აქ.ახლა — გახდი თიბისის მომხმარებელი 90 წამში
დღეს — ისე, როგორც არასდროს — დისტანციური სერვისების ხელმისაწვდომობა აუცილებლობაა. ეს ყველაზე უკეთ ალბათ იმ ადამიანებს ესმით, ვისაც მომსახურების მისაღებად ზოგჯერ რიგში დგომა უწევთ. ამგვარად გამარტივება თანამედროვე კომპანიების უპირველეს ამოცანად იქცა.
თიბისის ციფრული არხები მობაილ და ინტერნეტბანკი ქართველი მომხმარებლებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, ახლა კი სწორედ ამ ციფრული არხების საშუალებით გახდა შესაძლებელი თიბისის მომხმარებლად რეგისტრაცია და ანგარიშის გახსნა.
აქამდე იმისთვის რომ თიბისის მომხმარებელი გამხდარიყავი აუცილებელი იყო ფილიალში მისვლა და ანგარიშის გახსნა, რაც არსებულ რეალობაში, მაშინ როცა მომხმარებლებს თავშეყრის ადგილებში მისვლა ეკრძალებათ ცოტა არ იყოს არარელევანტური მეთოდია.
მაგრამ ეს ყველაფერი — მხოლოდ წარსულში.
თიბისის ინოვაციური სიახლე ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, გახდეს თიბისის მოხმარებელი მხოლოდ 90 წამში.
ციფრული მომხმარებელი ციფრულ სამყაროში
სიახლის მნიშვნელობაზე, მისი საშუალებით განხორციელებულ განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და თიბისის უკვე გაციფრულებულ სერვისებზე On.ge თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერს გიორგი ალიბეგაშვილს ესაუბრა.
"ამ ფუნქციონალის დახმარებით ის ადამიანები, ვინც აქამდე თიბისის მომხმარებლები არ იყვნენ, დისტანციურად შეძლებენ გახსნენ ჩვენი მომხმარებლები და ისარგებლონ ჩვენი ჩვენი სერვისებით” — განმარტავს გიორგი — "ამ დრომდე ეს ყველაფერი და ანგარიშის გახსნა მხოლოდ ფილიალში ვიზიტით იყო შესაძლებელი, შესაბამისად, ეს პროცედურები სრულად გაციფრულებულმა პროცესმა ჩაანაცვლა".
როგორც გიორგი აღნიშნავს, რადგან თიბისისთვის პრიორიტეტია ციფრული პროდუქტების მომხმარებლისთვის შეთავაზება და მათთვის ცხოვრების გამარტივება, ეს ახალი ფუნქციონალი ძალიან სწრაფი და მარტივია დაახლოებით 90 წამი სჭირდება ნებისმიერ ადამიანს, რომ თიბისის მომხმარებლად იქცეს.
"მომხმარებელი, ჩვეულებრივ, ხსნის ანგარიშს, ოღონდ, ამ შემთხვევაში ციფრული ბარათის სახით, რომლის აქტივაციაც უფასოა", — ამბობს გიორგი.
ციფრული ბარათით შეგიძლიათ გადაიხადოთ როგორც ტერმინალებსა და ელექტრონულ კომერციაში, ასევე, შეგიძლიათ გაანაღდოთ თანხა ბანკომატიდან.
ამასთანავე, მომხმარებლები ისარგებლებენ თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკით რომელთა საშუალებითაც არაერთი საბანკო ოპერაციის მარტივად განხორციელებას შეძლებენ.
ციფრული მომსახურება და პროდუქტი, როგორც პრიორიტეტი
არის თუ ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ფიზიკურ სივრცეში განსახორციელებელი სერვისების დისტანციურით ჩანაცვლება და ონლაინმომსახურების გააქტიურება, ერთგვარად, სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი? მაშინ, როცა ფიზიკური დისტანციის დაცვა და თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება ვირუსთან ბრძოლის უმთავრეს იარაღს წარმოადგენს, შეიძლება, ითქვას, რომ კომპანიის მზრუნველობა საკუთარ მომხმარებლებზე ამ მხრივაც გამოიხატება.
"ციფრული სერვისების განვითარება ჩვენი პრიორიტეტი დიდი ხანია არის, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების კვალდაკვალ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა სერვისების გაციფრულება; აუცილებელია, რომ მომხმარებლებს სერვისის მისაღებად არ მოუწიოთ თავშეყრის ადგილებში მისვლა", — აცხადებს გიორგი — "სწორედ ამიტომაც, პანდემიის შემდეგ კამპანია“ გაციფრულდის“ ფარგლებში არაერთი ციფრული პროექტი განვახორციელეთ მაგალითად ციფრული ბარათი გაეშვა, შემდეგ, ასევე მნიშვნელოვანი იყო მობაილ და ინტერენებანკის სასარგებლო ფუნქციონალების ახსნა უფროსი თაობის ადამიანებისთვის, ვისთვისაც ეს პრობლემას წარმოადგენდა. ეს პროექტიც, ასევე იყო კამპანია 'გაციფრულდის' ნაწილი. ახლა კი, კიდევ ერთ ციფრულ პროდუქტს ვთავაზობთ აუდიტორიას“.
გიორგის თქმით, ამ სიახლის დასანერგად ახლა რელევანტური დროა.
"იმედი გვაქვს, ჩვენ მიერ შეთავაზებული ახალი სერვისი მომხმარებლებისთვის გამოსადეგი იქნება და მათ გაუმარტივდებათ ყოველდღიურობა", — დასძენს იგი.
უკვე შეგიძლიათ, ეწვიოთ მობაილ და ინტერნეტბანკს და გახდეთ თიბისის მომხმარებელი მხოლოდ 90 წამში.
თიბისის ინტერნეტბანკზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია აქ - https://tbconline.ge/tbcrd/
მობაილბანკის აპლიკაციის გადმოწერას კი შეძლებთ, როგორც Google Play-დან, ასევე App Store-დან.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები