საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 27 დეკემბერს, Toyota Camry-ის 2016 წლის მოდელი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე იყიდა. მანქანის ღირებულება 73 912 ლარია. ხელშეკრულება შპს ქარ რენთ ენდ თრეიდთან დაიდო.

ხელშეკრულების მიხედვით, ცესკო 72 412 ლარს გადაიხდის, დარჩენილი 1 500 ლარი კი 1988 წელს გამოშვებული Ford Transit Bus-ის ღირებულებაა, რომლის ჩანაცვლებაც ხდება.

ავტომობილს 3-წლიანი გარანტია მოჰყვება. რომელიც უქმდება იმ შემთხვევაში, თუ დეფექტი გამოწვეულია უხარისხო საწვავით, ან ავტომობილს ნებისმიერი სახის მომსახურება არაავტორიზებებულ სერვის ცენტრებში ჩაუტარდება.