ანტიბიოტიკების დახმარებით, აპენდექტომია აპენდიციტს მქონე პაციენტების 70%-მა აირიდა
The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევა აპეცენდიციტის ანტიბიოტიკებით და აპენდექტომიით მკურნალობას ადარებს. ირკვევა, რომ ზოგი პაციენტისთვის არაინვაზიური მკურნალობის კურსი საკმარისია და აპენდექტომიას აღარ საჭიროებს.
"10-დან 3 პაციენტს, რომელსაც ანტიბიოტიკებით უმკურნალეს, 90 დღის მანძილზე აპენდექტომიის გაკეთება მაინც დაჭირდათ", — ამბობს კვლევის თანაავტორი, ექიმი დევიდ ფლუმი. "მკურნალობის ორივე ფორმას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, რასაც პაციენტები თავისით განსჯიან".
"ანტიბიოტური მკურნალობის და აპენდექტომიის გამოსავლიანობის შედარება" (CODA) ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლინიკური კვლევაა, რომელიც აპენდიციტის მკურნალობას ეხება. ის 14 შტატში, 1 552 აპენდიციტის მქონე პაციენტის მონაწილეობით ჩატარდა.
ორი განსხვავებული მკურნალობისთივს (ანტიბიოტიკების კურსი ან აპენდექტომია) პაციენტები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩნენ. მათ ვისაც აპენდიქტომია ჩაუტარდათ და მათ ვისაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა გაიარეს, საავადმყოფოში თანაბარი დროის გატარება მოუწიათ.
"მათ ვისაც ანტიბიოტიკებით უმკურნალეს, სასწრაფო დახმარება უფრო ხშირად სჭირდებოდათ, თუმცა სამსახურში და სკოლაში ნაკლები დრო გააცდინეს", — ამბობს CODA-ს პაციენტებთან ურთიერთობის დირექტორი, ბონი ბიზელი.
კვლევის თანაავტორი დევიდ ტალანი ამბობს, რომ ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსი აპენდექტომიაზე არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა. მისი დახმარებით ბევრმა ოპერაციის თავიდან არიდება შეძლო.
ანტიბიოტიკებით მკურნალობის მინუსი ისაა, რომ პაციენტებს აპენდიკოლითის განვითრების უფრო მაღალი რისკი ჰქონდათ. აპენდიკოლითისას, ბრმანაწლავში კალციუმის შემცველი ნაერთები მყარდება.
კვლევა Patiend-Centered Outcomes Research Institute-ის (PCORI) დაფინანსებით ჩატარდა და მასში 25 საავადმყოფო მონაწილეობდა.
კომენტარები