აშშ-ში დაკარგული მოლაშქრე რეანიმაციაში დაიღუპა, მაგრამ ექიმებმა ის გააცოცხლეს
აშშ-ში მთა რეინირის ეროვნულ პარკში მთელი ღამის განმავლობაში დაკარგული მოლაშქრე, რომელიც გადაარჩინეს, გადაუდებელი დახმარების ოთახში გარდაიცვალა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი გული 45 წუთის განმავლობაში გაჩერებული იყო, ის გააცოცხლეს.
წინა კვირადღეს, 8 ნოემბერს, 45 წლის მაიკლ კნაპინსკი ჰარბორვიუს სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ის მთებში დაკარგული ვერტმფრენით გადაარჩინეს.
საავადმყოფოში მისვლისას მას გულისცემა ჯერ კიდევ ჰქონდა, თუმცა მალევე მისი გული გაჩერდა.
"ის რეანიმაციაში წოლისას გარდაიცვალა, რამაც იმის უნიკალური შესაძლებლობა მოგვცა, გვეცადა მისი სიცოცხლის გადარჩენა მისი გულისა და ფილტვებისთვის გვერდის ავლით, რაც ხელოვნური ინტენსიური თერაპიის ყველაზე მოწინავე ფორმაა, რომელიც ამჟამად კაცობრიობას გააჩნია", — თქვა ექიმმა ჯენელ ბადულაკმა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მისი მკურნალობა დაიწყო.
ექიმების გუნდმა მასზე განმეორებითად ჩაატარა გულ-ფილტვის რეანიმაცია და კნაპინსკი ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის (ECMO) აპარატზე შეაერთეს, რომელიც მისი სხეულიდან სისხლს გულ-ფილტვის აპარატში ტუმბავდა, ნახშირორჟანგს აცლიდა, შემდეგ კი სხეულში აბრუნებდა მას.
კნაპინსკის გული 45 წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული. მას შემდეგ, რაც ექიმებმა ის ხელახლა აამუშავეს, სამედიცინო გუნდმა მასთან მთელი ღამე გაატარა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ის სტაბილურ მდგომარეობაში ყოფნას გააგრძელებდა.
ორი დღის შემდეგ კნაპინსკი გამოფხიზლდა. მასთან ექთანი უიტნი ჰოლენი იყო, რომელმაც თქვა, რომ პირველი, რისი გაკეთებაც უნდოდა, მისი ოჯახისთვის დარეკვა იყო.
"ის ტიროდა, მისი ოჯახიც ტიროდა და დარწმუნებული ვარ, ცოტა მეც ვიტირე. სწორედ ამან გამახსენდა, რატომ ვაკეთებთ [ექიმები] ამას. ამიტომ ვმუშაობთ შეუსვენებლად, ამიტომ ვართ ჩვენი ოჯახებისგან შორს და ამიტომ ვართ აქ", — თქვა ჰოლენმა.
კნაპინსკის ჯერ კიდევ ჰქონდა გულის, თირკმლებისა და სხეულის მოყინვის პრობლემები, თუმცა ექიმებმა თქვეს, რომ, მათი რწმენით, ის კარგად იქნება.
7 ნოემბრის დილას კნაპინსკი თოვლიან მთებში სალაშქროდ მეგობართან ერთად წავიდა. მისი მეგობარი მთა კემპ-მიურიდან თხილამურებით დაშვებას გეგმავდა, თვითონ კნაპინსკი კი რეინირის ეროვნული პარკის ყველაზე პოპულარული ადგილისკენ, პარადაიზისკენ, აპირებდა თოვლზე სასიარულო ფეხსაცმლით წასვლას.
"[ბილიკის] დასასრულთან ძალიან ახლოს ვიყავი. შემდეგ ძლიერი ქარბუქი დაიწყო და ვეღარაფერს ვხედავდი", — განაცხადა კნაპინსკიმ. მისი თქმით, ბოლო რამ, რაც ახსოვს, ისაა, რომ ის ბავშვის ნაბიჯებით ჩამოდიოდა მთიდან, როცა მთლიანად სითეთრით იყო გარშემორტყმული.
"არ ვიცი, რა მოხდა. მგონი, წავიქეცი", — ამბობს ის. მისი მთელი სხეული დაჟეჟილობებითა და ნაკაწრებითაა სავსე.
იმ დღის საღამოს მისმა მეგობარმა განაცხადა, რომ კნაპინსკი დაიკარგა. კვირადღის ადრეულ საათებამდე ეროვნული პარკის სამი გუნდი ეძებდა კნაპინსკის, სანამ ამინდმა ხილვადობა მინიმალური არ გახადა და ტემპერატურა -8.9 °C-მდე არ დაეცა. ამინდის გამოსწორების შემდეგ, შუადღეს, კნაპინსკის ძებნა სამხედრო-საზღვაო ძაღლების ვერტმფრენმა გააგრძელა, რომელმაც ის მდინარე ნისკუალთან შეამჩნია.
კანპინსკის თქმით, მას ჯერ კიდევ აქვს კოგნიტური ფუნქციის გარკვეული პრობლემები, მაგრამ მთლიანობაში კარგად გრძნობს თავს და მისი ჯანმრთელობა პროგრესს განიცდის. კნაპინსკი ბევრ დროს ატარებს სიეტლში, საქველმოქმედო ორგანიზაცია "ხსნის არმიის" სასურსათო ბანკში, მოხალისედ, ასევე რედმონდში ოვერლეიკის ქრისტიანული ეკლესიის მეშვეობით უპატრონო ბავშვებისთვის სახლებს აშენებს.
"როგორც კი ფიზიკურად ისევ შევძლებ, ადამიანების დახმარებას ჩემი ცხოვრების მოწოდებად ვაქცევ. ჯერ კიდევ შოკირებული და გაოგნებული ვარ", — განაცხადა მან.
ის ასევე ამბობს, რომ ექიმებმა მასზე "ხელი არ აიღეს. ჩემს გადასარჩენად ნამდვილი საოცრებები ჩაიდინეს".
"მილიონობით ადამიანისთვის მაქვს მადლობა გადასახდელი", — თქვა კნაპინსკიმ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები