აუდიტის სამსახურმა წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია პარტიების შემოსავლები და ხარჯები 1 სექტებრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით. საარჩევნო სუბიექტებს შემოსავლების ორი ძირითადი წყარო აქვთ: შემოწირულებები და საბიუჯეტო დაფინანსება. როგორც აღმოჩნდა, ყველა პარტიის შემთხვევაში, შემოწირულებების რაოდენობა ბევრად აღემატება ბიუჯეტიდან შესულ თანხას.

მილიონზე მეტი ლარი თვენახევარში ექვსმა პარტიამ მიიღო, თუმცა მათ შორის ყველაზე მეტი, 10 მილიონი ლარი, ქართულმა ოცნებამ. დანარჩენი ხუთი პარტიის შემოსავლები, მართალია მილიონზე მეტია, თუმცა მმართველი პარტიის შემოსავლებს მკვეთრად ჩამორჩება:

ფოტო: მონაცემები აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან

ცხრილში მოყვანილ ზოგიერთ პარტიას საბიუჯეტო დაფინანსება არ აქვს და მათი გრაფა ცარიელი სწორედ ამიტომაა. საერთო ჯამში, აქ მოყვანილმა პარტიებმა ერთად, თვენახევარში თითქმის 24 მილიონი ლარი მიიღეს. რაც შეეხება ხარჯებს, ამავე პერიოდში მათ თითქმის 23 მილიონი დახარჯეს და თანხა, ძირითადად, რეკლამასა და შრომის ანაზღაურებაზე გადანაწილდა.

ფოტო: მონაცემები აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან

აღსანიშნავია ისიც, რომ აუდიტის სამსახურის ამ ცხრილებში მოყვანილია მხოლოდ ის სუბიექტები, რომელთა ხარჯები 100 000 ლარს აღემატება.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ დეკლარირებული შემოსავლებისა და ხარჯების გადამოწმების მიზნით, სისტემატურად ახორციელებენ მათ შედარებას სუბიექტების საბანკო ამონაწერებთან და მედიამონიტორინგის შედეგებთან.