საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, აზერბაიჯანსა და საბერძნეთში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო იქ არჩევნები არ ჩატარდება. ამის შესახებ მან მთავრობის ადმნისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მოგეხსენებათ, ეპიდემია არის გლობალური. ჩვენ არ შეგვიძლია, ჩვენს, თუნდაც, სტრატეგიულ პარტნიორებს მათი ეპიდემოიოლგიური მდგომარეობიდან მიღებული გადაწყვტილებები დავუყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. მე როგორც ვიცი, აზერბაიჯანსა და საბერძნეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ იქ ვერ ტარდება არჩევნები. ეს არის ჩვენთვის უაღრესად სამწუხარო ფაქტი, რამეთუ დარწმუნებული ვართ, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საბერძნეთსა და ესპანეთშიც, ქართული ოცნება მიაღწევს დამაჯერებლ გამარჯვებას", — აცხადებს გახარია.

მისი თქმით, ყევლაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ეს კონსტიტუციური უფლება აღსრულებულიყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ორივე სუვერენული სახელმწიფოა, მათ ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვტილება ან სურვილი არ მომქედებს.

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია.