ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ყოფილი თანაგუნდელი, მიხეილ სააკაშვილი ჯორჯ მარტინის საკულტო საგის, ყინულისა და ცეცხლის სიმღერის პერსონაჟს, სერსეი ლანისტერს შეადარა. სერსეი დიდებისა და ტახტის შენარჩუნებისთვის მებრძოლი პერსონაჟია, რომელიც იცილებს ყველას და ყველაფერს, რაც გზაზე შეხვდება.

ბრძოლას პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის და არჩევნებისთვის მზადებას უგულავა ღამის მეფისა და თეთრი მოხეტიალების წინააღმდეგ გალაშქრებას ადარებს და მათ პროტოტიპებად ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას ასახელებს. მისი განმარტებით, სწორედ მაშინ, როცა "ბოროტების" წინააღდეგ შვიდი სამეფოს ლაშქარი შეიკრიბა, სააკაშვილი მოიქცა სერსეი ლანისტერივით და მათ ზურგში მახვილი ჩასცა.

"სააკაშვილის ჩარევამდე ოპოზიტიური მოდელი სატახტოთა თამაშების, Game of Thrones-ის მიხედვით რომ აღვწეროთ, იყო შემდეგი: ყველა პარტია ცენტრსა და ფლანგებში განლაგებული ლაშქარივით, ხოლო ლიდერები მაჟორიტარებად. მარტივად, ადამიანები წყვდიადის მეფისა და თეთრი მოხეტიალების, ანუ ბიძინა ივანიშვილისა და ქოცების წინააღდეგ.

ახლა ომის წინა სცენა გვექნებოდა, როცა ბევრი ერთმანეთთან წარსულში დაპირისპირებული ლიდერი წყვდიადის ზომბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეხმატკილებულად ემზადება. სააკაშვილი ამ სცენარში მოიქცა როგორს სერსეი ლანისტერი, ზურგში ჩაარტყა დანა ოპოზიციის ერთობას, მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის", — განაცხადა უგულავამ ვიდეომიმართვაში, სადაც აცხადებს, რომ ოპოზიციური ერთობა მიხეილ სააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა დააზარალეს.