საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროის, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ სასულიერო პირები მმართველი გუნდის ღონისძიებებს პირველად არ ესწრებიან, ამიტომ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის დასწრება პარტიულ შეკრებაზე უცნაური ამბავი არაა. ამის შესახებ მან ფორმულას განუცხადა.

"არ აქვს უფლება, რამე კანონი დაარღვია, საპატრიარქომ უნდა აუკრძალოს, თუ რა? მისი თავისუფალი გადაწყვეტილებაა, მის ეპარქიაში ღონისძიება იმართება და თუ გადაწყვეტს მღვდელმთავარი, ესწრება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ რაღაც უცნაური ამბავი იყოს", — აღნიშნა ჯაღმაიძემ.

18 სექტემბერს მიტროპოლიტი და სხვა სასულიერო პირები გელათი ტაძრის ეზოში ქართული ოცნების პოლიტიკურ ღონისძიებას ესწრებოდა, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს.

მსგავსი შინაარსის ღონისძიება უკვე დღეს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი ესწრებოდა.