კრემლის გავრცელებული 5 მთავარი დეზინფორმაციული ნარატივი
ფოტო: Getty Images / Shutterstock / CNN
ნარატივი ზოგადი გზავნილია, რომელიც ფორმას ტექსტებში, სურათებში, ვიდეოებსა თუ მეტაფორებში იძენს. მაგალითად, კონკრეტული პოლიტიკოსების "გაშავებით" იქმნება ნარატივი, რომ პოლიტიკოსები ზოგადად კორუმპირებულები და მატყუარები არიან.
კრემლის მხარდამჭერ მედიასაშუალებებს ნარატივების მოზრდილი მარაგი აქვთ, რომელთაც ნამდვილი თუ გამოგონილი ისტორიების ადაპტირებისათვის იყენებენ. სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაზე სხვადასხვა ნარატივი მუშაობს.
ზოგიერთი ნარატივი ასეულობით წლისაა. მაგალითად, "დასავლეთის დაცემის" შესახებ ნარატივი მეცხრამეტე საუკუნიდან არსებობს. შესაძლებელია ასევე ნარატივების ერთმანეთთან შერწყმა, რათა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ისე აიხსნას, როგორც ეს დეზინფორმაციის გამავრცელებელს უნდა.
ამ სტატიაში 5 ყველაზე ცნობილ ნარატივს შეხვდებით, რომელთაც პრორუსული პლატფორმები აქტიურად აშუქებენ.
1. ბოროტი ელიტა
არაკეთილსინდისიერი პრივილეგირებული ფენის იდეა, რომელთა მოთხოვნილებები ხალხის საჭიროებებზე მაღლა დგას, ძალზე გავრცელებული პოპულისტური ნარატივია, რომელიც განსაკუთრებით არჩევნების წინა პერიოდში აქტიურდება. არჩევნებში მონაწილე კანდიდატი თუ პარტია ამტკიცებს, რომ ჩაგრულთა დამცველია და კომპლექსური პრობლემების მარტივ გადაწყვეტას გვთავაზობს.
აღნიშნული იდეა კარგად მუშაობს, რადგან სამიზნე აუდიტორიას განტევების ვაცს სთავაზობს, რომელსაც ყველა არსებული პრობლემა ბრალდება. რუსული დეზინფორმაციის პლატფორმები აღნიშნულ ნარატივს 2016 წელს, ბრექსიტთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარებამდე პერიოდში აჟღერებდნენ და ფაქტობრივად ევროკავშირისგან გამოყოფის მხარდამჭერ კამპანიას აწარმოებდნენ.
ამ ნარატივის კიდევ ერთი მახასიათებელი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებაა.
სპუტნიკი რეგულარულად ავრცელებს ცნობებს საარჩევნო თაღლითობების შესახებ და ხაზს უსვამს, რომ არჩევნები ელიტის მიერ არის მართული.
ელიტა ხალხის წინააღმდეგ — ამ ნარატივს 100 წელზე მეტის ისტორია აქვს და არაპრივილეგირებული ხალხის საწუხარის გამჟღერებლის როლს ირგებს, რომელიც ელიტის მიერ დაფარული სიმართლის გამოაშკარავებას ესწრაფვის. "სიმართლე" ბევრ სხვადასხვა თემას ფარავს და აუდიტორიის მიხედვით იცვლება მიგრაციიდან, პოლიტიკამდე თუ ეკონომიკურ მდგომარეობამდე. მაგალითად: "იმიგრანტთა კრიზისის გამომწვევი მიზეზი დიდი კორპორაციები არიან, რომლებიც იაფ მუშახელზე ნადირობენ" ან "გლობალური დათბობის ყურით მოთრეული თემა ბიზნეს სექტორის მცდელობის შედეგია, რათა რეალური სამყაროს პრობლემები გადაფარონ". მსგავსი ნარატივების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება.
ეს ნარატივი, რომელიც ხშირად სრულიად უსაფუძვლოა, ჩვეულებრივ ხალხამდე კარგად აღწევს ხშირად არგუმენტების არარსებობაც ამ ნარატივითვე მართლდება: "ნახეთ, რამდენად დიდია ელიტის ძალაუფლება, ისინი კონსპირაციის ყველა კვალს შლიან". შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი გზავნილები რწმენას ეყრდნობა და არა ფაქტებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
2. "გახრწნილი დასავლეთის" გაუფასურებული ღირებულებები
ფოტო: EUvsDisinfo
ღირებულებათა გაუფასურების ნარატივი პროგრესული დასავლური მიდგომების დისკრედიტაციისთვის გამოიყენება. ძირითადი სამიზნე ქალთა უფლებები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და ლგბტქი ადამიანები არიან. ამ ნარატივის თანახმად, "გახრწნილი დასავლეთი" კულტურის გაუფასურების გზას ადგას, რომლის მნიშვნელოვანი მახასიათებელი ფემინიზმი და პოლიტკორექტულობაა, ხოლო რუსეთი ტრადიციული ღირებულებების დამცველია.
ღირებულებებზე დაფუძნებულ ნარატივებში ტრადიციას, პატიოსნებასა და კულტურას თითქოსდა საფრთხე ემუქრება, ოღონდ ეს საფრთხე ყოველთვის უხილავია.
მთავარი დასაყრდენი გაურკვევლობის, შიშის გამოწვევაა, სწორედ ამიტომ აჟღერებენ მორალდაკარგული დისტოპიის იდეას.
ამის კარგი მაგალითია რუსული ტროლების საწარმოს, RIAFAN-ის ახალი ამბების აგრესიული ტონი, რომელმაც შვედეთის 2018 წლის არჩევნების წინ ტოლერანტობის იდეებზე თავდასხმა განიზრახა — "დიდებული ტოლერანტობის ქვეყანა: გეების და ლესბოსელების პრობლემებზე აქცენტირება, კაცებისა და ქალების დამცრობის, რუსოფობიისა და შიშების ფონზე".
3. ევროპულ სახელმწიფოთა დაკარგული სუვერენიტეტი
ფოტო: EUvsDisinfo
რუსული ღირებულებათა სისტემა, რომელიც ინდივიდს აიძულებს კოლექტიურ ნორმებს მოერგოს, ეწინააღმდეგება ინდივიდის უფლებებს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
პრორუსული წყაროები გარკვეული ქვეყნების დაკარგულ სუვერენიტეტზეც აკეთებენ აქცენტს. ამის ნათელი მაგალითია RIA Novosti-ის ილუსტრაცია ბიძია სემის (ცნობილი ამერიკული სიმბოლო) გამოსახულებით, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლებს ცეცხლის ალზე აცეკვებს და სანქციების მოთხოვნას აიძულებს.
ეროვნული იდენტობის დაკარგვის ნარატივის მიხედვით, ქვიარ ადამიანები, უფლებადამცველები, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, მიგრანტები და ასე შემდეგ ქვეყანას საფრთხეს უქმნიან. ეს ნარატივი "უცხოს" ფენომენზე აკეთებს აქცენტს და განხეთქილების დათესვას ისახავს მიზნად. შიში, რომ ძალაუფლებას ვიღაც სხვები მოიპოვებენ, ნაციონალურ მოტივებს ამძაფრებს.
სტრატეგია აქტიურად მუშაობდა კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმისას, ბრექსიტისას და რამდენიმე სხვა არჩევნებისას.
რუსეთი ევროპული განხეთქილების იდეას ამკვიდრებს და კავშირს, როგორც სამოქალაქო ომის პირას მყოფს წარმოაჩენს.
4. ტერორიზმი ევროპაში — სასიკვდილო მორიელი, რომელსაც დასავლეთმა მისცა გასაქანი
ფოტო: EUvsDisinfo
RIA Novosti-ის ილუსტრატორი ევროპაში ტერორიზმის გავრცელებას, როგორც სასიკვდილო მორიელს აღწერს, რომელიც ევროპელებმა გაუცნობიერებლად "ჩაისვეს ჯიბეში". სამიზნე აუდიტორია, რომელსაც პოლიტიკური თუ სოციალური დაძაბულობის შიში ისედაც აქვს, ამ ნარატივის მსხვერპლი მარტივად ხდება.
მიგრანტთა დიდი ნაკადი ევროპისთვის კრიტიკული გამოწვევა იყო, მაგრამ პრორუსულმა მედიამ ყველაფერი კიდევ უფრო გაამძაფრა და მდგომარეობა აპოკალიფსად დახატა.
რუსული მედია ამავე მიდგომას იყენებდა ფრანგული ყვითელი ჟილეტების პროტესტის გაშუქებისას. მთავრობით უკმაყოფილების თავისუფლად გამოხატვა დემოკრატიის მნიშვნელოვანი მახასიათებელია და ევროპელები ამ შესაძლებლობას აქტიურად იყენებენ. ყვითელი ჟილეტების მოძრაობა ამის დადასტურებაა და არა სისტემის ნგრევის.
კრემლის ნარატივი ევროპის მორალური დაცემის და ტრადიციების დავიწყების მტკიცებულებადაც გამოიყენება. რუსეთი შეფარული გზებით ირწმუნება, რომ ევროპა კვდება, ივიწყებს ღირსებასა და მორალს.
5. "ჰაჰაგანდა" — დაცინვა, როგორც დისკრედიტაციის იარაღი
ფოტო: EUvsDisinfo
დეზინფორმაციის უკიდურესი ხერხი, როდესაც ის ძლიერ არგუმენტს ან მტკიცებულებას უპირისპირდება, განხილვის თემაზე ხუმრობაა. ამ სტრატეგიის აშკარა მაგალითი სკრიპალის საქმეა.
პრორუსული პლატფორმები რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის მკვლელობის მცდელობაზე სარკასტულად წერდნენ, რათა ფაქტისგან ერთი დიდი ხუმრობა შეექმნათ.
კრემლის მეხოტბე ვლადისლავ სურკოვი დემოკრატიის იდეას "ნაბიჭვართა ბრძოლას" უწოდებს და სანაცვლოდ პუტინის "ღრმააზროვან მმართველობას" უწევს რეკომენდაციას. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს და უკრაინის არჩევნებს პრორუსული მედია აბუჩად იგდებდა.
სახელისუფლებო მედიის თანახმად ეს იყო არა არჩევნები, არამედ ცირკი.
სატირა, იუმორი და პარიოდია საჯარო განხილვის კომპონენტებია და პოლიტიკოსთა გაშარჟება დემოკრატიული საზოგადოებისთვის უცხო არ არის, ამას ხაზს პრორუსული მედიაც უსვამს და სარკასტულ ტონს გამოხატვის თავისუფლებით ამართლებს, თუმცა იმავდროულად, კრემლის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას რუსეთში ხელგაშლით არ ხვდებიან. ამის სამაგალითოდ რუსეთის მიერ, 2018 წლის ბრიტანული კომედიური ფილმის — სტალინის სიკვდილის აკრძალვაც გამოდგება.
NATO’s StratCom-ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთი იუმორს დასავლელ ლიდერებზე თავდასხმის იარაღად იყენებს. მოხსენების ერთ-ერთი ავტორის, სოლვიტა დენის-ლეპნისის სიტყვით თუ დავახასიათებთ ამ პროცესს — "ჰაჰაგანდა" სისტემატიური დაცინვის გზით ინსტიტუციებისა და პოლიტიკოსების აბუჩად აგდებას გულისხმობს და მისი მიზანი პოლიტიკური პროცესების მიმართ ნდობის შერყევაა.
ეს ხუთივე ნარატივი ერთმანეთთან კავშირშია და ზოგად სურათს ქმნის, რომელშიც დასავლეთი "სულს ღაფავს", რუსეთი კი ძლიერი დასაყრდენია. ამ გზავნილების მიზანი დასავლურ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე იერიშის მიტანაა, რაც დაბნეულობასა და საზოგადოების დანაწევრებას იწვევს. რუსეთს სურს, დაარწმუნოს დემოკრატიულ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა უმნიშვნელოა და "ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი". რეალურად კი, ქვეყნის ბედს თითოეული ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობა წყვეტს.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
-
ორთვიანი განშორების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი ცოლს შეურიგდა ორთვიანი განშორების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი ცოლს შეურიგდა
გადახედვა
-
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ზურაბ პატარაძე წარადგინეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ზურაბ პატარაძე წარადგინეს
გადახედვა
-
რატომ არის საათში 60 წუთი რატომ არის საათში 60 წუთი
გადახედვა
-
ბათუმის ბულვარში "ამბასადორი ბათუმის" მშენებარე კორპუსში აფეთქება მოხდა ბათუმის ბულვარში "ამბასადორი ბათუმის" მშენებარე კორპუსში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე უნდა იცოდეთ — პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ყველაფერი, რაც მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე უნდა იცოდეთ — პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
NASA მთვარეზე ცეცხლის დანთებას აპირებს — რა არის ექსპერიმენტის მიზანი NASA მთვარეზე ცეცხლის დანთებას აპირებს — რა არის ექსპერიმენტის მიზანი
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: ვუსმინე რა ბატონი ჰერჩინსკის განცხადებას, გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდეგი ფაზა წყევლაზე გადასვლაა ნინო წილოსანი: ვუსმინე რა ბატონი ჰერჩინსკის განცხადებას, გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდეგი ფაზა წყევლაზე გადასვლაა
გადახედვა
-
წარსულშიც არაერთხელ არსებობდა ობიექტური მიზეზები იმისა, რომ საქართველოდან თქვენი გაწვევა მოგვეთხოვა — კირცხალია ჰერჩინსკის წარსულშიც არაერთხელ არსებობდა ობიექტური მიზეზები იმისა, რომ საქართველოდან თქვენი გაწვევა მოგვეთხოვა — კირცხალია ჰერჩინსკის
გადახედვა
-
თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნიდან 34 წელი გავიდა თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნიდან 34 წელი გავიდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შესაძლოა პაველ ჰერჩინსკი საგარეო უწყებაში დაიბარონ ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შესაძლოა პაველ ჰერჩინსკი საგარეო უწყებაში დაიბარონ
გადახედვა
-
ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მუცელში ჰომეროსის "ილიადის" ფრაგმენტი ედო ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მუცელში ჰომეროსის "ილიადის" ფრაგმენტი ედო
გადახედვა
-
მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების არეალის გაფართოებაზე — ირაკლი კობახიძე საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების არეალის გაფართოებაზე — ირაკლი კობახიძე საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე
გადახედვა
-
საქართველო და ყაზახეთი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს გააფორმებენ საქართველო და ყაზახეთი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს გააფორმებენ
გადახედვა
-
ახალი გერმანული საძიებო სისტემა ადამიანებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ, იყვნენ თუ არა მათი ნათესავები ნაცისტები ახალი გერმანული საძიებო სისტემა ადამიანებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ, იყვნენ თუ არა მათი ნათესავები ნაცისტები
გადახედვა
-
რატომ არ უნდა შევიდეთ სუპერმარკეტში მშივრები რატომ არ უნდა შევიდეთ სუპერმარკეტში მშივრები
-
ირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს ირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას მაკა ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის ერთადერთი საზომი სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაა ირაკლი კობახიძე: აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის ერთადერთი საზომი სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაა
გადახედვა
-
ევროკავშირმა ახალგაზრდების დასაცავად ასაკის გადამოწმების აპლიკაცია აამოქმედა ევროკავშირმა ახალგაზრდების დასაცავად ასაკის გადამოწმების აპლიკაცია აამოქმედა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსი არის გამორჩეული მაღალი რანგის თანამდებობა, კოორდინაციის ფუნქცია არის კიდევ უფრო მაღალი — ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძეზე სუს-ის უფროსი არის გამორჩეული მაღალი რანგის თანამდებობა, კოორდინაციის ფუნქცია არის კიდევ უფრო მაღალი — ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძეზე
გადახედვა
-
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ცილისწამების სარჩელი ბილ მარისა და HBO-ს წინააღმდეგ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ცილისწამების სარჩელი ბილ მარისა და HBO-ს წინააღმდეგ
გადახედვა

კომენტარები