აფხაზეთის მთავრობა ხაინდრავას ფილმის გადაღებისთვის 200 ათას ლარზე მეტს გამოუყოფს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიას კინო და ღვინო ფილმის გადაღებისთვის 200 300 ლარს გამოუყოფს. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.
დოკუმენტური ფილმის — მუჰაჯირები ციკლიდან სიმართლე აფხაზეთზე — მთლიანი ბიუჯეტი 341 111 ლარია, ხოლო განათლების სამინისტროდან 200 300 ლარის გამოყოფა მოითხოვეს. თანხის ერთი ნაწილი, 100 ათასი ლარი 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ხოლო დარჩენილი თანხა — 2021 წლის ბიუჯეტიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრმა მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით მოითხოვა. განათლების მინისტრი, როლანდ ნიჟარაძე მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ამბობს, რომ ელექტრონული ტენდერის პროცედურები პროექტის შეფერხებას გამოიწვევს.
როგორც შესყიდვის დოკუმენტებშია აღნიშნული, ფილმი სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ატარებს, რადგან რუსული საოკუპაციო პროპაგანდა ისტორიული წარსულის გაყალბებით, არასწორი ინტერპრეტაციითა და ფალსიფიცირებით ცდილობს უდიდესი ზიანი მოუტანოს ქარეთულ-აფხაზურ ურთიერთობებს.
"იგი დღემდე არწმუნებს აფხაზებს, რომ მუჰაჯირობა ქართველების ჩადენილია. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ამოცანად გვესახება ანტიქართულ, აგრესიულ პოლიტიკას დავუპირისპიროთ გონივრული, მიზანმიმართული, ისტორიულ სიმართლესა და სამართლიანობაზე აგებული ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელიც ნათელს მოჰფენს რეალობას. დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს გააცნობს ობიექტურ ისტორიას, სადაც ქართველი და აფხაზი ერთნაირადაა დიდი იმპერიის მსხვერპლი", — აღნიშნულია შესყიდვების ვებგვერდზე.
როგორ გადანაწილდა ხარჯები
პროექტის ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია როგორც საავტორო და წარმოების, ასევე, ტექნიკური ხარჯები. მათ შორის არის ქვეყნის გარეთ საარქივო მასალების მოძიებაც, რომლის ფარგლებში დაგეგმილია გამგზავრება თურქეთში, გროზნოში, მოსკოვსა და ლონდონში.
კერძოდ, ხარჯები ასე გადანაწილდა:
საავტორო ხარჯები — 19 000 ლარი
-
სცენარი — 7 000 ლარი;
-
რეჟისორი — 8 000 ლარი;
-
კომპოზიტორი — 3 000 ლარი;
-
მხატვარი — 1 000 ლარი;
წარმოების ჯგუფი — 77 400 ლარი
- რეჟისორის ასისტენტი — 12 000 ლარი;
- ოპერატორი — 15 000 ლარი;
- ოპერატორის ასისტენტი — 12 200 ლარი;
- ხმის ჯგუფი — 12 200 ლარი;
- განათების ჯგუფი — 10 750 ლარი;
- გრიპის ჯგუფი — 3 550 ლარი;
- წარმოების მენეჯერი — 7 000 ლარი;
- ფოტოგრაფი — 2 500 ლარი;
- მკვლევარი — 2 200 ლარი.
საარქივო მასალების მოძიება ქვეყნის გარეთ — 78 000 ლარი
- საარქივო მასალების მოძიება თურქეთში (2 კაცი *18 დღე) — 12 000 ლარი;
- საარქივო მასალების მოძიება ჩრდილოეთ კავკასიაში (გროზნო,
მახაჩკალა 2 კაცი *14 დღე) — 8 000 ლარი; - საარქივო მასალების მოძიება მოსკოვი (2 კაცი 14 დღე) — 15 000 ლარი;
- საარქივო მასალების მოძიება ლონდონი (2 კაცი 14 დღე) — 8 000 ლარი;
- საარქივო მასალები — 25 000 ლარი.
ხმა და მუსიკა — 12000 ლარი
- მთხრობელი — 3 000 ლარი;
- აუდიო ბაზა — 1 000 ლარი;
- საარქივო მასალები საქართველოში — 8 000 ლარი.
ოფისი — 4 000 ლარი
- საკომუნიკაციო ხარჯები — 800 ლარი;
- საკანცელარიო მასალები — 500 ლარი;
- საფოსტო მომსახურეობა — 200 ლარი;
- იურიდიული მომსახურეობა — 1 500 ლარი;
- საბუღალტრო მომსახურეობა — 1 000 ლარი;
გაუთვალისწინებელი ხარჯები — 9 900 ლარი.
რეჟისორი გოგა ხაინდრავა ქართული ოცნების მხარდამჭერია. მას არაერთხელ გაუკეთებია მთავრობისა და ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები