საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართული ოცნება ოპოზიციაში გადავა და მათთან ითანამშრომლებს. აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"მათი პოლიტიკური ძალა გადავა ოპოზიციაში, იქნება ცივილიზებული ოპოზიცია. ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ ყველა საკითხზე მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისინი რაღაცებს გვეძახიან და უბრალოდ ნადირობენ ბევრ ჩვენგანზე. ეს ჩაბარდება წარსულს. ჩვენ ნამდვილად გულში წყენას არ ჩავიდებთ გვინდა მათთან თანამშრომლობა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციასთან", — განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.