ეს ფოტორეალისტური გამოსახულებები რომაელი იმპერატორების სახეებს აღადგენენ
კალიგულა, რომაელი იმპერატორი, რომელიც გარყვნილებით, სადიზმით, ინცესტური ურთიერთობებით და ცხენებით შეპყრობით გამოირჩეოდა, არც შესახედაობით ყოფილა დიდად სანდომიანი. სასტიკი მმართველის თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილ გამოსახულებებში მას ასიმეტრიული თავი, არაპროპორციული ტანი, უზარმაზარი ფეხები და თხელი თმა აქვს. როგორც ისტორიკოსი ჰ. ვ. კენტერი ამბობს, კალიგულა ხშირად ცდილობდა, საკუთარი არასასიამოვნო ვიზუალით "ზაფრის და შიშის მთესველი" სახება შეექმნა. გავრცელებული ვერსიით, მისი საყვარელი ფრაზა იყო: "გახსოვდეთ, რომ მე უფლება მაქვს, ნებისმიერს ნებისმიერი რამ გავუკეთო".
ჩვენი წელთაღრიცხვით 41 წელს იმპერატორის მკვლელობის შემდეგ ორი ათასწლეული გავიდა და მისი შესახედაობის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად მხოლოდ ორგანზომილებიანი გამოსახულებები და მარმარილოს უფერული ბიუსტები შემორჩა. თუმცა ტორონტოელმა დიზაინერმა, დენიელ ვოშარტმა, მოახერხა, რომ მანქანური დასწავლის და ფოტო-რედაქტირების საშუალებით კალიგულას მზერა გაეცოცხლებინა და მისი ფოტორეალისტური სახე აღედგინა.
როგორც ვოშარტი აღნიშნავს, მან კლასიკური ბიუსტების 800-მდე გამოსახულება, ისტორიული ტექსტი და მონეტებზე დაბეჭდილი პორტრეტები გამოიყენა, რათა იმ 54 იმპერატორის ფოტორეალისტური სახე აღედგინა, რომლებიც რომის იმპერიას ჩვენს წელთაღრიცხვამდე 27 წლიდან ჩვენი წელთაღრიცხვით 285 წლამდე მართავდნენ. იმპერატორებს შორის არიან კალიგულას ძმისწული ნერონი, აგვუსტუსი, ადრიანე, ტაციტუსი და მარკუს ავრელიუსი.
ვოშარტმა თითოეული სკულპტურის გამოსახულება Artbreeder-ზე ატვირთა, რომელიც GAN ქსელში (Generative Adversarial Network) სურათების შერწყმით ერთ კომპოზიციას ქმნის — სხვა სიტყვებით, "ამ მექანიზმით შესაძლებელია სურათების იმგვარად შერწყმა, თითქოს მათ შვილი ეყოლათ". ამის შემდეგ საქმემ ფოტოშოპში გადაინაცვლა, სადაც ფერის, ტექსტურის და სხვა დეტალების დამატებით შესაძლებელი გახდა, პორტრეტებს მაქსიმალურად რეალისტური სახე მისცემოდა.
ამ ყველაფრისდა მიუხედავად, ვოშარტის პორტრეტები არ ამტკიცებს, რომ ეს ისტორიული ფიგურები ზუსტად ასე გამოიყურებოდნენ.
"ეს არის, საბოლო ჯამში, ჩემი არტისტული ინტერპრეტაცია, სადაც თავად უნდა გადამეწყვიტა კანის ფერის ტონალობა, რადგან ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს ", — ამბობს ხელოვანი.
"რეალიზმისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი ჭეშმარიტებას ამდენითვე გვაშორებს", — წერს ვოშარტი ტვიტერზე.
რომაელი მმართველების სავარაუდო კანის და თმის ფერის დასადგენად ვოშარტმა ისტორიული ჩანაწერები და იმპერატორების დაბადების ადგილისა და წარმომავლობის შესახებ არსებული ინფორმაცია მოიშველია. თუმცა, იტალიელი მკვლევარი, დავიდე კოჩი, აღნიშნავს, რომ ვოშარტის გამოყენებული წყაროების ნაწილი რეალურად ნეონაცისტ ავტორებს ეკუთვნით, რომლებიც იმპერატორების შესახედაობას ქერა თმით და კანის ღია ფერის მქონე ადამიანისთვის ნიშნეული სხვა დეტალებით ახასიათებენ. მიუხედავად იმისა, რომ კოჩის თქმით, ზოგიერთ იმპერატორს, შესაძლოა, მართლაც ჰქონოდა ღია ფერის თმა, იგი ხაზს უსვამს, რომ წყაროებს "აშკარად პოლიტიკური სარჩული აქვს" და მათი სანდოობაც კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ისინი პროპაგანდისტული მიზნით გამოიყენებოდნენ.
როგორც იტალიური გაზეთი იტყობინება, კოჩის განცხადებების კვალდაკვალ, ვოშარტმა წყაროები წაშალა და ზოგიერთი პორტრეტის გადახედვა გადაწყვიტა.
"ახლა უკვე ნათელია ჩემთვის, რომ ჩემი გამოყენებული წყაროების ნაწილს პირველადი და მეორეული ცნობები დამახინჯებული სახით აქვს წარმოდგენილი, რასისტული ნარატივის მიხედვით", — წერს ვოშარტი ბლოგზე.
ჯეინ ფეიფერი, რომელიც კოპენჰაგენის უნივერსიტეტში კლასიკური არქეოლოგიის მკვლევარია, იმპერატორების გამოსახვისას კიდევ ერთ შესაძლო უზუსტობაზე მიანიშნებს — მისი თქმით, სკუპლტურებისა და ბიუსტების შემქნელები ხშირად ცდილობდნენ რეალური გამოსახულების იდეალიზებას.
ავგუსტუსი, მაგალითად, აღდგენილ გამოსახულებაზე ჭაბუკს ჰგავს, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, იგი 41 წელი მართავდა იმპერიას. ადრიანე კი — იმპერატორი, რომელიც ანტიკური საბერძნეთით იყო გატაცებული — ბერძენი ფილოსოფოსების მსგავსად, წვერითაა გამოსახული. პორტრეტები, როგორც დანიური წყარო აღნიშნავს, სტრატეგიული მექანიზმი იყო მმართველებისათვის, რათა "ღირებულებები, იდეოლოგია და იდეალები" საკუთარ უზარმაზარ იმპერიაში გაევრცელებინათ.
ვოშარტის მიზანი, როგორც თავად აღნიშნავს, იმპერატორების სახეების რომანტიზება ან ჰეროიკულად წარმოჩენა არ ყოფილა. ნაცვლად ამისა, ის ამბობს:
"ჩემი სურვილი იყო, გამეცოცხლებინა ის ბიუსტები, რომლებიც იმპერატორის სიცოცხლეშივე შეიქმნა. სხვა შემთხვევაში, უპირატესობას მივანიჭებდი გამორჩეული ოსტატობით შექმნილ სკულპტურას ან იმ ნამუშევარს, სადაც იმპერატორი სტერეოტიპულად უფრო უშნო იყო — ჩემი ამოსავალი წერტილი ის უფრო გახლდათ, რომ ხელოვანები პირფერულად ცდილობენ მათი ნატურების გაცოცხლებას", — დასძენს იგი.
ვოშარტის შექმნილი გამოსახულებები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ამ სურათზე შეგიძლიათ იხილოთ:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები