პენელოპე კრუზი, ჯესიკა ჩესტეინი და ლუპიტა ნიონგო საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანდებიან — ტრეილერი
მართალია, პანდემიის გამო ისიც კი არ ვიცით ზუსტად, როდის შევძლებთ იმ ფილმების ხილვას, რომელთაც დიდი ხანი ველოდით, მაგრამ კინოსტუდიები შიგადაშიგ მაინც გვანებივრებენ ახალი ტრეილერებით და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, სამომავლოდ სანახავი ფილმების სიას შევმატოთ მათი სახელწოდებები.
355 — ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომლითაც განსაკუთრებულად მძაფრსიუჟეტიანი სანახაობის მოყვარულები დაინტერესდებიან. რამდენიმე საათის წინ გამოსული პირველი ტრეილერი კი თავისი ვარსკვლავური შემადგენლობით ნამდვილად დაძაბული ისტორიის გაცოცხლებას გვპირდება ეკრანებზე.
ტრეილერიდან უკვე შენიშნავდით, რომ ფილმის სიუჟეტი ძირითადად ქალი გმირების ირგვლივ ვითარდება, რომელთა როლებსაც ჰოლივუდის ისეთი ცნობილი სახეები ასრულებენ, როგორებიც არიან პენელოპე კრუზი, ჯესიკა ჩესტეინი, ლუპიტა ნიონგო და დაიანა კრიუგერი.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად სამსახიობო გუნდის წევრი იყო მარიონ კოტიარიც, თუმცა მისი ადგილი დაიანა კრიუგერმა დაიკავა.
სცენარი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი ჯაშუში ქალების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ერთიანდებიან, რათა საერთო მტერს დაუპირისპირდნენ. მათი ჯგუფის, ისევე როგორც ფილმის, სახელწოდება 355-ია: ეს სახელი მე-18 საუკუნეში ამერიკის რევოლუციისას ცნობილი პირველი ჯაშუში ქალის საპატივცემულოდ შეირჩა, რომელსაც სწორედ აგენტ 355-ს უწოდებდნენ.
ამ ახალი კინოსურათის რეჟისორი საიმონ კინბერგია, რომელმაც გასულ წელს მარველის ფილმი ბნელი ფენიქსი (X-Men: Dark Phoenix) გადაიღო. სამწუხაროდ, მისი ეს პირველი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ბლოკბასტერი წარუმატებელი აღმოჩდა — როგორც შემოსავლებით, ისე კრიტიკოსების შეფასებებით და იმედია, ამ ახალი ფილმით უკეთეს სანახაობას შესთავაზებს მაყურებლებს.
კინოსტუდია Universal Pictures პრემიერას 2021 წლის 15 იანვარს გეგმავს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს თარიღები მუდმივად იცვლება, რთული სათქმელია, ზუსტად ამ დროს გამოვა თუ არა ფილმი კინოთეატრებში.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები