ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად, არჩევნებზე მისვლა სრულიად უსაფრთხოა.

"არჩევნებზე მისვლა, მიუხედავად პანდემიისა, სრულიად უსაფრთხოა, რადგან კენჭისყრის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. ამასთან, აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ არის რისკის შემცველი ის მცირე დრო, რაც ამომრჩეველს ესაჭიროება ხმის მიცემის განსახორციელებლად", — განაცხადა ჟვანიამ.

საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება.