როგორი იქნებოდა ცნობილი ანიმაციური პერსონაჟების საძინებლები რეალურ ცხოვრებაში
სატელევიზიო ანიმაციური ფილმების შემქმნელები მრუმე რეალობისგან გაქცევაში გვეხმარებიან და ისეთ წარმოსახვით სამყაროებს ქმნიან, სადაც ყველაფერი შესაძლებელია. მათ მიერ შექმნილ გამორჩეულ პერსონაჟებს იშვიათად თუ შეხვდებით რეალურ ცხოვრებაში, ხოლო ამ პერსონაჟების გაცნობის საუკეთესო გზა მათი საძინებლების თვალიერებაა. ერთი რამ ყოველთვის უცვლელია — პერსონაჟების საძინებლებში ფიზიკის კანონები არ მოქმედებს, რათა შემქმნელებმა საკუთარ შემოქმედებითობას გასაქანი მისცენ.
ავსტრალიურმა სადაზღვევო კომპანია Budget Direct-მა NeoMam Studios-სთან ითანამშრომლა, რათა ანიმაციური ფილმებიდან უცნაური, თუმცა კრეატიული საძინებლის დიზაინი რეალურ სივრცეში გაეცოცხლებინა და ამით ადამიანებისთვის ერთგვარი ინსპირაცია მიეცა ინტერიერის შემდგომი განახლებისათვის. ბოლოს და ბოლოს, ვის არ ენდომება საძინებელი, რომელიც თქვენი ერთ-ერთი საყვარელი ანიმაციური პერსონაჟის ოთახის მსგავსია?
პროექტის მიზანი 2-განზომილებიანი ანიმაციური სურათის სივრცეში რეალისტური გარდაქმნა იყო, რისთვისაც უმნიშვნელო ცვლილებები გახდა საჭირო, თუმცა, საბოლოო ჯამში, შედეგი განმაცვიფრებელი აღმოჩნდა.
1. მორტის საძინებელი (Rick and Morty)
"რიკი და მორტი ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ანიმაციური სერიალია. მის პოპულარობაზე მეტყველებს ათეულობით სერია, რომელმაც დიდი თუ პატარა ეკრანებს მიაჯაჭვა გონებამახვილური საი-ფაი სიტკომის საყურებლად.
"მორტის საძინებელი ტიპური ზეაქტიური გონებრივი შესაძლებლობების მქონე ნერდი თინეიჯერის ოთახია — ბეტონის კედელზე გვერდიგვერდ დაკიდებული ბიკინიში გამოწყობილი მოდელისა და მაგნიტის ფოტო. ამასთან, თაროზე ჩამწკრივებულ დეკორაციებში ბავშვურ ნივთებსაც ვხედავთ, რასაც რიკისა და მორტის ბნელით მოცულ თავგადასავალში ცოტაოდენი ხალისი შემოაქვს. თუკი ამგვარი დეკორაციის თქვენს სახლში შექმნა გსურთ — ამისთვის რემონტის გაკეთება არაა საჭირო, მხოლოდ ბეტონის კედლის ეფექტის შექმნაც შეგიძლიათ".
2. ტინა ბელჩერის საძინებელი (Bob's Burgers)
"ბელჩერები იშვიათ ოჯახთაგანია. უფროსი შვილი, ტინა, რომელიც ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადადის, უხერხულად ცდილობს ახალ გარემოებებთან შეგუებას. დახვეწილი ვარდისფერ-იისფერი ტონებით შეღებილი ოთახი ტინას ბავშვობის გატაცებებსაც ასახავს — კედელზე ჩამოკიდებულ ცხენის ფოტოებს უკვე ერევა ბოიბენდების ფოტოებიც.
"იისფერ ელფერს იმეორებს ხის ფიგურებიც ტინას ოთახში. ამ ყველაფერს ჰარმონიულად ერწყმის ინდიგოსფერი თეთრეული. შეიძლება ითქვას, ფერთა ასეთი გამის შემდეგ, ბიჭებისა და ცხენების კომბინაცია ურიგოდ არ გამოიყურება".
3. სერენა ცუკინოს საძინებელი (Sailor Moon)
"13 მილიონ დოლარად შეფასებულ Sailor Moon-ის ფრენჩაიზი მსოფლიოში კვლავ პოპულარულია. მრავალფერადი ანიმე, თავდაპირველად ეგრეთ წოდებული შოუჯო მანგას ერთგვარ ადაპტაციას წარმოადგენდა და მოზარდი გოგოების აუდიტორიაზე იყო გათვლილი, თუმცა ანიმეს გულშემატკივართა შორის არაერთ ბიჭსაც შეხვდებით.
"სერენა ცუკინო სკოლის მოსწავლეა, რომელსაც სეილორ მუნად — სეილორის არმიის მეთაურად — გადაქცევის ძალა აქვს. სუპერგმირი გოგოს საძინებელი ნათელი და ვარდისფერია. მასში ტრადიციულ იაპონურ მაგიდას — ჩაბუდაის — ვხვდებით, რომელთანაც სერენას ხალიჩაზე ფეხმორთხმით მოკალათება შეუძლია. მიჩნეულია, რომ ამგვარ სივრცეში მუშაობა და ცხოვრება სულიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს და მედიტაციით დაკავებისკენ უბიძგებს ადამიანს".
4. დაგ ფანის საძინებელი (Doug)
"Doug 1990-იანი წლების ანიმაციური სერიალი, რომელიც არაფრით გამორჩეული პრობლემების მქონე ჩვეულებრივ ბიჭზე მოგვითხრობს. ამბავი იმდენად უნივერსალურია, რომ აქტუალობა მეოთხედი საუკუნის შემდეგაც არ დაკარგა და ინტერნეტსივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დაგის ოთახი მისი პიროვნების შესაფერისად ნორმალურია თუმცა გარდამქნილ ოთახში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი პოსტერი კედელზე ბითლზის ბენდის ფოტომ ჩაანაცვლა.
"დაგის სათამაშო დათუნაც არაფრით გამორჩეულია, თუმცა მისი ღამის სანათის დიზაინი კლასიკურია. იგი იმგვარადაა მოწყობილი, რომ დაგმა კომფორტულად იკითხოს თაროებზე ჩამწკრივებული უამრავი წიგნი".
5. გლიმერის საძინებელი (She-Ra and the Princesses of Power)
"შე-რა დაბრუნდა! მაჰო-შოუჯოს (ანიმეს ქვეჟანრი, სიტყვასიტყვით ნიშნავს "ჯადოქარ გოგონებს") სტილში შექმნილი სერიალი ერთგვარი გარდაქმნაა 1980-იანი წლების კლასიკური ანიმაციისა, რომელზეც თაობები აღიზარდა. ნათელი მთვარის პრინცესა გლიმერი კი კვლავ შე-რას აჯანყებას უდგას სათავეში ჰორდაკის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ.
"გლიმერის საძინებელში პერსონაჟის საფირონისფერისადმი ერთგულებასთან ერთად ოქროსფრის ნაზავს ვამჩნევთ, კიბის ოქროს საფეხურები კი ჭერზე საეჭვოდ დაკიდებული საწოლისაკენ მიემართება. თანამედროვე და ფანტასტიკური გარემოს ამგვარი შერწყმა შესანიშნავი იდეაა ნებისმიერი პრინცისა და პრინცესისათვის, ვინც თავგადასავლების განცდას ეძიებს".
6. ადამიანი ფინის საძინებელი (Adventure Time)
"თავგადასავლების დრო ფენტეზის ჟანრის თანამედროვე ანიმაციაა. ისტორია ფინსა და მის საუკეთესო მეგობარზე, 28 წლის ძაღლ ჯეიკზე მოგვითხრობს, რომელსაც ფორმის შეცვლა შეუძლია. ორი მეგობარი უუს მიწებზე მიმდინარე ატომური ომის პერიოდში ხეზე აშენებულ მრავალფუნქციურ სახლში ცხოვრობს, რომელსაც სტუდია გიბლის ესთეტიკა ემჩნევა.
"ვეცადეთ, ფინის არეული საძინებელი რეალურ ცხოვრებაში უმნიშვნელო ცვლილებებით გაგვეცოცხლებინა. პერსონაჟის ოთახი, რომელშიც რამდენიმე ტოტია შეზრდილი, ერთი შეხედვით უჩვეულო ჩანს, თუმცა, ეკოსახლად გამოდგება. გადამუშავებული ხისგან დამზადებული ავეჯი და ხელმომჭირნედ ნაყიდი ნივთები ფინის ოთახს რეალისტურად წარმოაჩენს, მიუხედავად იმისა, რომ იგი პოსტაპოკალიფსურ სამყაროს ეკუთვნის".
როცა თქვენი საყვარელი პერსონაჟის ოთახის მიხედვით გადაწყვეტთ დეკორაციის გაკეთებასა და რემონტს, სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები