ადგილები, სადაც უნდა გაიქცე, სანამ ჯერ კიდევ შემოდგომაა
შემოდგომის სუსხი შემოგვეპარა, დღეები დამოკლდა, ტემპერატურა დაეცა და ცხოვრების ტემპიც შენელდა. ერთი შეხედვით იდეალური დროა სახლში გასატარებლად, ან აივანზე მოსაკალათებლად, პლედის მოსახურად, ნისლიანი ქალაქის საყურებლად და ცხელი ჩაის დასალევად. თუმცა ყველაზე ლამაზი სეზონის სახლში გატარება არც ისე სწორი არჩევანია.
ფერადი ფოთლებისა და ნაირფერი ბუნების სანახავად ის ადგილები შეგირჩიე, სადაც ხალხმრავლობას გაექცევი და ოქროსფერი ფოთოლცვენის მომსწრე გახდები.
საბადურის ტყე
საბადურის ტყე მსოფლიოს ულამაზესი ტყეების სიაშია, თუმცა თბილისიდან 20 კილომეტრში მდებარე ზღაპრული ადგილის მონახულებას ამის გარეშეც არ ინანებდი. ოქროსფერი ფოთლებით დათოვლილი ტყე აუცილებლად მოგწყვეტს რეალობას. მონიშნე ონლაინ რუკაზე ადგილი, წასახემსებლად კონტეინერები გამოავსე, თერმოსში ცხელი კაკაო ჩაასხი, შექმენი ტკბილი ნოემბრის შესაფერისი ფლეილისტი და საბადურის ტყისკენ გაეშურე.
ბატეთის ტბა
ქარელში მდებარე ბატეთის ტბა ზაფხულის ნოსტალგიას წამიერად გაგიქრობს და როგორც არ უნდა გენატრებოდეს ცხელი დღეები, ამ ადგილის ნახვის შემდეგ აუცილებლად იტყვი, რომ შემოდგომა ყველაზე ლამაზი სეზონია.
შაორის ტბა, რაჭა
შაორი სულიერ სიმშვიდეს მოგგვრის და ეს განცდა დიდი ხნის განმავლობაში გაგყვება. ამასთან ერთად, შემოდგომაზე წყალსაცავი ნაირფერ ხეებს ირეკლავს და აქ საუცხოო სურათებსაც გადაიღებ.
ბორჯომი
თუ ბორჯომს ესტუმრები შემოდგომის ზღაპრული ფერები აუცილებლად დაგატყვევებს. ის ამ დროს შეუდარებელია და ბუნებაში არსებული ყველა ფერითაა წარმოდგენილი.
ბორჯომის პარკი ის ჯადოსნური ადგილია, სადაც სიმშვიდეს მხოლოდ ოქროსფერი ფოთლების შარიშური თუ დაგირღვევს, ან შეიძლება ანცი ციყვი შემოგეფეთოს. უკვდავების წყაროს წყალსაც დააგემოვნებ და მერე შეგიძლია პატარა ტაძრისკენაც გააგრძელო გზა. ამ ადგილას ისე აივსები სიხარულით, პოლიტიკა, ცოტა ხნით მაინც, სულ დაგავიწყდება.
რკონი
თუ გინდა, რომ ოქროს შემოდგომის დღეები ვირტუალურად კი არა, არამედ ცოცხლად შეიგრძნო, მაშინ თეძამის ხეობას უნდა ესტუმრო და ყური მიუგდო ბუნებისა და რკონის დუეტს. მერე თამარის ხიდზეც გადაირბინე და სურვილები ჩაიფიქრე.
აუცილებლად დაამატე საბადურის, ბატეთის, შაორის, ბორჯომისა და რკონის დღეები შენს კალენდარს. მერწმუნე, წინ დაუვიწყარი თავგადასავალი გელის.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები