ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი, პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდებს, რომ მიიღონ მონაწილეობა სატელევიზიო დებატებში.

ახვლედიანის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მიიღოს ინფორმირებული არჩევანი. ახვლედიანმა მოუწოდა ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატებს, რომ მიიღონ მონაწილეობა დებატებში.

ახვლედიანმა აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევაში ეს არჩევნები შეიძლება ჩაითვალოს არადემოკრატიულად და უსამართლოდ.

"მოვუწოდებ ყველას, რომ უფრო მეტი პატივისცემა გამოვხატოთ ჩვენი ამომრჩევლის მიმართ და იმ ვითარებაში, როდესაც ასეთი რთულია ეპიდემიოლოგიური ვითარება, ახლა მაინც შევძლოთ და მოვახერხოთ დებატები. უპირველესად, მე მივმართავ მთავარ კონკურენტებს, ნაციონალური მოძრაობისა და რათქმაუნდა, ქართული ოცნების წარმომადგენლებს ბათუმში, რესან კონცელიძეს, მას მივმართვავ და მოვუწოდებ, რომ ეს დარჩენილი დღეები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ყველა სხვა შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები შეიძლება ჩაითვალოს ნაკლულად, არადემოკრატიულად და უსამართლოდ", — განაცხადა ახვლედიანმა.