კალიფორნიის ბანკში ორი ახალგაზრდა და ანცი ენოტი შეიჭრა
კალიფორნიის ერთ-ერთი ბანკის გარეთ არსებული ბანკომატის ერთ-ერთი ვიზიტორი გაკვირვებული დარჩა, როდესაც ერთ-ერთ დილას ბანკის გახსნამდე შენობის შიგნით ორი დაუპატიჟებელი სტუმარი დაინახა.
ორი ახალგაზრდა და ანცი ენოტი ბანკში შენობის ჰაერსატარი მილებიდან შეიპარა. სამწუხაროდ, ბანკის ჭერის ფირფიტებმა მათ სიმძიმეს ვერ გაუძლო და ორი ფუმფულა მძარცველი შენობის იატაკზე ჩამოვარდა.
ქალაქ რედვუდის ბანკის ოთახებში მყუდროდ მოკალათებულ ოხუნჯ სტუმრებს მალე კალიფორნიის ცხოველთა დაცვა დაადგა თავს:
"ყოველდღე არ ხდება, როდესაც ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას ბანკში შეჭრასთან უწევს გამკლავება, თუმცა ვინაიდან მძარცველები ველური ბუნების ნიღბიანი ყაჩაღები იყვნენ, ეს საქმე სწორედ ჩვენ გვევალებოდა. ბანკის მენეჯერებმა ჩვენი მაშველები შენობაში შეუშვეს და მას შემდეგ, რაც ისინი ენოტებს 10 წუთის განმავლობაში დასაჭერად დასდევდნენ ბანკში, საბოლოოდ მოვახერხეთ, ცხოველები უვნებლად გამოგვექცია შენობიდან. როგორც ჩანს, ბანკის დატოვებად დიდად არ ეპიტნავებოდათ", — განაცხადა კალიფორნიის ცხოველთა დაცვის კომუნიკაციების მენეჯერმა ბაფი მარტინ ტარბოქსმა.
მოქალაქეს, რომელმაც "ძარცვის" შესახებ განაცხადა, თავიდან ეგონა, რომ ბანკის თანამშრომლის დატოვებულ ფუმფულა თოჯინას უყურებდა, თუმცა ენოტებმა მალევე გამოააშკარავეს, რომ ისინი ძალიანაც რომ ნამდვილები და ცოცხლები იყვნენ და დიდი ინტერესით ეთამაშებოდნენ ბანკის მაუსის დასადებებსა და ტელეფონებს, სანამ ფიქრობდნენ, ნეტა ეს სად ჯანდაბაში მოვხვდითო.
"ბანკის გარეთ მდებარე ხეზე პაწაწინა ტალახიანი ნაფეხურები იყო, ამიტომ, როგორც ჩანს, ენოტები ხიდან ბანკის სახურავზე აძვრნენ, მერე როგორღაც ჰაერსატარ მილებში შეაღწიეს და ბანკის ჭერიდან იატაზე ჩამოცვივდნენ. ჭერის რამდენიმე ფირფიტა დამტვრეული დაგვხვდა. ნიღბიანმა მძარცველებმა ასევე ფურცლები მიმოისროლეს და ერთი კომპიუტერიც კი ააყირავეს. საბედნიეროდ, ენოტები დილის თავგადასავლისას არ დაზიანებულან და, რამდენადაც ვიცით, არც თანხა წაუღიათ თან", — თქვა ტარბოქსმა.
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
კომენტარები