ნატო ბოლქვაძე ამბობს, რომ რუსთაველზე აქციაზე დგომისთვის გამოწერილი ჯარიმისა და მანიფესტაციებში მონაწილეობისთვის შემოსავლების სამსახურიდან გაათავისუფლეს
შემოსავლების სამსახურის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს მთავარი ანალიტიკოსი, ნატო ბოლქვაძე, 14-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, შემოსავლების სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს.
როგორც ნატო ბოლქვაძე წერს, ამის მიზეზი "რუსთაველზე აქციაზე დგომისთვის გამოწერილი ჯარიმა, შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა და სააღდგომო "დეიოფზე" გამოცემული დისციპლინური დარღვევა" გახდა.
მისივე თქმით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეთა პეტიციების ტალღაში და მანაც "დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიმართ ჩვენს ერთგულებაზე".
"ჩემი და შემოსავლების სამსახურის 14 წლიანი ურთიერთობა დასრულებულია.
1-ლი ივნისიდან გათავისუფლებული ვარ დაკავებული თანამდებობიდან.
საფუძველი:
რუსთაველზე აქციაზე დგომისთვის გამოწერილი ჯარიმა, შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა და სააღდგომო "დეიოფზე" გამოცემული დისციპლინური.
ახლა რა ხდება:
შემოსავლების სამსახურმა, 2 მაისიდან შეიტანა ცვლილება შინაგანაწესში, რომლითაც შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტს მიეცა უფლება აწარმოოს თანამშრომელთა დისციპლინური დევნა საერთოდ ყველაფერზე.
მაგალითად, თუ პირი შემოსავლების სამსახურის თანამშრომელია, გადაადგილდება პირადი ავტომობილით და შემთხვევით წითელზე გაიარა, ეს ჯარიმა "კანონიერი" საფუძველია სამსახურში დისციპლინური დევნის დაწყებისთვის.
დიახ, აბსურდია, მაგრამ ასეა.
მერე რა, რომ სამსახურს ეს არ ეხება და მერე რა, რომ დასაქმებულის პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევაა, აბა როგორ, ავტორიტარიზმს ჩუმი და მორჩილი საჯარო სექტორი სჭირდება.
გახსოვთ ალბათ ყველას, საჯარო მოხელეთა პეტიციების ტალღა, ჩვენც, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის ვიყავით და დავაფიქსირეთ მკაფიო პოზიცია, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიმართ ჩვენს ერთგულებაზე.
ჩემი გათავისუფლება არ არის ერთი რეპრესიული შემთხვევა. ოფიციალურად ამ საფუძვლით გათავისუფლებული მხოლოდ მე ვარ, თუმცა კიდევ რამდენიმე თანამშრომელს სიტყვიერად მოსთხოვეს განცხადებების დაწერა, რასაც წინ უსწრებდა ამ თანამშრომლებზე დაწყებული დისციპლინური წარმოებები (როგორც ჩემზე), თანამშრომელთა ნაწილმა კიდევ შექმნილი რეპრესიული და დისკრიმინაციული გარემოს გამო თავად დაწერეს განცხადებები და წავიდნენ.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების სამსახურმა, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის მეშვეობით, პეტიციაზე ხელმომწერი და დაჯარიმებული თანამშრომლების დევნა ჯერ კიდევ შინაგანაწესის ზემოხსენებული ცვლილების ამოქმედებამდე დაიწყო და პირველი საქმე ისეთი აბსურდული დასაბუთებით წარმართეს და იმდენად უკანონო ქმედებები ჩაიდინეს, რომ პროცესში მიხვდნენ, ამ სასამართლოს პირობებშიც კი ეს მეტისმეტი იქნებოდა.
ამიტომაც შეცვალეს შინაგანაწესი და დააკანონეს უკანონობა", — წერს ნატო ბოლქვაძე.
მისი თქმით, სააღდგომო დღესასწაულებზე, "დეიოფი" არ დაუდასტურეს და შექმნეს ფორმალური საფუძვლები მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მასზე მოკვლევის დაწყებისთვის. ამის შემდეგ, 19 მაისს მონიტორინგის დეპარტამენტმა გამოსცა დისციპლინური "შენიშვნა".
"ამის შემდეგ, მალევე, 23 მაისს, კვლავ დამიბარეს და დაიწყეს მეორე დისციპლინური წარმოება გზის გადაკეტვის 5 000 ლარიან ჯარიმაზე.
30 მაისს, საღამოს, 5 საათი იყო უკვე დაწყებული, საქმისწარმოების სამმართველომ დოკბრუნვაში დამაწერა ბრძანება დისციპლინური ზომის ‘სამსახურიდან გათავისუფლების“ გამოყენების შესახებ.
კი, ეს ამბავი პირდაპირ ასე დოკბრუნვით გავიგე არც ბრძანების დაწერამდე, არც დაწერის შემდეგ, რისკების სამმართველოს არცერთი მოქმედი უფროსი არ დამკავშირებია
ასე გასრულდა ამბავი იგი.
სადაც გაგრძელდება კი იცით და მერე უკვე უსამართლო სასამართლოს ამბებს მოგიყვებით", -— წერს ნატო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში.
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
კომენტარები