ბაჰრეინი და ისრაელი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ — დონალდ ტრამპი
სპარსეთის ყურეში მდებარე ქვეყანა ბაჰრეინი და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არაბული სამყაროს მთავარი მოწინააღმდეგე, ისრაელი, სრული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპმა ამ მოვლენას "ისტორიული მიღწევა" უწოდა. შეთანხმება მიღწეული იქნა მას შემდეგ, რაც პარასკევს ტრამპი ისრაელის პრემიერ მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ბაჰრეინის მეფეს, ჰამად ბინ ისა ალ ხალიფას ესაუბრა.
"ეს არის ისტორიული მიღწევა შუა აღმოსავლეთში შემდგომი მშვიდობისკენ", — ნათქვამია აშშ-ს, ბაჰრეინსა და ისრაელს შორის შორის ხელმოწერილ საერთო შეთანხმებაში.
ათწლეულების განმავლობაში არაბული სახელმწიფოების უმეტესობა ბოიკოტს უცხადებდა ისრაელის ახლადშექმნილ სახელმწიფოს. ისინი აცხადებდნენ, რომ ისრაელთან კავშირების დამყარება მხოლოდ მას შემდეგ მოხდებოდა, რაც პალესტინის დავა მოგვარდებოდა.
თუმცა გასულ თვეში არაბთა გაერთიანებული საემიროები (UAE) შეთანხმდნენ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე. მაშინვე გაჩნდა ვარაუდი, რომ შეიძლება ბაჰრეინსაც მიებაძა.
ტრამპმა, იანვარში წარადგინა შუა აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა, რომლის მიზანი იყო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება, რაც უდავოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა პროცესების განვითარებაში.
ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, იგი "აღფრთოვანებულია" პარასკევს კიდევ ერთ არაბულ ქვეყანასთან სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევით.
"ეს არის მშვიდობის ახალი ერა. მშვიდობა მშვიდობისათვის. ეკონომიკა ეკონომიკისთვის. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ჩავდეთ ინვესტიცია მშვიდობაში და ახლა მშვიდობა ჩადებს ჩვენში", — განაცხადა მან.
გასულ კვირას განცხადებული ბაჰრეინის ოფიციალური პოზიციით, ის საშუალებას მისცემს ისრაელისა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს ერთმანეთთან მიმოსვლისთვის გამოიყენონ მისი საჰაერო სივრცე.
ტრამპი მომავალ სამშაბათს ვაშინგტონში ისრაელ-არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიალს ჩაატარებს.
-
-
-
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
კომენტარები