მთარგმნელ ხათუნა ცხადაძეს იტალიის ღირსების ორდენი გადაეცა
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველ მთარგმნელ ხათუნა ცხადაძეს იტალიის ღირსების ორდენი გადაეცა.
ეს ორდენი 1947 წლიდან გაიცემა და მას სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენით მოიხსენიებდნენ, ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ კი იტალიის ვარსკვლავის ორდენი ეწოდება. ამ ჯილდოს იმ ადგილობრივ თუ უცხოელ პირებს გადასცემენ, რომელთაც იტალიური კულტურის პოპულარიზაციაში შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი, ამავდროულად კი იტალიასა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამყარებას, დამეგობრებას უწყობენ ხელს.
თავისი ხარისხით ის იტალიაში რიგით მეორე სამოქალაქო ორდენია.
ხათუნა ცხადაძემ ქართველ მკითხველებში განსაკუთრებულად გაითქვა სახელი უმბერტო ეკოს შემოქმედების თარგმნით: მის სახელს უკავშირდება ამ დიდი იტალიელი ავტორის ისეთი მნიშვნელოვანი რომანების გადმოქართულება, როგორებიცაა ვარდის სახელი, ფუკოს ქანქარა და პრაღის სასაფლაო.
უმბერტო ეკო ერთადერთი არ არის, ვისი ტექსტებიც მან იტალიურიდან ქართულად თარგმნა: ბოლო პერიოდში ქართველ მკითხველს შესაძლებლობა ჰქონდა, მის ისეთ თარგმანებს გასცნობოდა, როგორებიცაა იტალო კალვინოს თუ ზამთრის ღამით მოგზაური, მელანია მაცუკოს ვიტა და ელენა ფერანტეს მარტოობის დღეები.
როგორც ხათუნა ცხადაძე On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, მისი კანდიდატურა საქართველოში იტალიის საელჩომ შარშან წარადგინა ისე, რომ თავად ამის შესახებ არაფერი იცოდა. მისი კანდიდატურა სპეციალურმა კომიტეტმა განიხილა და დღეს გაიგო, რომ მას იტალიაში რიგით მეორე ხარისხის სამოქალაქო ორდენი გადასცეს.
"სრულიად მოულოდნელი იყო და ძალიან მიხარია, რადგან ეს მართლა უმაღლესი ორდენია იმ ადამიანისთვის, ვისი არა მხოლოდ პროფესია, არამედ მთელი ცხოვრება სწორედ იტალიურ ენასა და ლიტერატურას უკავშირდება", — ამბობს ცხადაძე.
აღსანიშნავია, რომ ხათუნა ცხადაძეს ორჯერ გადაეცა ყველაზე ცნობილი ქართული ლიტერატურული ჯილდო საბა საუკეთესო თარგმანისთვის: 2015 წელს უმბერტო ეკოს რომანისთვის პრაღის სასაფლაო და 2017 წელს კვლავ ეკოს ნაწარმოებისთვის ფუკოს ქანქარა.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები