ვიცე-სპიკერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსთავის 2-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევა რეალობასთან ყველაზე მიახლოებულია. ამის შესახებ მან ამავე არხთან ისაუვრა.

"პატრიოტთა ალიანსის მონაცემებით 13% გვაქვს, IRI-ის მონაცემებით 33%, თქვენი მონაცემებით 52% და სინამდვილეში გვაქვს ჩვენ 60%-მდე რეიტინგი, ეს არის რეალობა", — განაცხადა მდინარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე — "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", გამოკითხულთა 52% ქართულ ოცნებას ასახელებს, 19% — ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 8% კი ევროპულ საქართველოს. იგივე კითხვაზე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33%-მა ქართული ოცნება აირჩია, 16% ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 5%-მა კი ევროპული საქართველო.