კომპანია, რომელიც ალმასებს ჰაერიდან ქმნის (პირდაპირი მნიშვნელობით)
ალმასის წარმოება ძალიან რთული და საკმაოდ "ბინძური" პროცესია. 0,2 გრამის შესაქმნელად, მაღაროელებს ხშირად თითქმის მილიონი ტონა ქვის ამოთხრა და ასობით კილოგრამი ნახშირორანგის ატმოსფეროში გამონთავისუფლება უწევთ. რაც გლობალური კლიმატისთვის კარგი ამბავი არ არის.
ბრიტანული კომპანია "Ecotricity", რომელიც დეილ ვინსმა დააფუძნა, გეგმავს, რომ ალმასები ატმოსფეროს დახმარებით, ნახშირბადის მიწიდან მოპოვების გარეშე შექმნას. Ecotricty-ში იმედოვნებენ, რომ ნახშირბადის ატმოსფეროდან მოპოვებით და მეთანის წვიმის წყლიდან მიღებით, ისინი ალმასების წარმოების მანკიერ შედეგებს შეაბრუნებენ.
ატმოსფეროდან მოპოვებული ალმასი საბოლოოდ ტრადიციულად წარმოებული ალმასისგან არ განსხვავდება. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, Ecotricity-ს ყოველთვიულად 200 კარატი ალმასის მოპოვება შეუძლია.
ისიც აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი ალმასების მოპოვება ხშირად საკმაოდ "სისხლიანი" პრაქტიკაა, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება ხოლმე. დეილ ვინსის თქმით, ფაქტი, რომ ალმასის მოპოვება "ციდან" შეიძლება, პრაქტიკულად ახალი ალქიმიაა.
კომენტარები