თავბრუსხვევა — მიზეზების დადგენა და მკურნალობა თოდუას კლინიკის სტანდარტებით
ფოტო: აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი
თავბრუსხვევა არა დაავადება, არამედ სიმპტომია, რომელიც სხვადასხვა ნოზოლოგიით შეიძლება იყოს განპირობებული. ჩივილებიდან, რომლის გამოც პაციენტები მიმართავენ ექიმს, თავბრუსხვევა, თავის ტკივილის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს.
თავბრუსხვევის დიაგნოსტირება რთულია, ვინაიდან სიმპტომი უკიდურესად სუბიექტურ ხასიათს ატარებს და საერთოდ განსხვავებულად აღიქვამს მას თითოეული პაციენტი. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიმპტომის შესწავლისადმი კომპლექსურ მიდგომას, რაშიც ლომის წვლილი მიუძღვის როგორც ექიმის კვალიფიკაციას, ასევე მის ხელთ არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი, დავით ელიაური მოგვითხრობს ამ სიმპტომის გამომწვევი მიზეზების, მისი დიაგნოსტირებისა და შემდგომი ეფექტიანი მკურნალობის შესახებ. დავით ელიაური, ამავე დროს, არის ამერიკის და ევროპის ნევროლოგიური აკადემიისა (AAN) (EAN) და მოძრაობითი დარღვევის და პარკინსონის დაავადების საერთაშორისო საზოგადოების (MDS) წევრი.
— რა იწვევს თავბრუსხვევას, როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა?
თავბრუსხვევა ძალიან ზოგადი ცნებაა. მისი გამომწვევი მიზეზი უამრავია, მათ შორის, როგორც ნევროლოგიური, ასევე სხვა, არანევროლოგიური მიზეზები. აქედან გამომდინარე, მისი მკურნალობა დამოკიდებულია, პირველ რიგში, სწორ დიაგნოსტიკაზე და იმ გამომწვევი მიზეზის განსაზღვრაზე, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ხდება თავბრუსხვევის განმაპირობებელი.
ჩივილი — თავბრუსხვევა არ გულისხმობს მკაცრად განსაზღვრულ სიმპტომს, ის მოიაზრებს თავის თავში ვერტიგოს, წონოსწორობის დარღვევას, პრესინკოპეს (გულის წასვლის მსგავს შეგრძნებას) და ე.წ. არასპეციფიურ თავბრუსხვევას, რასაც პაციენტები თავში სიცარიელის შეგრძნებას უწოდებენ. აქედან გამომდინარე, თითოეული პაციენტის დიფერენციალური დიაგნოსტიკაა მნიშვნელოვანი. პირველ ეტაპზე, აუცილებელია ანამნეზის დეტალური შეგროვება, რასაც შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს საბოლოო დიაგნოზის გამოტანაში.
სტატისტიკურად, ექიმთან ამბულატორიული მიმართვიანობის მიზეზთა საერთო რაოდენობის 2,5% სწორედ თავბრუსხვევაზე მოდის.
— საზოგადოებაში თავბრუსხვევა არ აღიქმება მნიშვნელოვან სიმპტომად, რომელიც შეიძლება რაიმე სერიოზულ პათოლოგიაზე მიანიშნებდეს. რა შეიძლება იყოს თავბრუსხვევის მიზეზები და როდის უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მუდმივი თავბრუსხვევის დროს პაციენტმა?
თავბრუსხვევა უნდა აღიქმებოდეს საზოგადოებაში მნიშვნელოვან ჩივილად, რადგან მისი გამომწვევი ზოგიერთი მიზეზი შეიძლება მეტად სერიოზული იყოს და საჭიროებდეს გადაუდებელ ჩარევას. წარმოდგენა რომ შეგვექმნას ჩივილის გამომწვევ მიზეზებზე, მინდა მოგახსენოთ ზოგიერთი მათგანი.
როგორც უკვე აღვნიშნე, ძირითადად, გამოიყოფა 4 კატეგორია:
- ვერტიგო, რაც ილუზორული მოძრაობის შეგრძნებაა. ამ დროს ან პაციენტი თვითონ გრძნობს, რომ მოძრაობს, ან შეიგრძნობს, რომ მის გარშემო არსებული სივრცე ტრიალებს;
- დისექვილიბრიუმი, ანუ მდგრადობის დარღვევა. იგი წარმოიშვება, როგორც წესი, სიარულის დროს და მოსვენებულ მდგომარეობაში გაივლის. ეს ყველაზე ხშირია ხანდაზმულ პაციენტებში. მისი მიზეზი, როგორც წესი, ე.წ. მრავლობითი სენსორული დეფიციტია;
- პრესინკოპე — გულის წასვლის მსგავსი შეგრძნება. მიზეზი უმეტესად კარდიოგენულია;
- არასპეციფიური თავბრუსხვევა, ანუ სიცარიელის შეგრძნება. ამ დროს პაციენტები ზუსტად ვერ აღწერენ საკუთარ ჩივილს, როგორც წესი, მიზეზი ფსიქიკური პრობლემაა (დეპრესია, შფოთვა და სხვა);
რაც შეეხება ვერტიგოს, იგი ორი დიდი მიზეზით არის განპირობებული: პერიფერიული (ოტოლოგიური) და ცენტრალური.
- პერიფერიული (ოტოლოგიური) ვერტიგო — შიგნითა ყურის პათოლოგიით, ან მასთან დაკავშირებული ვესტიბულური ნერვის დაზიანებით გამოწვეული თავბრუსხვევა;
- ცენტრალური ვერტიგო — მას იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის იმ ნაწილების დაზიანება, რომლებიც პასუხს აგებენ ვესტიბულური ფუნქციის განხორციელებაზე. იგულისხმება თავის ტვინის დაზიანება.
არსებობს სხვა სომატური მიზეზებით გამოწვეული თავბრუსხვევა და არალოკალიზებული თავბრუსხვევა.
პერიფერიული (ოტოლოგიური) ვერტიგოს მიზეზებია:
- კეთილთვისებიანი პოზიციური პაროქსიზმული ვერტიგო. ამ ტიპის თავბრუსხვევა არის ყველაზე ხშირი მიზეზი ოტოლოგიურ თავბრუსხვევებს შორის (50%). მიზეზი არის შიგნითა ყურში არსებულ ვესტიბულურ აპარატში კალციუმის კარბონატის მიკროკრისტალების წარმოქმნა. პაციენტებში იგი იწვევს თავბრუსხვევის შეტევას, რომელიც პოზის შეცვლით პროვოცირდება და გრძლედება რამოდენიმე წამი. დიაგნოსტიკა ექიმის მიერ სპეციფიური გასინჯვით ხდება. მისი დადგენის სხვა მეთოდი არ არსებობს.
- ვესტიბულური ნევრიტი ასევე ხშირი მიზეზია უეცრად დაწყებული ძლიერი ვერტიგოს შეტევის, რომელსაც ახლავს ღებინება. მიზეზი შესაძლოა იყოს ვირუსული ინფექცია;
- მენიერის დაავადება — ამ დროს პერიოდულ თავბრუსხვევას თან ახლავს სმენის დაქვეითება და ტინიტუსი (ხმაური ყურში);
- ორმხრივი ვესტიბულური პარეზი — იგი ქრონიკული თავბრუსხვევის მიზეზი შეიძლება გახდეს. როგორც წესი, ასეთ პაციენტებს აქვთ სხვადასხვა მედიკამენტების მოხმარების ისტორია;
- იშვითი მიზეზი გახლავთ ე.წ. ზემო ნახევარრკალოვანი არხის დეფექტის სინდრომი, რომელიც წარმოადგენს ძვლოვანი დეფექტის არსებობას ვესტიბულური აპარატის ზედა ნახევარრკალოვან არხზე. ამ შემთხვევაში, ვითარდება თავბრუსხვევა, რომელიც პროვოცირებულია ხმაურით;
- მოცულობითი წარმონაქმნი, რომელმაც, შესაძლებელია, სწორედ ვესტიბულური ნერვის კომპრესია მოახდინოს.
გადავიდეთ ცენტრალური ვერტიგოს მიზეზებზე — აქ მოიზარება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, უფრო კონკრეტულად კი იმ ნაწილების, რომლებიც პასუხისმგებელია პერიფერიიდან, ანუ ვესტიბულური აპარატიდან ინფორმაციის მიღებაზე და მის "პროცესინგზე":
- შაკიკთან ასოცირებული ვერტიგო — იგი ზოგიერთ ლიტერატურაში ვესტიბულური შაკიკის სახელითაა ცნობილი. მოზრდლებში ცენტრალური ვერტიგოს უხშირესი მიზეზი სწორეს ეს არის (75%), ხოლო ბავშვთა ასაკში საერთო თავბრუსხვევების ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ შაკიკთან ასოცირებული ვერტიგოა. ამ დროს, შესაძლოა შაკიკის შეტევა გამოვლინდეს მხოლოდ თავბრუსხვევის შეტევით ტკივილის გარეშე;
- ინსულტი, ან გარდამავალი იშემიური შეტევა, რომელიც მოიცავს თავის ტვინის უკანა ცირკულაციის აუზს, შესაძლოა გამოვლინდეს მხოლოდ იზოლირებული თავბრუსხვევით და გულისრევით;
- ეპილეფსიური გულყრა — შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევით, რომელსაც ახლავს მოტორული კომპონენტი (უნებლიე მოძრაობები). ცენტალური ვერტიგოების 5% სწორედ ამ კატეგორიაზე მოდის;
ამის გარდა, არსებობს სხვა სომატური მიზეზებით გამოწვეული თავბრუსხვევებიც, რომლის მიზეზია:
- არითმია;
- სისხლში გლუკოზის დაქვეითება;
- სხვადასხვა მედიკამენტის (მაგ. წნევის დამწევი საშუალებები) მიღება;
- ვირუსული ინფექციები.
— თავბრუსხვევის მქონე პაციენტების დიაგნოსტირების რა საშუალებები გაქვთ და როგორ ხდება მკურნალობა?
რაც შეეხება დიაგნოსტიკის მეთოდებს, ის კომპლექსურია. პირველ რიგში, იგი გულისხმობს ნევროლოგის მიერ პაციენტის სკულპულოზურ გასინჯვას, ჩივილიდან გამომდინარე სპეციფიური ტესტების ჩატარებას. ზოგ შემთხვევაში ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა სრულიად საკმარისია დიაგნოზის ვერიფიცირებუსათვის. მხოლოდ ანამნეზის დეტალურად შეკრების და ნევროლოგიური გასინჯვის შემდეგ წყდება მარალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება არჩატარების საკითხი. საბედნიეროდ, აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში გვაქვს სრული შესაძლებლობა აღნიშნული ჩივილის მქონე პაციენტების სათანადოდ დიაგნოსტირების, ისეთი კვლევებით, როგორიცაა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ექსტრა-ინტრაკრანიული სისხლძარღვების დუპლექს-სკანირება, კომპიუტერულის ელექტროენცეფალოგრაფია და სხვ.
თავბრუსხვევის მქონე პაციენტის მკურნალობის შერჩევა დამოკიდებულია იმ მიზეზის იდენტიფიცირებაზე, რომელმაც გამოიწვია ჩივილი. მასში შედის მედიკამენტოზური მკურნალობა, სპეციფიური რეპოზიციური მანევრები, ვესტიბულური ვარჯიშები და იშვიათ შემთხვევაში, მაგალითად ზედა ნახევარრკალოვანი არხის დეფექტის სინდრომის, ან მოცულობითი წარმონაქმნის არსებობისას, შესაძლოა ნეიროქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო.
-
ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ
გადახედვა
-
ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა
გადახედვა
-
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით
-
შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს შრი-ლანკაში ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს
გადახედვა
-
ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა ნიკოლ კიდმანის თქმით, ტომ კრუზთან ქორწინების გამო მზად იყო, კარიერა მიეტოვებინა
გადახედვა
-
შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა
გადახედვა
-
სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა სირიაში სასამართლომ ბაშარ ასადის ბიძაშვილს სიკვდილი მიუსაჯა
გადახედვა
-
ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური — მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე
გადახედვა
-
extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად extra.ge იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
-
გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის გია ვოლსკი: განსაკუთრებით გამაოგნა, რომ ღარიბაშვილი დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს პირდაპირ მცდელობაა ხელისუფლების დისკრედიტაციის
გადახედვა
-
ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია ჭიანჭველების, ფუტკრებისა და კრაზანების 60-წლიანი თეორია, შესაძლოა, მცდარია
გადახედვა
-
შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა
გადახედვა
-
საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა და 13.8% შეადგინა
გადახედვა
-
მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს naec.ge: ერთიანი ეროვნული გამოცდებზე 118 907 ნაშრომიდან 3 095 გასაჩივრდა, აქედან ქულა მოემატა — 921-ს
გადახედვა
-
ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს ჩვენმა მკითხველებმა დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი გამოავლინეს
გადახედვა
-
Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს Bm.ge: ქართული მხარე ქართველებს ენგურის ხიდზე 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის უფლებას აძლევს
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის იანვარ-აგვისტოს საქმიანობა
-
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისთვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — გაიცანით ზაკო მუშკუდიანი, მედალოსანი პარალიმპიელი ჩემპიონი
კომენტარები