ადელი SNL-ში დაბრუნდა და ის ყველაზე მომხიბვლელი კომიკოსი აღმოჩნდა
24 ოქტომბერს ცნობილ ამერიკულ სატელევიზიო გადაცემაში Saturday Night Live მომღერალი ადელი გამოჩნდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენაა იმის გათვალისწინებით, რომ ადელმა ბოლო ალბომი 2015 წელს გამოუშვა, გასულ წლებში კი იშვიათად აქტიურობდა და თითქმის საერთოდ გაქრა მხედველობიდან.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ეს ბრიტანელი მომღერალი ამ შოუში ვიხილეთ: მაგალითად, 2015 წელს მან თავისი ალბომიდან 25 ახალი სინგლი ცოცხლად შეასრულა.
თუმცა ამჯერად ის გადაცემის მასპინძელი იყო და მთელი ყურადღებაც სწორედ მისკენ იყო მიმართული. მართალია, ბევრი გულშემატკივარი ელოდა, რომ ის ამ შოუს ფარგლებში თავის ახალ სიმღერებს გაგვიზიარებდა, თუმცა ადელმა მუსიკალურ ნომრები თითქმის არ შესთავაზა მაყურებელს, სანაცვლოდ კი კომიკური სამსახიობო შესრულებით გაართო ყველა.
გადაცემის გახსნისას ტრადიციულ მონოლოგში ადელი ისე შთამბეჭდავად წარსდგა კამერის წინ, რომ ყველას გული მაშინვე მოიგო.
თუ აქამდე არ იცოდით, ალბათ, ახლა მაინც შენიშნავდით, რომ მომღერალმა წონაში დაიკლო, რაც, ცხადია, არც თავად დაუტოვებია აღნიშვნის გარეშე:
"პანდემიის გამო არსებულმა შეზღუდვებმა და მოგზაურობების აკრძალვამ მაიძულა, მსუბუქად მემგზავრა და მხოლოდ ჩემი ერთი ნახევარი წამოვიღე თან", — იხუმრა ადელმა.
მან ასევე კარგად იცის, რომ ყველა მის ახალ ალბომს ელოდება, რასთან დაკავშირებითაც, მართალია, არც ისე დამაიმედებელი, მაგრამ ახალი ინფორმაცია მაინც გაგვიზიარა:
"ალბომზე მუშაობა არ დამისრულებია. ამის გაკეთება ისევე მაშინებს, როგორც ამ გადაცემის წაყვანა. მირჩევნია, პარიკი დავიხურო, ხუთი ჭიქა ღვინო დავლიო, ან თუნდაც ექვსი, და დაველოდო, რა მოხდება" — აღნიშნა ადელმა.
მისი სრული მონოლოგის მოსმენა ამ ვიდეოში შეგიძლიათ:
მომღერალი რამდენიმე კომიკურ სკეტჩში გამოჩნდა და მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი აფრიკული ტურიზმის შესახებ მისი, კეიტ მაკკინონისა და ჰაიდი გარდნერის ვითომ სარეკლამო რგოლი იყო, რომლის დროსაც მომღერალმა სიცილი ვერ შეიკავა.
ეს თქვენი თვალით უნდა ნახოთ:
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ყველაფრით ის ყველაზე მეტად გაერთო.
და თვალს წყალიც დაალევინა.
ტურიზმის სააგენტოს ჭკუამხიარულ აგენტთან ერთად ადელი მოჩვენების როლშიც მოგვევლინა და უნდა ვაღიაროთ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მოჩვენებაა, რომელსაც შეიძლება სადმე გადავეყაროთ.
მართალია, გადაცემაში ადელი ძირითადად კომიკურ შესრულებებს გვთავაზობდა, თუმცა მათ, ვისაც მისი ნამღერის მოსმენა მოენატრა, მომღერალმა ბოლომდე არ დასწყვიტა გული და ერთ-ერთ სკეტჩში თავისი ისეთი ცნობილი ჰიტები წაიმღერა, როგორებიცაა Hello, Set Fire to the Rain და Someone Like You.
მაყურებლების დიდი ნაწილი უკვე შეთანხმდა, რომ Saturday Night Live-ის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და დასამახსოვრებელი ეპიზოდი იყო, რაც სწორედ ადელის საოცარი ქარიზმატულობის დამსახურებაა.
და თუ ამ აზრს არ ეთანხმებით, იცოდეთ, სადღაც კუთხეში შეიძლება ადელი ეჭვის თვალით გიყურებდეთ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები