებით ქართული რეალობიდან, სადაც ბოროტი წითელარმიელი ბრიყვული გამომეტყველებით დაჟინებით სვამს კითხვას "შენ გაისინჯე დღეს შენი დედიმერი?" პოსტს თან ახლავს ბ-ნი გიორგის რამოდენიმე ანგაჟირებული თანამოაზრის ირონიულ/ცინიკური კომენტარი და ღლიცინი D-დიმერის გამოკვლევის საჭიროების თემაზე. მინდა გარკვევით ვუთხრა ბ-ნ გიორგის, მის თანამოაზრეებს (კიდევ კარგი ძალიან ცოტანი არიან) და მთელ მოსახლეობას, რომ D-დიმერი, ზოგიერთ სხვა მარკერთან (კოაგულოგრამა, თრომბოციტების რაოდენობა და სხვ.) ერთად წარმოადგენს კოვიდ პაციენტებში თრომბოზის და თრომბოემბოლიური გართულების რისკის შეფასების, დიაგნოსტიკის, პრევენციისა და კლინიკური მართვის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს", — აცხადებს ცერცვაძე.
მისივე თქმით, მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში (საქართველოს ჩათვლით) და ყველა კლინიკაში სისხლში D-დიმერის განსაზღვრა უტარდება უკლებლივ ყველა ჰოსპიტალიზებულ კოვიდ პაციენტს, აგრეთვე, ჰოსპიტალს გარეთ დარჩენილ იმ პაციენტებს, ვისაც თრომბოზის და თრომბოემბოლიზმის მომატებული რისკი აღენიშნება. ცერცვაძის აზრით, კანდელაკის ცილისწამება არაკომპეტენტურობისა და არაკორექტულობის ფარგლებს სცდება და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
"რამეთუ იწვევს მოსახლეობაში ნიჰილიზმს, უნდობლობას ექიმების და ოფიციალური სტრუქტურების მიმართ და ბევრ მათგანს (ვინც უარს იტყვის აღნიშნულ გამოკვლევაზე) პოტენციურად სასიკვდილოდ წირავს. ბატონმა გიორგიმ ან მართლა არ იცის კოვიდ პაციენტებში ამ გამოკვლევის მნიშვნელობა, ან შესანიშნავად იცის, მაგრამ მოქმედებს პრინციპით "რაც უარესი, მით უკეთესი", — ამბობს ის.
ცერცვაძის თქმით, საქართველოში Covid-19-ით ავადმყოფების მკურნალობის კლინიკური მართვის მაღალი ხარისხის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ დღევანდელ პირობებშიც კი ქვეყანას ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი (0,92%) აქვს.
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პაემანი რემონტის გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პაემანი რემონტის გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
-
12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით) 12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით)
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე 1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე
გადახედვა
კომენტარები