თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისი სოციალური ქსელებიდან ყველა ინფორმაცია წაშლილია.

"Whatsapp-დან, Messenger-დან, Facebook-დან და Viber-დან ყველაფერი წაშლილია, თვით ჩატებიც კი, არა მარტო ზარები. ბოლო ჩატი Whatsapp-ში წაშლილია 24 ივნისიდან, ბოლო წარი კი წაშლილია 6 ივნისიდან", — აცხადებს რამიშვილი.

ამასთან, რამიშვილის საუბრობს 13 აგვისტოს გავრცელებულ ხელნაწერზე, სადაც წერია: "პ-ირადად მე უძლური ვარ მის წინაშე, თამუნა ბაჩალიაშვილი". ადვოკატი ამბობს, რომ ექსპერტიზა დაადგენს, ვის მიერ იყო შესრულებული ჩანაწერი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც 5 დღეის განმავლპბაში ეძებდნენენ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელდა თვითმკვლელობის ვერსიაზე მიმანიშნებელი მასალები, თუმცა ოჯახს არ სჯერა და გამოძიებაში FBI-ს ჩართვას ითხოვს.