დაუნის სინდრომის მქონე ბიჭმა ისტორიაში პირველად დაასრულა "რკინის კაცის ტრიათლონი"
სპეციალური ოლიმპიადის ათლეტმა კრის ნიკიჩმა შაბათს, 7 ნოემბერს, ფინიშის ხაზი გადაკვეთა და გახდა დაუნის სინდრომის მქონე პირველი ადამიანი, რომელმაც "რკინის კაცის ტრიათლონი" დაასრულა.
გინესის მსოფლიო რეკორდებმა ნიკიჩის მიღწევა მას შემდეგ აღიარა, რაც მან პანამა-სითი-ბიჩში გამართულ ფლორიდის "რკინის კაცის ტრიათლონში" 3.86 კმ იცურა, 180 კმ ველოსიპედით იარა, 42 კმ ირბინა და ტრიათლონი წარმატებით დაასრულა.
"რკინის კაცი. მიზანი დასახული და მიღწეულია. დროა, 2021-ისთვის უფრო დიდი მიზანი დავისახო", — დაწერა ნიკიჩმა თავის Instagram-ზე.
ნიკიჩმა მარათონი 16 საათში, 46 წუთსა და 9 წამში გაიარა — 17-საათიან ლიმიტზე 14 წუთით ნაკლებ დროში.
სპეციალური ოლიმპიადის განცხადებით, ნიკიჩი მარათონისას ველოსიპედიდან ჩამოვარდა, საკვები პუნქტის გაჩერებასთან კი მას ჭიანჭველები დაესივნენ, თუმცა მან მაინც მოახერხა შეჯიბრის დასრულება.
"ძალიან შთაგონებულები ვართ და შენი მიღწევა 'რკინის კაცის' ისტორიის გადამწყვეტი მომენტია, რომელსაც ვერასდროს წაგართმევენ", — განაცხადა "რკინის კაცის ტრიათლონის" ორგანიზაციამ ტვიტერზე.
ორგანიზაციამ შეჯიბრის დღეს ისტორიული მარათონის განახლებებს სოციალურ ქსელში წერდა. ნიკიჩის სირბილის ბოლო ორი მილი "რკინის კაცის" Facebook-ის გვერდზე ლაივში აჩვენეს.
ნიკიჩმა და მამამისმა ნიკმა შეიმუშავეს "1%-ით გაუმჯობესების გამოწვევა", რათა ვარჯიშის დროს უფრო მოტივირებულები ყოფილიყვნენ. ნიკიჩის ვებსაიტის მიხედვით, ამის იდეა ისაა, რომ დაუნის სინდრომის ცნობადობა გაიზარდოს, პარალელურად კი ყოველდღიურად 1%-ით უკეთესი უნდა გახდე.
"კრისისთვის ეს მარათონი უფრო მეტი იყო, ვიდრე ფინიშის ხაზი და გამარჯვების ზეიმი. 'რკინის კაცი' მისთვის ის პლატფორმა იყო, რომლითაც ერთი საფეხურით მიუახლოვდებოდა უფრო ინკლუზიური და მოწინავე ცხოვრების მიღწევის მიზანს", — თქვა ნიკ ნიკიჩმა.
ნიკიჩის მიღწევას ცნობილი სპორტსმენები მილოცვებით შეეგებდნენ, მათ შორის ყოფილი ჩოგბურთელი ბილი ჯინ კინგი და მორბენალი კარა გუჩერი, აგრეთვე მას სოციალურ ქსელში მთელი მსოფლიოდან 33 000-ზე მეტი გამომწერი მიემატა.
ამ რეკორდული მიღწევის შემდეგ ნიკიჩის მთავარი მიზანია 2022 წლის აშშ-ის სპეციალურ ოლიმპიადაში მონაწილეობა და თავისი პლატფორმიდან სპეციალური ოლიმპიადისთვის, დაუნის სინდრომისა და RODS-ისთვის (დაუნის სინდრომის მქონე ობოლთა რბოლისთვის) ფულის შეგროვება.
"ჩემს მიზანს მივაღწიე და ახლა მსურს, ჩემნაირ ხალხს დავეხმარო", — დაწერა მან Instagram-ზე.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები