რუსეთის დუმის დეპუტატი, 67 წლის ვახა აგაევი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ RIA ავრცელებს. გამოცემას ინფორმაცია დუმის რამდენიმე დეპუტატმა დაუდასტურა. გარდაცვალებამდე ის კომაში იყო.

აგაევი დუმპირველი დეპუტატია, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა. 15 სექტემბერს დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ რუსეთის პარლამენტში 450 დეპუტატიდან დაახლოებით 50-ს კორონავირუსი ჰქონდა. ამ ეტაპისთვის კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში 13 პარლამენტარია მოთავსებული.