გიორგი ვაშაძის პარტია, ევროპული საქართველო, ლელო — ვინ რამდენი დახარჯა ფეისბუქზე რეკლამაში
სამართლიანი არჩევნების (ISFED) სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 2020 წლის 4 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში Facekoob-ზე პოლიტიკურ რეკლამებში დაახლოებით $193 465 დაიხარჯა. ISFED-ის კვლევით, აქედან ყველაზე დიდი თანხა სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ დახარჯა — ჯამში 47 800 აშშ დოლარამდე 289 რეკლამისთვის.
მეორე ადგილზე ევროპული საქართველოა. პარტიამ 30 782 აშშ დოლარი დახარჯა, საიდანაც დაახლოებით 52% პარტიის ფეისბუქ გვერდის რეკლამებზე, ხოლო დანარჩენი ლიდერების ოფიციალურ გვერდებზე გადანაწილდა.
მონიტორინგის შედეგებით, მესამე ადგილზე ლელოა — მამუკა ხაზარაძის პარტიამ ფეისბუქ რეკლამაში ერთ თვეში 21 747 აშშ დოლარზე მეტი.
ფეისბუქის პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკაში მომდევნო ადგილზე ქართული ოცნებაა. მმართველმა პარტიამ ერთ თვეში ფეისბუქ რეკლამაში ჯამში $20 421-ზე მეტი დახარჯა. აქედან, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გვერდზე ჯამში — $4 401. აღსანიშნავია ისიც, რომ სამართლიანი არჩევნების თანახმად, ამ გვერდზე განთავსებული რეკლამების დეკლარაციაში თანხის გადამხდელად საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდი Gov.ge და მთავრობის კანცელარიის მისამართია მითითებული. ხოლო კახა კალაძის რეკლამების ($1,874) დეკლარაციაში მითითებულია kaladze.ge და თბილისის მერიის მისამართი. ISFED-ის მონიტორინგის მიხედვით, პარტიის, მისი ლიდერების და კანდიდატების გვერდების გარდა, "ოცნების" მხარდამჭერ გვერდებს (Irakli Garibashvili 4 Georgia, 41 ჩემი არჩევანია, საინფორმაციო ბლოგი - Informative Blog, ჯარი) ჯამში 10 რეკლამა აქვთ განთავსებული და თითოეულ გვერდს 100 დოლარზე ნაკლები აქვს დახარჯული.
ფეისბუქ რეკლამისთვის ერთ თვეში 6 678 დოლარი დახარჯა ნაციონალურმა მოძრაობამ, 4 663 კი, პატრიოტთა ალიანსმა. ღიად პრორუსული პარტიის ოფიციალურ გვერდის დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ განთავსებულია სულ 9 რეკლამა, რაზეც 1 910 აშშ დოლარია დახარჯული. ასევე, პატრიოტთა ალიანსის მხარდასაჭერად მედიის სახელით მოქმედ დღეს პოლიტიკაში — Tinp.ge-ს 11 რეკლამისთვის ჯამში $2 753 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. აქედან $1 000-$1 500 დაიხარჯა IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით ირმა ინაშვილის ბრიფინგის რეკლამირებისთვის.
პარტიებისა და კანდიდატების სასარგებლოდ დახარჯული თანხები 1 735 რეკლამაზე, რომელთაგან თითოეულზე 100 აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა (როგორც ოფიციალური, ისე მხარდამჭერი გვერდების ჩათვლით):
გრაფიკზე მოცემულია მხოლოდ ის სუბიექტები, რომლებმაც ჯამში $100-ზე მეტი დახარჯეს.
რეკლამებში $1,000-ზე მეტი დახარჯეს შემდეგმა გვერდებმა:
სამართლიანი არჩევნების მონიტორინგის მიხედვით, ფეისბუქზე პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის ამოქმედების შემდგომ, პოლიტიკური რეკლამის განთავსების შემდეგი ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა:
- პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ ანონიმურ და ცრუ მედიის გვერდებზე პოლიტიკური შინაარსის რეკლამები დეკლარირების გარეშე კვლავაც ქვეყნდება. მათი უმეტესობა პოსტებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების დისკრედიტაციის მიზნით ასპონსორებს. ბაკურ სვანიძის მიერ მართულ გვერდებზე, რომელიც პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ თითქმის ყველა სხვა პარტიის და პოლიტიკური ლიდერის დისკრედიტაციას ეწევა, პოლიტიკური რეკლამები, ასევე, დეკლარირების გარეშე ქვეყნდება;
- საარჩევნო სუბიექტების ნაწილი ფეისბუქზე რამდენიმე სხვადასხვა სახელწოდების გვერდზე ათავსებს რეკლამას, რომელთაც სხვადასხვა სახელწოდების ე.წ. დისქლეიმერი აქვთ, რაც ხარჯების იდენტიფიცირებას ართულებს.
- ზოგიერთი პარტია პოლიტიკურ რეკლამას მხოლოდ მამრობითი სქესის ფეისბუქ მომხმარებლისთვის აქვეყნებენ.
საქართველოში ფეისბუქის პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა 7 აგვისტოს ამოქმედდა. ფეისბუქის წესების თანახმად, პლატფორმაზე განთავსებულ რეკლამებს, რომლებიც არჩევნებს, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს ეხება, სავალდებულოა ჰქონდეთ შესაბამისი დეკლარაცია, ხოლო ამგვარი რეკლამის განმათავსებელმა საჭიროა გაიაროს ავტორიზაცია. პოლიტიკური რეკლამის განთავსებისას დამკვეთი ვალდებულია მიუთითოს საკუთარი ვინაობა და დაურთოს შენიშვნა გადამხდელის საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ (Paid for by disclaimer).
საინტერესოა პოლიტიკური რეკლამების დემოგრაფიული გავრცელების მხრივ ტენდენციებიც. მაგალითად:
- ადგილმდებარეობის მიხედვით მიზნობრივი რეკლამების განთავსებას ყველაზე ხშირად პარტია ლელო საქართველოსთვის მიმართავს;
- პატრიოტთა ალიანსის ფეისბუქ რეკლამების მნახველთა ადგილმდებარეობებს შორის, თბილისის შემდეგ, მეორე ადგილს აჭარა იკავებს. პარტიის ანტითურქული რეკლამების მნახველთა აუდიტორიას უფრო მეტად კაცები წარმოადგენენ. რეკლამის ქალი მნახველების წილი კი მაქსიმალურ მაჩვენებელს პარტიის ქალი გენერალური მდივნის — ირმა ინაშვილის ვიდეოების შემთხვევაში აღწევს (41-51%);
- პოლიტიკური პარტია ქართული მარში — ეროვნული მოძრაობა პოლიტიკურ რეკლამას ფეისბუქზე ძირითადად კაცებისთვის ათავსებს. კაცები, საშუალოდ, პარტიის რეკლამების მნახველთა 86%-ს წარმოადგენენ;
- გირჩის პოლიტიკური რეკლამები, ძირითადად, მიმართულია 18-დან 35 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მომხმარებლებისთვის. პარტიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამების მნახველთა შორის აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები, საშუალოდ, 86%-ს შეადგენენ. როგორც ჩანს, პარტია თითქმის არ ასპონსორებს პოსტებს 44 წელზე მეტი ასაკის მომხმარებლებისთვის. აგრეთვე, ცალკეულ შემთხვევებში გირჩის პოლიტიკური რეკლამების სამიზნე ჯგუფს კაცები წარმოადგენენ. მათ შორის, გენდერული კვოტირების არაკონსტიტუციურობის მოთხოვნით პარტიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის განხილვის შესახებ რეკლამის მნახველთა 90%-ს 18-დან 45 წლამდე კაცები წარმოადგენდნენ;
- ევროპული საქართველოს ლიდერების ასაკობრივი აუდიტორიები ერთმანეთისგან ხშირად განსხვავდება. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისა და ფოთის, ხობისა და სენაკის ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის — გიგა ბოკერიას ფეისბუქ გვერდზე რეკლამების მნახველთა აუდიტორია უმეტესად 18-დან 35 წლამდე კატეგორიაში ექცევა. პარტიის თავმჯდომარის — დავით ბაქრაძის გვერდზე განთავსებულ პოლიტიკურ რეკლამებს კი უფროსი ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები შედარებით უფრო ხშირად ნახულობენ;
- პარტია თავისუფალი საქართველოსა და მისი ლიდერის — კახა კუკავას გვერდებზე პოლიტიკური რეკლამების მნახველთა აუდიტორიის ადგილმდებარეობებს შორის 12-დან 37 პროცენტამდე ოკუპირებულ აფხაზეთზე მოდის. სხვა საარჩევნო სუბიექტების შემთხვევაში კი აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად 1%-ზე ნაკლებია.
- ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ქალების მისამართით მიზნობრივ პოლიტიკურ რეკლამასაც იყენებს, რომლის მეშვეობითაც მათ ღირსეულ დეკრეტულ შვებულებას სთავაზობს. აღნიშნული რეკლამა ფეისბუქზე მხოლოდ ქალმა მომხმარებლებმა ნახეს;
- ევროატლანტიკური ვექტორის პოლიტიკური რეკლამების 87%-ისთვის სამიზნე გეოგრაფიულ ადგილს მხოლოდ თბილისი წარმოადგენს. 15 აგვისტოდან დღემდე პარტიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ყველა რეკლამა მხოლოდ თბილისის აუდიტორიისკენ არის ორიენტირებული.
პოლიტიკური რეკლამების მეტი გამჭვირვალობა, არჩევნებში ჩარევის შემცირებას და დამკვეთის მეტ ანგარიშვალდებულებას შეუწყობს ხელს. დამკვეთის საკონტაქტო ინფორმაციის გარდა, ფეისბუქზე არსებული რეკლამების ბიბლიოთეკა იძლევა ცნობებს იმის შესახებ, თუ რა თანხა დაიხარჯა და რამდენმა უნიკალურმა მომხმარებელმა ნახა რეკლამა დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით (ასაკი, სქესი, ლოკაცია). ეს მონაცემები ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკაში 7 წლის განმავლობაში ინახება.
სამართლიანი არჩევნების კვლევის შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები