შპალერი — გადამწყვეტი ფაქტორი ჩვენი ინტერიერის დიზაინში
შპალერი – გადამწყვეტი ფაქტორი ჩვენი ინტერიერის დიზაინში
როგორ შევარჩიოთ შპალერი?
შპალერის წინაპრებად გვევლინება ხალიჩები, გობელენები, ნაჭრები, რომლებსაც ადამიანები უხსოვარი დროიდან იბენებდნენ ინტერიერის მოპირკეთებისა და დათბობისთვის. ქაღალდის შპალერს რაც შეეხება, ის პირველად ჩინეთში გამოჩნდა, ჩვენი წელთაღრიცხვით II საუკუნეში. დღეს შპალერი ყველაზე გავრცელებული და პრაქტიკული მოსაპირკეთებელი მასალაა.
ბაზარზე არსებული უზარმაზარი არჩევანი კი ინტერიერის კედლების ნებისმიერი დიზაინერის გემოვნების შესაბამისად შეფუთვის შესაძლებლობას გვაძლევს. სახლის რემონტისთვის მასალებს არა მხოლოდ ვიზუალის, არამედ მათი მდგრადობისა და შემდგომი მოვლის შესაძლებლობების შესაბამისად ვარჩევთ. შპალერიც უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ მოთხოვნებს იმისდა მიხედვით, თუ რომელ ოთახში ვაკრავთ მას. რომელ შპალერს როგორ ვუვლით შპალერები შეიძლება დაიყოს შემდეგ სახეობებად: ჩვეულებრივი (ქაღალდის), რეცხვადი, ნესტგამძლე და სუპერრეცხვადი.
ჩვეულებრივი შპალერი — ექვემდებარება მხოლოდ მშრალ წმენდას, მაგალითად ნაზი ფუნჯით, ან მტვერსასრუტით. სისველის მოხვედრისთანავე ქაღალდის შპალერი ფუჭდება, იშლება გამოსახულება და ირღვევა ფაქტურა.
რეცხვადი შპალერი — ამ შემთხვევაში შეგვიძლია არააგრესიული სარეცხი საშუალებების გამოყენება, მაგალითად, როგორიცაა საპნის ხსნარი.
ნესტგამძლე შპალერი — ამ ტიპის შპალერი გამოიყენება მათ შორის სააბაზანო ოთახებშიც, რაც საკმაოდ ტრენდულია დღეს. მისი გაწმენდა შესაძლებელია ნოტიო ჩვრით, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ სარეცხი საშუალებები.
სუპერრეცხვადი შპალერი — ასეთი მასალის გასაწმენდად შეგვიძლია ნებისმიერი სარეცხი საშუალებისა და უხეში ჯაგრისის გამოყენებაც, რაც ვერ დააზიანებს ვერც შპალერის ფაქტურას და ვერც მასზე დატანილ გამოსახულებას.
თუ ჯერ კიდევ 100 წლის წინ შპალერებს ქაღალდისა და ნაჭრისგან ამზადებდნენ, დღეს უამრავი სხვა მასალები გამოიყენება. ფაქტურას, ფერსა და გამოსახულებას რაც შეეხება, ფანტაზიის უსაზღვროობას ეს ნამდვილად ადასტურებს — იმდენად დიდია დღეს არჩევანი, რომ ყველას უჭირს ერთ რომელიმე შპალერზე კონცენტრირება. დღეს ორი ტიპის შპალერია ბაზარზე წარმოდგენილი: ერთფენიანი, გამოსახულებით და ორფენიანი, რომელთაგან ერთზე დატანილია გამოსახულება ფაქტურით, ან მის გარეშე და მეორე ფენა, რომლითაც კედელს ეკვრის. ორფენიანი შპალერი გაცილებით მყარია და მეტსაც იწონის. მოდით, გადავხედოთ შპალერის ძირითად სახეობებს, რომლებიც მიჰაუსის დახლებზეა წარმოდგენილი:
ქაღალდის შპალერი
ეს არის ყველაზე მარტივი, იაფი, და ამავე დროს, ყველაზე ფაქიზი მასალა. ამ მასალას თუ შეარჩევთ, აუცილებლად ანდა დაიხმაროთ გამოცდილი ხელოსანი მის გასაკრავად. აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქაღალდის შპალერი ვერ ფარავს უსწორმასწორო კედელს და უფრო გამოავლენს ამ ხარვეზებს. გარდა ამისა, ქაღალდის შპალერი კედლის მიკრობზარებზე სკდება. ამასთან, ქაღალდის შპალერი ვერ უძლებს ნესტს. ამ მასალის გამძლეობა 5 წელს შეადგენს, ამდენად, იდეალური ვარიანტია ბავშვის ოთახში გასაკრავად — ყველამ ვიცით, რომ როგორც კი ჩვენი პატარა შეძლებს ხელში ფანქრის, ან ფლომასტერის აღებას, მაშინვე იწყებს საკუთარი ფანტაზიების ფერწერულად კედლებზე გადატანას. შესაბამისად, შპალერის გამოცვლა იაფიც იქნება.
ამ სახეობის შპალერი ფლიზელინზე — სინთეტიკურ ქაღალდზეა აგებული. ესაა ცელულოზის ბოჭკო, პოლიესტერის დანამატით. თავდაპირველად ეს მასალა შესაღები შპალერისთვის გამოიყენებოდა. მყარი, ხელმისაწვდომი ფასის მქონე მასალა შესანიშნავად ფარავს კედლის ხარვეზებს. შპალერი ირეცხება, კარგად უძლებს სინესტეს. გარდა ამისა, მისი გაკვრა ერთი სიამოვნებაა — იმასაც კი თავისუფლად შეიძლია ამის გაკეთება, ვისაც მანამდე ცხოვრებაში არ გაუკეთებია ასეთი რამ. შპალერის შიდა მხარეს ცებოვანი ფენა აქვს, ასე რომ საკმარისია, კედელს გადაუსვათ წებო და შპალერი მარტივად ეკვრის ზედაპირს.
ვინილის შპალერი
ეს არის ორფენიანი შპალერი: ქვედა ფენა – ქაღალდი ან ფლიზელინი, ხოლო ზედა ფენა – ვინილი ნახატით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ტექსტურითაა წარმოდგენილი. მისი გაკვრა კარგად მოუმზადებელ კდლებზეცაა შესაძლებელი. ვინილის სისქე საკმარისია ხარვეზების დასაფარად. ვინილის შპალერი მყარია, არ ხუნდება. მისი გასუფთავება შესაძლებელია ღრუბლით, ან მტვერსასრუტით. მისი კიდევ ერთი დადებითი თვისება ისაა, რომ ნესტიან ადგილებში, მაგალითად სამზარეულოშიც შეგვიძლია გამოყენება. აღსანიშნავია, რომ ასეთი შპალერი 10–15 წელს ძლებს. შპალერის შეძენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ შესაძლოა სხვადასხვა დროს წარმოებულ ერთსა და იმავე მასალას ოდნავ განსხვავებული ტონალობა ჰქონდეს. ამიტომ, ერთი პარტიის რულონები უნდა შეიძიენოთ და აუცილებლად მეტობით, თუნდაც 2 რულონით, რათა თავიდან აიცილოთ დანაკლისი. ასევე, ნებისმიერ სხვა დეტალზე აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია, რომელთა ნაკლებობასაც ამიერკავკასიაში უდიდესი სამშენებლო–სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი ნამდვილად არ უჩივის. შპალერების ფასდაკლების სააქციო პერიოდი მიჰაუსში 28 აგვისტოდან —10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
კომენტარები