ეს აზერბაიჯანელი ხელოვანი სიურრეალისტურ ხალიჩებს ხელით ქსოვს
ხალიჩების ქსოვის აზერბაიჯანული ტრადიცია აღმოსავლურ კულტურებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძველია, რომელიც ქვეყანაში დღემდე ფართოდაა გავრცელებული: ადგილობრივი ოჯახები ხალიჩებს როგორც იატაკის, ისე კედლების, დივნების, სკამებისა და საწოლების "შესამოსად" იყენებენ.
გამორჩეულმა აზერბაიჯანელმა ხელოვანმა ფაიგ ახმედმა კი ერთმანეთზე უფრო თვალისმომჭრელ და რთული ტექნიკით შესრულებულ ხალიჩებს შორის ახალი სიტყვის თქმა მაინც მოახერხა: მან კლასიკური ხალიჩები თანამედროვე ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშებად გადააქცია.
"მისი შემოქმედება ახლებურ ინტერპრეტაციას აძლევს უძველეს ხელობას და ტრადიციებისა თუ სტერეოტიპების დეკონსტრუქციით ახალ ხილულ საზღვრებს შლის", — ვკითხულობთ ფაიგ ახმედის ფეისბუქგვერდის აღწერაში.
ამ სტატიაში სწორედ ამ ხელოვანის რამდენიმე უნიკალურ და გამორჩეულ ხალიჩას შემოგთავაზებთ, რომლებიც ნამდვილ ფსიქოდელიურ თავგადასავალს მოგიწყობთ.
ფოტო: Faig Ahmed
ფოტო: Faig Ahmed
როგორც The Guardian წერს, ახმედმა ხალიჩებთან განსაკუთრებული ურთიერთობა 7 წლის ასაკში დაამყარა: მშობლებმა ის საძინებელში სათამაშოდ დატოვეს, სადაც ფაიგ ახმედის ბებიის საგვარეულო ხალიჩა ეგო.
სწორედ ამ ხალიჩაზე დაიწყო მან თამაში: თითებით ნაქსოვ ხაზებს მიჰყვებოდა, რათა კუთხეებიდან შუაგულამდე მისულიყო — მთელი დიზაინი მისთვის ლაბირინთს წარმოადგენდა. სწორედ ამ დროს მოულოდნელი იდეა ეწვია: დიდი მაკრატლით ხალიჩას კუთხეები მოაჭრა, რათა "უფრო გაემარტივებინა". საბოლოოდ, მან ხალიჩა სულ დააქუცმაცა და ისე განალაგა მისი ნაწილები, რომ თამაშისას დასახული მიზანი ბოლომდე მიეღწია.
ფოტო: Fakhriyya Mammadova
ფოტო: Faig Ahmed
ფოტო: Faig Ahmed
ფოტო: Faig Ahmed
როცა მშობლებმა ოთახში შეიხედეს, მათი ძვირფასი ხალიჩა ვეღარ იცნეს. მოგვიანებით, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მდებარე მათ სახლში ყველა ხალიჩა, რომელიც იატაკებსა თუ კედლებს ფარავდა, ეტაპობრივად გაქრა.
დამნაშავე, რა თქმა უნდა, ფაიგ ახმედი იყო.
ფოტო: Faig Ahmed
ფოტო: Faig Ahmed
ფოტო: Faig Ahmed
ფოტო: Faig Ahmed
ოჯახის "მავნე წევრიდან" ფაიგ ახმედი ერთ-ერთ გამორჩეულ თანამედროვე აზერბაიჯანელ შემოქმედად გადაიქცა, რომელმაც აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვა: მისი ხალიჩები მსოფლიოს მრავალ დიდ ქალაქში გამოიფინა, ხოლო შეძენის შემთხვევაში ერთი მათგანის ფასი 15 000 დოლარიდან იწყება.
ფოტო: Faig Ahmed
ფოტო: Faig Ahmed
ფოტო: Faig Ahmed
ფოტო: Faig Ahmed
როგორც მისი შემოქმედების ვებსაიტზე ვკითხულობთ, ფაიგ ახმედი ესკიზების შესაქმნელად კომპიუტერულ პროგრამებს იყენებს, თუმცა ხალიჩების ქსოვისას ძირითადად მხოლოდ ტრადიციულ მეთოდებს მიმართავს.
ფოტო: Faig Ahmed
ფაიგ ახმედის თქმით, აზერბაიჯანული კულტურისთვის განუყოფელი ხალიჩები მეტია, ვიდრე მხოლოდ ტრადიცია:
"ხალიჩა ჩემთვის რაღაც მუდმივს, ძალიან მყარს განასახიერებს. 2 500 წლის წინაც მსგავს ფორმებსა და ტექნიკას იყენებდნენ, რასაც დღეს. ხალიჩის შუაგული და კუთხეები სოციალურ სტრუქტურას ჰგავს და ყველაფერს გვიყვება იმის შესახებ, რაც ჩვენ ვიცით".
ფოტო: Faig Ahmed
ფოტო: Faid Ahmed
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები