ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
მოსკოვის ვნუკოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტებმა მუშაობა უკვე მეორე ღამეა შეაჩერეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხო აღარ არის და ავიაკომპანიებს მოუწოდა, ფრენები შეზღუდონ.
"დაწესებულია დროებითი შეზღუდვები საჰაერო ხომალდების მიღებასა და გაფრენაზე“, — განაცხადა რუსეთის ფედერალურმა საჰაერო ტრანსპორტის სააგენტომ (როსავიაციამ) 2 სექტემბერს, ოთხშაბათს.
The Moscow Times-ის ცნობით, წინა ღამეს მოსკოვის სამმა აეროპორტმა შეაჩერა მუშაობა. Flightradar24-ის მონაცემებით, შერემეტიევოში 21 რეისი გაუქმდა, 235 კი დაგვიანდა. ვნუკოვოში გაუქმდა 22, ხოლო დაგვიანდა 94 რეისი.
1-ელ სექტემბერს ზელენსკიმ საკუთარ Telegram-არხზე ავიაკომპანიები და სადაზღვევო კომპანიები გააფრთხილა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევებს გააძლიერებდა.
2 სექტემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ კიევმა ოფიციალურად აცნობა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO), რომ რუსეთის საჰაერო სივრცე უსაფრთხო არ არის.
ამასთან, უკრაინამ ICAO-ს მიმართა თხოვნით, მოუწოდოს წევრ სახელმწიფოებს, სრულად აკრძალონ სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენები რუსეთის საჰაერო სივრცეში. Reuters-ის ცნობით, რომელიც უკრაინის აღდგენის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის, ნიკოლაი კალაშნიკის წერილს ეყრდნობა, კიევი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შესაძლო ტრაგედიების რისკის მინიმუმამდე დაყვანა და ICAO-ს ფრენების აკრძალვის ხელშეწყობას სთხოვს.
ამ განცხადებების საპასუხოდ, როსავიაციამ NOTAM (ავიაციისთვის ოფიციალურ ოპერატიულ შეტყობინება) გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცესთან დაკავშირებით უკრაინის მიერ გამოქვეყნებულ ყველა დოკუმენტს იურიდიული ძალა არ აქვს და ისინი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციას არღვევს. უწყებამ უკრაინის საავიაციო ხელისუფლება ქვეყნის ხელმძღვანელობის მხრიდან "ტერორისტული რიტორიკის" მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
მიუხედავად ამისა, როსავიაციამ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ გამოყენებისთვის დამატებით ზომებს მიიღებს, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვას გააძლიერებს.
"რუსეთის საჰაერო ტრანსპორტი და მისი სახმელეთო ინფრასტრუქტურა გეგმურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, იღებს და აგზავნის რეისებს, მათ შორის უცხოური ავიაკომპანიების რეისებსაც", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
კომენტარები