სვეტლანა ტიხანოვსკაიას ვიდეო მიმართვა, სავარუდოდ, დადგმულია
ფოტო: კადრი ვიდეოდან / BBC
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში 26 წლის მანძილზე მოქმედ და კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტებული ლუკაშენკოს მთავარმა კონკურენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა. ოპოზიციის ლიდერი ბელარუსიდან არჩევნების ოფიციალური შედეგის გამოცხადების შემდეგ, ლიეტუვაში წავიდა. მისი გამგზავრებიდან მალევე, ინტერნეტში ორი ვიდეო მიმართვა გავრცელდა.
პირველი მიმართვა, სადაც ტიხანოვსკაია ვიდეოს თავად იღებს, არჩევანის არარსებობას, მისთვის გამოუვალ მდგომარეობასა და ქვეყნის დატოვების აუცილებლობას ეხება. ეს ვიდეო თავისი ქმრის, ბლოგერისა და დამოუკიდებელი მეწარმის, სერგეი ტიხანოვსკის არხზე გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ სერგეი ტიხანოვსკი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, მაგრამ დღეს "ლუკაშენკოს სიგნალის გამო" ციხეშია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ქმრის დაჭერის შემდეგ გადაწყვიტა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ არჩევნებში ლუკაშენკოს ოპონენტობა. პირველ მიმართვაში ტიხანოვსკაია ამბობს:
"იცით, ვფიქრობდი, რომ ამ საარჩევნო კამპანიამ ძალიან გამაძლიერა და მომცა იმხელა ძალა, რომ შევძლებდი ყველაფრის გადატანას, მაგრამ როგორც ჩანს, იმ სუსტ ქალად დავრჩი, რაც თავიდანვე ვიყავი. მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მივიღე სრულიად დამოუკიდებლად. არც მეგობრებს, არც ახლობლებს, არც საარჩევნო შტაბს, არც სერგეის (ქმარი) შეეძლოთ ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა. ვიცი, რომ ბევრი გამიგებს, ბევრი განმსჯის, ბევრიც შემიძულებს, მაგრამ ღმერთმა არ ქნას, ვინმე აღმოჩნდეს იმ არჩევანის წინაშე, მე რომ აღმოვჩნდი...ამიტომ, ხალხო, გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს. არცერთის სიცოცხლედ არ ღირს ის, რაც ახლა ხდება...ბავშვები, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც ჩვენს ცხოვრებაში გვაქვს".
მეორე ვიდეო მიმართვა კი ტელეგრამის პროსამთავრობო არხზე გავრცელდა, სადაც ტიხანოვსკაია კამერას არ უყურებს, დაწერილ ტექსტს კითხულობს და ხალხს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს:
"მე სვეტლანა ტიხანოვსკაია მადლობას გიხდით სახელმწიფოს მეთაურის არჩევაში მონაწილეობის მიღებისთვის. ბელარუსის მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი გააკეთა. მადლიერებითა და სითბოთი მსურს მივმართო მათ, ვინც ამ ხნის განმავლობაში მხარს მიჭერდა. ბელარუსებო, მოგიწოდებთ კანონის პატივისცემისკენ. არ მინდა სისხლი და ძალადობა. გთხოვთ, არ შეეწინააღმდეგოთ პოლიციას, არ გახვიდეთ მოედანზე, რათა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააგდოთ".
Meduza წერს, რომ ოპოზიციის აზრით, ტიხანოვსკაია ზეწოლის ქვეშ მოქმედებდა. მისი მიმართვა დეტალურად შეისწავლეს და ჩნდება ეჭვი, რომ ის ვიდეოს ჩაწერის მომენტში არა ლიეტუვაში, არამედ ბელარუსის ცესკო-ში იმყოფება და ვიდეოც მის გამგზავრებამდე ჩაწერეს.
ვიდეო გამოქვეყნდა ოპოზიციის კრიტიკისთვის შექმნილ ტელეგრამის არხზე
ვიდეო ტელეგრამის არხ zheltye slivy-ზე გამოქვეყნდა და არა ტიხანოვსკაიას გუნდის მიერ. 12:56 წუთზე გაჩნდა შეტყობინება — "ექსკლუზივი გვაქვს. დაელოდეთ დეტალებს". 13:00 წუთზე კი არხის ავტორებმა ვიდეო მიმართვა განათავსეს. Meduza-ს ინფორმაციით, მეტამონაცემების მიხედვით, 12:57 წუთზე ვიდეო ბოლოჯერ დარედაქტირდა.
გამოცემა ასევე წერს, რომ ტელეგრამის ამ არხმა თავისი პირველი შეტყობინება 2020 წლის 29 მაისს გამოაქვეყნა, სწორედ მაშინ, როცა ტიხანოვსკაიას ქმარი დაიჭირეს. მათი პირველი პოსტი ოპოზიციის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი მიმები იყო. მოგვიანებით კი დაამატეს ტექსტური მასალაც, სადაც ოპოზიციასა და პროტესტს აკრიტიკებდნენ.
ვიდეო ბელარუსის ცესკოს ხელმძღვანელის კაბინეტშია გადაღებული
სვეტლანა ტიხანოვსკაია დივანზე ზის და მიმართვას ისე ავრცელებს. Meduza-ს ინფორმაციით, ასეთივე დივანი დგას ბელარუსის ცესკოს ხელმძღვანელის, ლიდია ერმოშინოს კაბინეტში.
სტატიაში მოყვანილია ფოტოები, ე.წ. სქრინები ერმოშინოსთან ჩაწერილი ვიდეო ინტერვიუდან. კადრში ჩანს დივანზე მჯდომი ერმოშინო, რომელიც ფაქტობრივად იმავე ადგილას ზის, სადაც ტიხანოვსკაია. ტექსტში ნათქვამია, რომ ტიხანოვსკაიას კადრის მარჯვენა კუთხეში შესაძლებელია იმ სავარძლის დანახვა, რომელიც ერმოშინოსთან ჩაწერილი ინტერვიუს ვიდეოს სხვა კადრშია. გამოდის, რომ დივანი და სავარძელი გვერდი-გვერდაა განლაგებული. ტიხანოვსკაიას კადრში ჩანს დივანი და ნაწილობრივ სავარძელი, ხოლო ერმოშინოსთან ინტერვიუს კადრში — სავარძელი და ნაწილობრივ დივანი.
გამოცემა წერს, რომ დივნის უკან, რომელზეც ტიხანოვსკაია ზის, ფანჯარა და ჟალუზებია. სწორედ იგივე ჟალუზები ჩანს მეორე, ერმოშინოსთან ჩაწერილი ინტერვიუს კადრებში.
ვიდეო ჩაწერილია მაშინ, როცა ტიხანოვსკაიამ ბელარუსის ცესკო დატოვა
მედიის ინფორმაციით, ვიდეო ჩანაწერის ორიგინალი 10 აგვისტოს 18:38 წუთზეა შექმნილი. ამ დროს ტიხანოვსკაია ბელარუსის ცესკოს შენობაში იმყოფებოდა. დაახლოებით, 16:10 წუთზე ის შენობაში შევიდა, რათა არჩევნების შედეგები გაეპროტესტებინა. 18:55 წუთზე კი ადვოკატი, მაქსიმ ზნაკი, რომელიც მასთან ერთად იყო, შენობიდან გამოვიდა და განაცხადა, რომ ტიხანოვსკაიამ შენობა მარტო დატოვა, სხვა კარიდან გავიდა და არ უთქვამს, საით წავიდა.
ტიხანოვსკაია ფურცელზე დაწერილ მიმართვას არასწორი ინტონაციით კითხულობს
Meduza საუბრობს იმაზეც, რომ როცა ტიხანოვსკაია მიმართვის ტექსტს კითხულობს, კამერისკენ არ იყურება და თვალები დახრილი აქვს. გარდა ამისა, კითხვისას არ სვამს იქ, სადაც საჭიროა. სხვაობის კარგად დასანახად, საკმარისია მისი სხვა ვიდეოების ნახვა, სადაც ის გაცილებით ემოციურია. მაგალითად, ვიდეო, რომელიც მისი ქვეყნიდან წასვლას ეხება.
ტიხანოვსკაიას ერთ დღეს ჩაწერილი ორი მიმართვა ვიდეო ჩანაწერის სტილით ერთმანეთისგან განსხვავდება
ვიდეო ჩანაწერები რაკურსითა და ხედით ერთმანეთისგან განსხვავდება. პირველ ჩანაწერში, სადაც ტიხანოვსკაია ქვეყნის დატოვების შესახებ იტყობინება, კედლის ფონზეა, ვიდეოს თავად იღებს და კამერა ვერტიკალურდ უჭირავს. ხოლო მეორე მიმართვის კადრში დივანზე ზის, შორიდან და ჰორიზონტალურად დაყენებული კამერით უღებენ. მედიის ინფორმაციით, ფაილების მეტამონაცემები, რომლებიც ტელეგრამის არხებიდან ჩამოტვირთეს, ერთმანეთისგან განსხვავდება. ტექსტშივე აღნიშნულია, რომ შესაძლოა, ორი ვიდეო ერთი და იმავე კამერით გადაიღეს და მერე დაარედაქტირეს. იქვე წერია, რომ ჩანაწერები მნიშვნელოვნად შეცვლილი არ არის და ეს დაშვება ნაკლებსავარაუდოა.
სტატიის ბოლოს მედია წერს, რომ პროტესტის შეწყვეტის შესახებ ტიხანოვსკაიას მიმართვა maxsel-ის კომპიუტერშია დარედაქტირებული და ჯერჯერობით მისი მოძებნა ვერ მოხერხდა.
9 აგვისტოს ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოყვა. გამოსვლები გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ — 10 პროცენტი.
არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსული მოსახლეობა პოლიციამ რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ხალხის ნაწილი დაშავებულია, ნაწილი პოლიციამ დააკავა.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს


კომენტარები