ეუთო ყველაფერს გააკეთებს, რათა ყარაბაღში საომარი მოქმედებები შეჩერდეს — წერეთელი
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
გიგი წერეთლის თქმით, ეუთოს აქვს მუდმივი კონტაქტი ორივე მხარესთან და ცდილობს ამ კონფლიქტის დეესკალაციას და მოლაპარაკებების გაგრძელებას.
წერეთლის თქმით, ეს კონფლიქტი უქმნის საფრთხეს არამარტო ამ ქვეყნებს, არამედ მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას. მან აღნიშნა, რომ საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიური მოქმედებები, რათა მოვლენები არ განვითარდეს მსგავსი სცენარით.
"ეუთო როგორც რეგიონში კონფლიქტების მედიატორი, მოუწოდებს მხარეებს, რომ შეწყდეს საომარი მოქმედებები და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად გაგრძელდეს სამშვიდობო მოლაპარაკებები. სამწუხაროა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეს უკვე მეორე კონფლიქტია, ამჯერად კიდევ უფრო დიდი მასშტაბის, არის მსხვერპლი, როგორც სამხედრო, ისე მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.
დღეს საერთაშოროსო თანამეგობრობის ამოცანაა, რომ შეჩერდეს საომარი მოქმედებები და გამოინახოს მოლაპარაკებებით კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზა. სომხეთიც და აზერბაიჯანიც ეუთოს წევრი ქვეყნებია და მათ ვალდებულებები გააჩნიათ, რომ საომარი მოქმედებების გარეშე წარმართონ პროცესი და მოსახლეობამ მძიმე შედეგი არ მიიღოს.
ეს კონფლიქტი წარმოადგენს საფრთხეს რეგიონის უსაფრთხოებისათვის და ეუთოს მოვალეობაა, რომ მისი მასშტაბები არ გაიზარდოს და მეტი მსხვერპლი აღარ იყოს. სამწუხაროა, რომ მესამე ათწლეულია მუდმივად არის ძებნა სამხედრო ჩარევის გარეშე მოგვარდეს ეს დავა, აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით. თუმცა ჯერ-ჯერობით, არც პოლიტიკური ნებაა და ვერც საერთაშოროსო მედიაცია შედეგს ვერ აღწევს. ამიტომ, უფრო მეტია გასაკეთებელი უფრო ეფექტური მოქმედებაა საჭირო, რათა მსგავსი სცენარით არ განვითარდეს მოვლენები", — განაცხადა წერეთელმა.
გიგი წერეთლის თქმით, კონტაქტი არსებობს ორივე მხარესთან, რათა მოხდეს სწრაფი დეესკალაცია და რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი იყოს.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები