ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოსთვის მისაღებია NATO-სთან ინტეგრაციის ნებისმიერი ფორმა, რომელიც ქვეყანას დაიცავს გარე საფრთხეებისგან.

საქართველოსა და უკრაინისთვის NATO-ს ასოცირებული წვერის სტატუსი მინიჭების შესახებ ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის, ალექსანდერ ვერშბოუს განცხადების საპასუხოდ, კაპანაძე ამბობს, რომ ეს იდეა უნდა ავიტაცოთ NATO-საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად.

"საქართველოსთვის ნებისმიერი ახლო კონტაქტი და ნებისმიერი ფორმის უფრო მჭიდრო ინტეგრაცია NATO-სთან, განსაკუთრებით ისეთი ინტეგრაცია, რომელიც მოახდენს ჩვენს დაცვას გარე საფრთხეებისაგან და ამ შემთხვევაში რუსეთისაგან, ბუნებრივია უნდა იყოს მისაღები.

დანარჩენი არის უკვე დეტალები, რომლებიც მოლაპარაკების საკითხია. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სრული წევრობა, ბუნებრივია, თუმცა ნებისმიერი სხვა კონფიგურაცია შეიძლება იყოს განხილული. ყველა ასეთი იდეა უნდა იყოს ატაცებული, უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდვეს დისკუსია საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.

NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის, ალექსანდერ ვერშბოუს განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისთვის, შესაძლოა, ახალი სტატუსის, მაგალითად, ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭება იყოს მიზანშეწონილი.

გაიგეთ მეტი: