მე და პუტინი ერთ აზრზე ვართ, ბელარუსში გვწამლავენ, რომ შემდეგ რუსეთს ეცნენ — ლუკაშენკო
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთ აზრზე არიან, რომ ბელარუსში არეულობით რუსეთამდე უნდათ მიღწევა. ინფორმაციას ამის შესახებ Belta ავრცელებს.
"საინფორმაციოებში ხშირად ვუყურებთ, რუსეთში ვიღაც ამბობს: "ოხ, ბელარუსში... ოხ ბელარუსში..." ბელარუსში კი არა, თქვენთან, აი, აქ, დასავლეთ საზღვარზე, გავიწროებენ, გწამლავენ. მე და პუტინი ვთანხმდებით იმ აზრზე, რომ ჩვენ გვწამლავენ აქ, რომ შემდეგ რუსეთს ეცნენ. ეს ტრამპლინია და ეს უნდა დავშალოთ. ეს ჩემი და პუტინის საერთო აზრია", — განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე განცხადებით, სამხედროები დაიცავენ ქვეყანას საგარეო საფრთხისგან, მთავრობის ვალდებულება კი შიდა არეულობის მოგვარებაა. აქამდე ლუკაშენკომ ბელარუსში "არეულობაში" ევროკავშირი და აშშ დაადანაშაულა.
რა ხდება ბელარუსში
ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს, რისი მიზეზიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა. არჩევნებზე მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იყვნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ტიხანოვსკაიამ — 10%.
შედეგებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს და ლუკაშენკოს გაყალბებაში ადანაშაულებს. არჩევნების შედეგები არ აღიარა აშშ-მ, ირლანდიამ, კანადამ და ევროკავშირმა. ამავდროულად, ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები დაუწესა.
პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურის გამო გადადგა ბელარუსის მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება კი "დიქტატორის" გადადგომას ითხოვს, თუმცა ლუკაშენკო მოქალაქეებს სპეცრაზმითა და ჯარის ძალით პასუხობს.
აქციებზე ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშავდა ათასობით ადამიანი, დააკავეს შვიდი ათასზე მეტი. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციებზე გარდაიცვალა 3 ადამიანი, თუმცა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ ერთის გარდაცვალებას ადასტურებს. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ კლავენ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს.
ქვეყნის დატოვება მოუწია საპრეზიდენტო კანდიდატს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას. თავდაპირველად გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც მან მომიტინგეებს დანებებისკენ მოუწოდა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ვიდეო დადგმულია და იძულებითაა ჩაწერილი. მეორე ვიდეომიმართვაში კი ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ მზად არის გახდეს ეროვნული ლიდერი და ბრძოლა გააგრძელოს.
ევროპული სახელმწიფოების საპირწონედ არჩევნების შედეგები აღიარა რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა. მეტიც, კრემლმა ბელარუსს კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალების მეშვეობით დახმარება შესთვაზა აქციების დასაშლელად.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები