ყველაზე აღვირახსნილ პროპაგანდასაც აქვს არსებობის უფლება — კაპანაძე იმედის დახურვაზე
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას აფასებს იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია იმედი უნდა დაიხუროს.
კაპანაძის თქმით, ყველაზე აღვირახსნილ, საბჭოურ პროპაგანდსიტულ ტელეკომპანიასაც კი აქვს არსებობის უფლება დემოკრატიულ ქვეყანაში.
"ჩვენ, ევროპულ საქართველოში, მიგვაჩნია, რომ მათ შორის ყველაზე აღვირახსნილი პროპაგანდის წარმომადგენელ მედიასაშუალებებსაც აქვთ არსებობის უფლება. აღვირახსნილში იგულისხმება, როდესაც პირდაპირ სამთავრობო მესიჯბოქსით საუბრობენ და მხოლოდ მთავრობის პროპაგანდით არიან დაკავებულები, რაც ვნახეთ ასევე ბატონი ლალიაშვილის ჩანაწერში, რაც ისედაც ნათელია, საკმარისია ჩართო იმედი, ნახავ, რომ ჩვეულებრივი სამთავრობო, საინფორმაციო სააგენტოა.
ჩვენ მიგვაჩნია, განსხვავებით ბატონი ვაშაძისაგან, რომ მათ შორის ყველაზე აღვირახსნილ პროპაგანდას აქვს არსებობის უფლება. ამიტომ, რა თქმა უნდა, დასახური არ არის. ეს არის ჩვეულებრივი აღვირახსნილი პროპაგანდისტული სამთავრობო მანქანა და მას თავისი სახელი უნდა ეწოდოს. ამიტომ, ჩვენთვის არანაირი პორბლემა არ არის ასეთი ტიპის მედიასაშუალების არსებობა. ოღონდ, რა თქმა უნდა, ვიტოვებთ უფლებას, რომ ყოველთვის, როდესაც ცალმხრივად არის გაშუქებული ესა თუ ის მოვლენა, როდესაც მხოლოდ ერთი მხარე მიდის და საუბრობს მეორე მხარის დემონიზებაზე და იქ კონტრარგუმენტები არ ისმის, როდესაც ყველაზე ურცხვად იმეორებენ ყველაზე ურცხვ ტყუილებს მთავრობის, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ამაზე ვისაუბროთ ხმამაღლა.
ამიტომ, ყველაზე საბჭოური პროპაგანდისტული ტეკლეკომპანიაც, როგორიც არის იმედი, ჩვეულებრივად უნდა არსებობდეს. დახურვა, რა თქმა უდნა, არის სრულიად მიუღებელი. დემოკრატიულ ქვეყნებში, მათ შორის პორპაგანდისტული საშუალებებიც ჩვეულებრივად არსებობს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვის თავისუფლებისთვის", — განაცხადა კაპანაძემ.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები