საქართველოს მთავრობის ქმედებებით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს — ბენ ჰოჯესის კრიტიკული წერილი
ფოტო: VOA
გენერალ-ლეიტენანტი, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი ბენ ჰოჯესი გამოცემა The Hill-ში საქართველოს შესახებ კრიტიკულ სტატიას აქვეყნებს და ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ამის მაგალითად მას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაგდებასთან ერთად, კომუნიკაციების სექტორში ახალ რეგულაციების საკითხი მოჰყავს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებით მხოლოდ რუსეთის სარგებლობს. ის საქართველოსთან ერთად ბელარუსის მთავრობასაც აკრიტიკებს.
"ბელარუსი და საქართველო შიშისმომგვრელი შეხსენებაა იმისა, თუ რა შეიძლება მოყვეს უსაფრთხოების ვაკუუმის შექმნას და ეს მაშინ, როცა რუსეთის ჩარევისთვისაც კარს ღიას ტოვებ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა საქართველოს ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი. მიუხედავად ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერისა საზოგადოების მხრიდან, ორივე ქვეყნის მთავრობა დასავლურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად არასწორ გზას ადგას", — წერს ჰოჯესი.
მისივე თქმით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 2017 წლიდან 40%-ით შემცირდა და ამაში ქვეყანამ მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაიდანაშაულოს.
ის, აგრეთვე, აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უცხოელი ინვესტორები გაუგებარი მიზეზით გააძევა ქვეყნიდან. ამის მაგალითად მას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი მოჰყავს. გენერალი ანაკლიის პორტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში პორტის არსებობა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხისთვის უფრო მეტი ყურადღების მიპყრობის შესაძლებლობა იყო. მაგრამ, მისივე თქმით —"ეს არ არის რუსეთის ინტერესებში, ამიტომ იმუშავა კრემლმა ამდენი, რომ ჩაეგდო ანაკლიის პორტის პროექტი".
ჰოჯესი, კომუნიკაციების სექტორში ახალ რეგულაციებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ შეტანილ ცვლილებებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის დაზიანების პოტენციალი აქვს. მისივე თქმით, ახალი კანონი Caucasus Online-ს აბრკოლებს, შექმნას ახალი ოპტიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას დააკავშირებს. მან კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მოუწოდა პატივი სცეს საქართველოს ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისაგან.
საუბარია, 17 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შეტანილ სადავო ცვლილებებზე, რომელიც ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელი პირისთვის სპეციალური მმართველის დანიშვნას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით, ხმაურიანი საკომიტეტო მოსმენების ფონზე მიმდინარეობდა. ცვლილებებს და მის დაჩქარებულ განხილვას ოპოზიცია, კომუნიკაციების სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები არ ეთანხმებოდნენ.
ამავე სტატიაში ჰოჯესი სამხედრო და დიპლომატიურ თანამშრომლობასთან ერთად კერძო ინვესტიციების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს, რომელიც, მისივე თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მშენებლობისთვის აუცილებელია. ამიტომ ის მთავრობას ინვესტიციებისთვის მიმზიდველი პირობების შექმნას ურჩევს.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები