მენსტრუაციის 12 ეტაპი, რომელიც ყველა ქალისთვის კარგადაა ნაცნობი
კარგი ამბით დავიწყებთ. გოგოების ნაწილს 2020 წლის დასრულებამდე მხოლოდ ერთხელ მოგვიწევს 3, 4, 5, 6 თუ 7-დღიანი პერიოდისთვის თვალის გასწორება. ამ დღეებისთვის წინასწარ შეგამზადებთ და წარმოგიდგენთ მენსტრუაციის 12 ეტაპს, რომელიც ყველა ქალისთვის კარგადაა ნაცნობი:
ეტაპი 1: აბეზარი მუწუკები
ცოტა უსამართლობაა, რომ ხუთდღიან სისხლდენასთან ერთად კანიც დაუმორჩილებლობას აცხადებს. ყველაზე შემაწუხებელი ისაა, რომ ეს მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე ხდება და სარკეში ყოველ ჩახედვაზე წინასწარ გახსენებს, თუ რისი გამოვლა მოგიწევს მალე.
ეტაპი 2: გაზრდილი მგრძნობიარობა
ემოციურობა და უკიდურესი სენსიტიურობა სისუსტეს არ ნიშნავს, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ამ დროს ქალები ყველაფრისადმი ბევრად მგრძნობიარეები არიან და Facebook-ზე ნანახი თითოეული საყვარელი ცუგას ფოტოც კი ცრემლებს ჰგვრით.
ეტაპი 3: შებერილობა და სვიტრების სიყვარული
კიდევ ერთი დაუპატიჟებელი სტუმარი შებერილობა და სიმძიმის განცდაა, ოღონდ განა მხოლოდ მუცლის — მთელი სხეულის. მკერდის ზომის დროებით ზრდას თან ტკივილებიც მოსდევს — თითქოს, 10 კილომეტრი ისე ირბინე, რომ წინასწარ გახურებაზე არც კი გიზრუნია.
ამ დროს საკუთარი გარდერობის 99% გეზიზღება და მხოლოდ დიდი ზომის ჰუდებზე გადადიხარ, რადგან მათი ჩაცმა მყუდროებას გგვრის.
ეტაპი 4: ორცხობილების დაუძინებელი მტერი
გაიხედავ და, უცბად მაღაზიაში ხარ; გამოიხედავ და, უკვე სახლში ხარ, შემოლაგებული გაქვს უამრავი სასუსნაო და ზუსტად იცი, რომ უახლოეს 1 საათში არცერთი გადაგირჩება. დანაშაულის განცდა სულ არ გაწუხებს, რადგან დაიმსახურე, რომ თუნდაც საყვარელი ორცხობილის ორმა ყუთმა გაგრძნობინოს თავი კარგად. აბა ვინმემ კითხვის ნიშნით სავსე თვალებით შემოგხედოს, იქვე მოუღებ ბოლოს!
ეტაპი 5: მოჩვენებითი სისხლდენა
ამ ეტაპს "ფანტომურ პერიოდსაც" ეძახიან. ამ დროს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ მენსტრუაცია უკვე დაიწყო, თუმცა როცა ამოწმებ, აღმოაჩენ, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს. ეს ეტაპი ისეთ საშინელებათა ფილმს ჰგავს, რომელშიც ბოროტმოქმედი, უბრალოდ, დაგცინის — გესმის მისი ხმა და იცი, რომ სადღაც სახლშია, მაგრამ ვერ ხედავ, რადგან ჯერ შენამდე არ მოუღწევია.
ეტაპი 6: მუცლის პირველი ტკივილები
მენსტრუაციის პირველმა მუცლის ტკივილმა უცებ შემორბენა და გაქცევა იცის. აი ისეთია, თითქოს ვიღაცამ ხანძრის განგაში დარეკა ისე, რომ ცეცხლი არ დაუნახავს, მაგრამ გაზის სუნი კი ეცა. თუმცა ეს ტკივილი იმის ხმამაღალი მაცნეა, რომ მენსტრუაცია იწყება.
ეტაპი 7: "მოვედი!"
გილოცავ. დაიწყო. არ ასწორებს.
ეტაპი 8: წაძინების ფაზა
აქ უკვე ისეთი დაღლილობის ფაზა იწყება, თითქოს მთელი მარათონი გაირბინე. ეს ისეთი დაღლილობაა, რომელიც გთიშავს, რამდენიმე საათის შემდეგ გაღვიძებული კი კიდევ უფრო დაღლილი და გამოფიტული ხარ.
ეტაპი 9: მდინარეების ფაზა
ეს მენსტრუაციის პიკია — როცა სისხლდენა ყველაზე ძლიერია. ამ დროს დაცემინებაც კი დიდი რისკების შემცველია.
ეტაპი 10: "გეყოს, დამთავრდი!" ფაზა
უკვე რამდენიმე დღე გავიდა და ყველაფერი, როგორც იქნა, წყნარდება, და იმის მიუხედავად, რომ წინ 2-3 დღე გელოდება, საშვილოსნოს მაინც ეკითხები: "ჰა, მორჩი?"
ეტაპი 11: "მოიცა, გეგონა, მორჩა?" ფაზა
ალბათ, გეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა — ნუ, სისხლდენის გარეშე თითქმის 24 საათი გავიდა — მაგრამ შემდეგ ორგანიზმი წყვეტს, რომ სიურპრიზი მოგიწყოს და თუ მომზადებული არ დახვდი, მშვენიერ საცვლებს გაფუჭებინებს.
ეტაპი 12: "მომავალ შეხვედრამდე!"
ბედნიერი და ენერგიული ხარ და ძალიან გიხარია, რომ, როგორც იქნა, მენსტრუაცია დამთავრდა. თუმცა შემდეგ დგება იმის გააზრების მომენტი... რომ მომავალ თვეს ზუსტად იმავეს გამოვლა მოგიწევს. მაგარია!
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები