ედი რედმეინი: ჯადოსნური ცხოველები 3-ის გადაღებები დაიწყო
Fantastic Beasts 3-ის მსახიობმა ედი რედმეინმა დაადასტურა, რომ ფილმის გადაღებები დაიწყო. ფილმში რედმეინთან ერთად დაბრუნდებიან ჯონი დეპი, კეტრინ უოტერსონი, ჯუდ ლოუ და ეზრა მილერი. ფილმის რეჟისორი დევიდ იეტსი იქნება, რომელმაც ფრენჩაიზის პირველი ორი ნაწილი გადაიღო. სცენარის დაწერაში ჯოან როულინგმაც მიიღო მონაწილეობა.
ფრენჩაიზის პირველმა ფილმმა დიდი წარმატება მოიპოვა და სრულიად ახლებურად წარმოაჩინა ჰარი პოტერის სამყარო, თუმცა მისი გაგრძელება კრიტიკული და კომერციული თვალსაზრისით შედარებით იმედგამაცრუებელი იყო. სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია მესამე ფილმზე მუშაობის გადადება.
ჯადოსნური ცხოველების ფრენჩაიზისთვის ხუთი ფილმის გადაღება იგეგმება, მათგან მესამეს კი უკვე რამდენჯერმე მოუწია გადადება. თავდაპირველად სცენარის დასრულება იყო საჭირო, შემდეგ კი როცა ლონდონში გადაღებები უნდა დაწყებულიყო, კორონავირუსის პანდემიამ, ბევრი სხვა ფილმის გადაღებების მსგავსად, ისიც შეაჩერა. მიუხედავად ამისა, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები მაისში მოიხსნა და ჯადოსნურ ცხოველებ 3-ზე მუშაობა მაინც არ განახლებულა.
ფანებისთვის სასიხარულოდ, ედი რედმეინმა დაადასტურა, რომ ფილმზე მუშაობა ლონდონში ორი კვირის წინ დაიწყო. Warner Bros.-ს მსახიობებსა და გადამღებ ჯგუფს კორონავირუსის მკაცრი პროტოკოლების დაცვით ამუშავებს, რაზეც რედმეინი თავიდან ცოტათი დარდობდა:
ეს სრულიად ახალი ნორმაა. ხშირი ტესტირებები, პირბადეები. რეალურად, იმაზეც ვდარდობდი, პირბადეებს როგორღაც კრეატიულობაზე არ ემოქმედა. შესაძლოა, ეს ცოტა უცოდინრობით მომივიდა, მაგრამ ვფიქრობდი: ჩვენ, ადამიანებს, გვჭირდება თუ არა ინტერაქცია ერთმანეთისგან ინსპირაციის მისაღებად? რაც ნამდვილად იმედისმომცემია, ისაა, რომ ეს განსხვავებული პროცესია, მაგრამ მაინც ისეთ შეგრძნებას ტოვებს, თითქოს ყველაფერი ძველებურად მუშაობს და ყველა თავის მაქსიმუმს აკეთებს.
რედმეინის თავდაჯერება იმას უნდა მიანიშნებდეს, რომ ყველაფერი ძველებურადაა და ფანებს სადარდებელი არ აქვთ. ერთი სიტყვით, ჯადოსნური ცხოველები 3 იმედისმომცემად გამოიყურება და ამჯერად რას შემოგვთავაზებს ჯადოქრების სამყარო, ამას 2021 წლის 12 ნოემბერს გავიგებთ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები