გაიცანით სარა გილბერტი — ქალი, რომელმაც ოქსფორდის COVID-19-ის ვაქცინა შექმნა
ფოტო: JOHN CAIRNS/UNIVERSITY OF OXFORD
პროფესორი სარა გილბერტი რომ თავის ინსტინქტებს აყოლოდა, კორონავირუსის ბოლოდროინდელი ვაქცინა, რომელმაც ძალიან იმედისმომცემი შედეგები აჩვენა, შესაძლოა, არასდროს შექმნილიყო.
წლების წინ, დოქტორანტურაზე სწავლისას, სარა მეცნიერების სფეროდან წასვლას განიხილავდა. როდესაც ის აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში ბიოლოგიის ახალგაზრდა სტუდენტი იყო, მისთვის კათედრის იდეებისა და გამოცდილებების მრავალფეროვნება ძალიან შთამბეჭდავი ჩანდა.
თუმცა მას შემდეგ, რაც ჰალის უნივერსიტეტში თავის დოქტორის ხარისხზე დაიწყო მუშაობა, სარამ აღმოაჩინა, რომ ასეთი ვიწრო სპეციალობა არ მოსწონდა.
"არსებობენ მეცნიერები, რომლებიც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად დიდი ხნის განმავლობაში სიამოვნებით იმუშავებენ მხოლოდ ერთ სფეროში... მე ასე მუშაობა არ მომწონს. მირჩევნია, ბევრი სხვადასხვა სფეროს იდეები გავაერთიანო", — განუცხადა მან BBC Radio 4-ის The Life Scientific-ს წელს.
"რაღაც ეტაპზე მეცნიერებიდან წასვლას და რამე სხვა საქმით დაკავებას განვიხილავდი". თუმცა, საბოლოოდ "გადავწყვიტე, მეცნიერული კარიერისთვის კიდევ ერთი შანსი მიმეცა... შემოსავალი მჭირდებოდა".
სწორედ ამ გადაწყვეტილების წყალობით დაანონსდა ცოტა ხნის წინ, რომ, ბოლო ეტაპის საცდელი კვლევის შედეგების მიხედვით, ოქსფორდის უნივერსიტეტის კორონავირუსის ვაქცინა ძალიან ეფექტურად ახერხებს ინფიცირებულებში COVID-19-ის სიმპტომების განვითარების შეჩერებას. შუალედური მონაცემების მიხედვით, ის 70%-იან დაცულობას იძლევა, თუმცა მკვლევრები ამბობენ, რომ ეს რიცხვი დოზირების მომატების შემთხვევაში 90%-მდე იზრდება.
მალარიის კვლევა
სარა გილბერტი 1962 წლის აპრილში ინგლისში, კეტერინგში, დაიბადა. მამამისი ფეხსაცმლის ბიზნესში მუშაობდა, დედა კი ინგლისურის მასწავლებელი და ადგილობრივი სამოყვარულო საოპერო საზოგადოების წევრი იყო.
Radio 4-ის Profile-ში საუბრისას სარას ერთ-ერთი სკოლის მეგობარი იხსენებს მის მდუმარე სიმტკიცეს — იმ თვისებას, რომელიც, ალბათ, ნათელს ჰფენს მის გადაწყვეტილებას, რომ წლების შემდეგ ეჭვების მიუხედავად მაინც გაეგრძელებინა იმავე სადოქტოროზე მუშაობა.
ხარისხის დაცვის შემდეგ სარამ ლუდის ხარშვის კვლევის ცენტრში დაიწყო მუშაობა, სადაც ლუდისთვის საფუარის სხვადასხვა ფორმით გამოყენებას შეისწავლიდა, მოგვიანებით კი მან ადამიანის ჯანმრთელობის სფეროში გადაინაცვლა. სარა ვაქცინის სპეციალისტობას არასდროს გეგმავდა. მიუხედავად ამისა, 1990-იანების შუა წლებისთვის ის ოქსფორდის უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობით იყო დაკავებული და მალარიის გენეტიკას შეისწავლიდა. ამან ის მალარიის ვაქცინაზე მუშაობამდე მიიყვანა.
სარას ცხოვრება ოდნავ უფრო ჩახლართული გახდა, როცა მან სამი ტყუპი გააჩინა. მისი შვილი ფრედი დედაზე ამბობს, რომ ის სულ მზრუნველი იყო და შვილებისთვის მხოლოდ კარგი უნდოდა. მისი თქმით, სამივე შვილმა საკუთარი გზით სიარული გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს სამივემ უნივერსიტეტში ბიოქიმიის შესწავლა არჩია.
ვაქცინაზე მუშაობის სისწრაფე
ამასობაში ოქსფორდში დრ. გილბერტი კარიერულ კიბეზე სვლას განაგრძობდა და ის უნივერსიტეტის პრესტიჟულ ჯენერის ინსტიტუტში პროფესორი გახდა. მან საკუთარი კვლევითი გუნდი შეკრა, რათა გრიპის უნივერსალური ვაქცინა შეექმნა — ისეთი, რომელიც ვირუსის ყველა სხვადასხვა შტამის წინააღმდეგ იქნებოდა ეფექტური.
2014 წელს სარა ებოლას ვაქცინის პირველ ტესტირებას ხელმძღვანელობდა, ხოლო როცა შუა აღმოსავლეთის რესპირატორული ვირუსი გამოჩნდა, ის კორონავირუსის ამ ფორმასთან საბრძოლველი ვაქცინის შესაქმნელად საუდის არაბეთში ჩავიდა.
ამ ვაქცინის მეორე ეტაპი იწყებოდა, როდესაც 2020 წლის დასაწყისში ჩინეთში COVID-19 გამოჩნდა. პროფესორმა გილბერტმა მალევე გაიაზრა, რომ მას იმავე მიდგომის გამოყენება შეეძლო.
"ძალიან სწრაფად ვიმოქმედეთ", — ამბობს მისი კოლეგა ოქსფორდიდან, პროფესორი ტერეზა ლამბე. მას შემდეგ, რაც ჩინელმა მეცნიერებმა ახალი ვირუსის გენეტიკური სტრუქტურა გამოაქვეყნეს, "უქმეების განმავლობაში ვაქცინა უკვე პრაქტიკულად შემუშავებული გვქონდა. ძალიან სწრაფად ვქენით".
მსოფლიოს მასშტაბით კოვიდის სიკვდილის მარშის წინაშე სარას სისწრაფე და მიზანდასახულობა იმასაც ხსნის, თუ რატომ ჰქონდა მას მუშაობის საკმაოდ არაორთოდოქსული პრაქტიკა. პროფესორი ლამბე ამბობს, რომ მისგან ელექტრონულ წერილებს ღამის 4 საათზე იღებდა, რადგან პროფესორი გილბერტი, როგორც წესი, დილით ძალიან ადრე იწყებს მუშაობას და საღამოს ძალიან გვიან ამთავრებს.
ფოტო: JOHN CAIRNS/UNIVERSITY OF OXFORD
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად ლაბორატორიაში რამდენიმეკვირიანი მუშაობა იყო საჭორო. აპრილის დასაწყისში უკვე პირველი პარტია დამზადდა და საგულდაგულო ტესტირებების რეჟიმი კიდევ უფრო გააქტიურდა. პროფესორი გილბერტისთვის ეს პროცესი პატარა ნაბიჯების წყება იყო და არა — ერთი დიდი "ევრიკას" მომენტი.
"ჩვენთვის ეს თავიდანვე ვირუსთან რბოლა იყო და არა — ვაქცინებზე მომუშავე სხვა მკვლევრებთან. ჩვენ უნივერსიტეტი ვართ და ამას ფულის საშოვნელად არ ვაკეთებთ", — განაცხადა მან წელს.
კოლეგები და სკოლისა და უნივერსიტეტის მეგობრები სარას ახასიათებენ, როგორც კეთილსინდისიერ, ჩუმ და მიზანდასახულ ადამიანს, რომელიც "ჭეშმარიტად შეუპოვარია".
"ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ის ადამიანებთან საკმაოდ მორცხვი და გულჩათხრობილია. ჯენერის ინსტიტუტში ზოგიერთ ჩემს კოლეგას სარასი ცოტათი ყოველთვის ეშინოდა კიდეც. მაგრამ საკმარისია, უკეთ გაიცნო და მეტი დრო გაატარო მასთან, მიხვდები, რომ ის ასეთი არაა", — იხსენებს მისი ერთ-ერთი სტუდენტი.
ახლა მთელი სამყაროს თვალები პროფესორი გილბერტისა და კოვიდის ვაქცინის სხვა შემქმნელებისკენაა მიმართული.
"ეს მისთვის აუტანელი იქნება, ყოვლად აუტანელი. სარა ის ადამიანია, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს", — ამბობს სარას მეგობარი, ბიოქიმიკოსი დრ. ენ მური.
ამავე თემაზე:
-
შეიძინე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
TI: "ვაზისა და ღვინის შესახებ"კანონის ახალი ცვლილებები კორუფციის რისკებს ზრდის TI: "ვაზისა და ღვინის შესახებ"კანონის ახალი ცვლილებები კორუფციის რისკებს ზრდის
გადახედვა
-
საგაზაფხულო SOLO შეთავაზებები — მიიღეთ ქეშბექი პარტნიორ ობიექტებში საგაზაფხულო SOLO შეთავაზებები — მიიღეთ ქეშბექი პარტნიორ ობიექტებში
-
მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს ირანში? — ინტერვიუ გიორგი კობერიძესთან მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს ირანში? — ინტერვიუ გიორგი კობერიძესთან
გადახედვა
-
MEE: ირანმა შესაძლოა მიზანში ამოიღოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენი, რომელიც ისრაელისთვის ნედლი ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია MEE: ირანმა შესაძლოა მიზანში ამოიღოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენი, რომელიც ისრაელისთვის ნედლი ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია
გადახედვა
-
აშშ-ის სენატში ჩავარდა რეზოლუცია, რომელიც ირანთან ომში პრეზიდენტ ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვას ისახავდა მიზნად აშშ-ის სენატში ჩავარდა რეზოლუცია, რომელიც ირანთან ომში პრეზიდენტ ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვას ისახავდა მიზნად
გადახედვა
-
11 ქვეყანა პარაოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელორუსი ათლეტების ეროვნული დროშით ასპარეზობას ბოიკოტს უცხადებს — საქართველო ბოიკოტს არ უერთდება 11 ქვეყანა პარაოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელორუსი ათლეტების ეროვნული დროშით ასპარეზობას ბოიკოტს უცხადებს — საქართველო ბოიკოტს არ უერთდება
გადახედვა
-
აზერბაიჯანში, ნახიჩევანის აერეპორტის ტერიტორიაზე ირანის უპილოტო დრონები ჩამოვარდა და აფეთქდა — შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა აზერბაიჯანში, ნახიჩევანის აერეპორტის ტერიტორიაზე ირანის უპილოტო დრონები ჩამოვარდა და აფეთქდა — შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
ეს ცვლილებები, სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე, პირდაპირი თავდასხმაა — რობინ ვაგენერი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებზე ეს ცვლილებები, სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე, პირდაპირი თავდასხმაა — რობინ ვაგენერი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებზე
გადახედვა
- "რადიო თავისუფლება": პენიტენციურ სისტემაში პატიმართა კვება სისტემატურად და უხეშად ირღვევა "რადიო თავისუფლება": პენიტენციურ სისტემაში პატიმართა კვება სისტემატურად და უხეშად ირღვევა
-
იდეალური შაბათ-კვირა შოპინგისთვის: დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ თბილისი აუთლეტ ვილიჯში იდეალური შაბათ-კვირა შოპინგისთვის: დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ თბილისი აუთლეტ ვილიჯში
-
"რუსთავი 2-ის" ყოფილი გენდირექტორ ვაკო ავალიანის ხელფასი ტელეკომპანიაში თვეში ₾39 000-ზე მეტი იყო "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენდირექტორ ვაკო ავალიანის ხელფასი ტელეკომპანიაში თვეში ₾39 000-ზე მეტი იყო
გადახედვა
-
ვახუშტი მენაბდე: შეიძლება (დროებით) ხალხს მოერიო, დაიჭირო, გააქციო, გააჩუმო კიდეც, მაგრამ აღიარება ვერ მიიღო. ვახუშტი მენაბდე: შეიძლება (დროებით) ხალხს მოერიო, დაიჭირო, გააქციო, გააჩუმო კიდეც, მაგრამ აღიარება ვერ მიიღო.
გადახედვა
-
ჯო უილსონი: ქართულმა ოცნებამ, საქართველოს ინფრასტრუქტურა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და თავისი ქვეყანა ვალებით მონობაში გაყიდა ჯო უილსონი: ქართულმა ოცნებამ, საქართველოს ინფრასტრუქტურა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა და თავისი ქვეყანა ვალებით მონობაში გაყიდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, ენდრიუ ბეიკერს შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, ენდრიუ ბეიკერს შეხვდა
გადახედვა
-
შეზღუდვები და სასჯელები უპრეცედენტოა რუსეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანისთვისაც კი — საბა ბრაჭველი "გრანტების კანონში" ცვლილებებზე შეზღუდვები და სასჯელები უპრეცედენტოა რუსეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანისთვისაც კი — საბა ბრაჭველი "გრანტების კანონში" ცვლილებებზე
გადახედვა
-
"გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს" მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა "გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს" მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ბრძოლის ველზე — ახალი სამხედრო რეალობა ირანის კონფლიქტში ხელოვნური ინტელექტი ბრძოლის ველზე — ახალი სამხედრო რეალობა ირანის კონფლიქტში
გადახედვა
-
ქუვეითმა შეცდომით აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავები ჩამოყარა — რა ვიცით ქუვეითმა შეცდომით აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავები ჩამოყარა — რა ვიცით
გადახედვა
-
ჰარი სტაილსის კონცერტს მაყურებელი Netflix-ის ეკრანებზე იხილავს ჰარი სტაილსის კონცერტს მაყურებელი Netflix-ის ეკრანებზე იხილავს
გადახედვა
-
შოტლანდიაში წყლით კრემაცია დაუშვეს — როგორ "იწვის" სხეული ცეცხლის გარეშე შოტლანდიაში წყლით კრემაცია დაუშვეს — როგორ "იწვის" სხეული ცეცხლის გარეშე
გადახედვა
კომენტარები