საკონსტიტუციოს 4 მოსამართლე ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და დასაბუთებას აკრიტიკებს
საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პლენუმის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სახალხო დამცველის სარჩელი და რომელსაც 8 მოსამართლიდან მხოლოდ 4-მა მოსამართლემ დაუჭირა მხარი. დანარჩენი 4 მოსამართლის — თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი 10 აგვისტოს გამოქვეყნდა.
საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესს, რომელიც სახალხო დამცველს არაკონსტიტუციურად მიაჩნია და ამის გამო საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. სახალხო დამცველი სარჩელში მიუთითებდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სისტემა ვერ უზრუნველყოფს შერჩევის სამართლიან პროცედურებს, რადგან კანდიდატებს ფარული კენჭისყრით არჩევენ, რაც მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და გასაჩივრებას ართულებს.
განსხვავებულ აზრში მოსამართლეები მწვავედ აკრიტიკებენ გადაწყვეტილების კოლეგა მოსამართლეებისეულ დასაბუთებებს და აღწერენ, თუ რატომ არ შეესაბამება კონსტიტუციურ მოთხოვნებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მოქმედი პროცედურა. მოსამართლეები ასევე აღნიშნავენ, რომ მოქმედი წესი არ შეიცავს გარანტიებს, რომელიც შერჩევაში მონაწილე კანდიდატებს საბჭოს წევრების თვითნებობისა და მიუკერძოებლობისაგან დაიცავს.
როგორც განსხვავებულ აზრში ვკითხულობთ, საბჭოს წევრებს პირველი კენჭისყრის დროს, ფაქტობრივად შეუძლიათ კანდიდატთა სია საკუთარი სურვილით დააკომპლექტონ და კვალიფიციური მონაწილეები შერჩევას ისე გამოეთიშონ, რომ არც კი მოუსმინონ. მათივე თქმით, პირველი კენჭისყრის შემდეგ კანდიდატთან მოსმენა და შეფასება ფორმალურ ხასიათს ატარებს და გადაწყვეტილების მიღებაზე სამართლებრივ გავლენას არ ახდენს.
როგორც ისინი განმარტავენ, შესაძლებელია საბჭოს წევრმა კანდიდატი მაღალი ქულით შეაფასოს, მაგრამ ფარული კენჭისყრის პირობებში მის წარდგენას მხარი არ დაუჭირონ. მათივე თქმით, ამ პირობებში საჯარო მოსმენა და კანდიდატთა შეფასება ფაქტობრივად აზრს კარგავს.
"საკითხის გადაწყვეტის თითოეულ ეტაპზე საბჭოს წევრებს მინიჭებული აქვთ დაახლოებით, ისეთივე თავისუფლება, როგორიც ამომრჩეველს საარჩევნო ურნასთან (რომელიც არჩევანში თავისუფალია და არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული). სადავო ნორმებით შექმნილი პროცედურა უგულებელყოფს დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების განმახორციელებელი პირების ანგარიშვალდებულების პრინციპს და ფაქტობრივად არარად აქცევს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა", — აღნიშნავენ მოსამართლეები.
მოსამართლეები ასევე ამბობენ, რომ სადავო ნორმებით დადგენილი პროცედურა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნებს:
"პროცედურა ვერ უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონსტიტუციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად წარდგენას, კონსტიტუციის შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების გზით. როგორც აღინიშნა, დაუსაბუთებელია და ფაქტობრივად შეუძლებელია შერჩევის პირველ ეტაპზე საბჭოს წევრებმა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება კანდიდატების გადარჩევის თაობაზე. პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევის ვადა, ფორმატი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა სრულად გამორიცხავს გააზრებული და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ეტაპის შედეგებზე თეორიულ გავლენასაც კი ვერ ახდენს საქართველოს პარლამენტი, ვინაიდან წარდგენილი კანდიდატების მოსამართლედ არჩევაზე უარის შემთხვევაშიც კი ახალი კანდიდატები მხოლოდ პირველი კენჭისყრის შედეგად ფორმირებული სიიდან წარედგინება".
მათივე თქმით, დაუსაბუთებელი და არათანმიმდევრულია შემდგომი ეტაპებიც. ისინი დაუსაბუთებელს უწოდებენ შერჩევის მომდევნო ეტაპს, რომლის ფარგლებშიც კანდიდატი ფასდება ქულების მიხედვით და შემდგომ გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით იმგვარად, რომ არ დგინდება კავშირი კანდიდატის მიერ მიღებულ ქულასა და კენჭისყრის შედეგებს შორის:
"კანდიდატების შერჩევის საკითხის გადაწყვეტა ფაქტობრივად სრულად არის დამოკიდებული საბჭოს წევრების სურვილზე, მათ შეხედულებაზე. ხსენებული, ბუნებრივია ქმნის უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე არაკვალიფიციური, კონსტიტუციის მოთხოვნებთან შეუსაბამო კანდიდატების წარდგენის რეალურ საფრთხეს".
ერთ-ერთ საკითხად განსხვავებულ აზრში გამოყოფილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სასამართლო პრაქტიკის უგულვებელყოფის ფაქტი. როგორც ვკითხულობთ, 4 მოსამართლეს მიაჩნია, რომ სარჩელის გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა და, შესაბამისად, მათ საფუძველზე გაკეთებული დასკვნები ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას.
"პლენუმის გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მოქმედ პრაქტიკას ეწინააღმდეგება, სჭირდება, მინიმუმ, საკონსტიტუციო სასამართლოს 5 წევრის მხარდაჭერა. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის არდაკმაყოფილებას მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხმა წევრმა, შესაბამისად, ისინი არ არიან უფლებამოსილნი 2020 წლის 30 ივლისის №3/1/1459,1491 გადაწყვეტილებით შეცვალონ სასამართლოს პრაქტიკა", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
აქედან გამომდინარე, 4 მოსამართლე ფიქრობს, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრული პროცედურა, მისი ბუნდოვანების, გაუმჭვირვალობის, არათანმიმდევრულობისა და გადაწყვეტილების დასაბუთების არარსებობის გამო საზოგადოებაში ნდობის ჩამოყალიბებას არ უზრუნველყოფს. მათი შეფასებით, შერჩევის პროცესის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით დასაბუთებული კითხვები ჩნდება.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილებას მხარი არ დაუჭირეს მოსამართლეებმა: მერაბ ტურავამ, ხვიჩა კიკალიშვილმა, ევა გოცირიძემ და მანანა კობახიძემ. სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებამდე 1 თვით ადრე მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს და მის ასარჩევად გადამწყვეტი სწორედ უზენაესი სასამართლოს მიერ ბოლო თვეებში დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს 2 მოსამართლის ხვიჩა კიკალიშვილისა და ვასილ როინიშვილის ხმა აღმოჩნდა, ხოლო თავად უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების არაკონსტიტუციურობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარისათვის მერაბ ტურავას ხმამ იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა.
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადება
-
როგორ მუშაობს გულის პატარა მოწყობილობა, რომელმაც კრისტიან ერიქსენის სიცოცხლე იხსნა როგორ მუშაობს გულის პატარა მოწყობილობა, რომელმაც კრისტიან ერიქსენის სიცოცხლე იხსნა
გადახედვა
-
როგორ გადაარჩინა სახელოსნო ფესვებმა უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა — ნინო ბახუტაშვილის ამბავი როგორ გადაარჩინა სახელოსნო ფესვებმა უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა — ნინო ბახუტაშვილის ამბავი
-
მეცნიერებმა ადამიანების სიარულში უჩვეულო კანონზომიერება გამოავლინეს — კვლევა მეცნიერებმა ადამიანების სიარულში უჩვეულო კანონზომიერება გამოავლინეს — კვლევა
გადახედვა
-
მიწისქვეშა დეტექტორით "მოჩვენება ნაწილაკის" შესახებ ახალი მონაცემები მოიპოვეს მიწისქვეშა დეტექტორით "მოჩვენება ნაწილაკის" შესახებ ახალი მონაცემები მოიპოვეს
გადახედვა
-
ვისაც სურს საქართველოს მონახულება, თუკი პრობლემა არ აქვს კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია მოინახულოს — შალვა პაპუაშვილი მიხაილ შვიდკოის ვიზიტზე ვისაც სურს საქართველოს მონახულება, თუკი პრობლემა არ აქვს კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია მოინახულოს — შალვა პაპუაშვილი მიხაილ შვიდკოის ვიზიტზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დღეს საშველი არის ევროკავშირი იმისთვის, რომ ის საბოლოოდ არ გადაეშვას ცივილიზაციურ უფსკრულში და სეგრეგაციაში შალვა პაპუაშვილი: დღეს საშველი არის ევროკავშირი იმისთვის, რომ ის საბოლოოდ არ გადაეშვას ცივილიზაციურ უფსკრულში და სეგრეგაციაში
გადახედვა
-
2030 წლისთვის AI-ის იმდენივე წყალი დასჭირდება, რამდენიც 1.3 მილიარდ ადამიანს 2030 წლისთვის AI-ის იმდენივე წყალი დასჭირდება, რამდენიც 1.3 მილიარდ ადამიანს
გადახედვა
-
ვფიქრობ, მალე ფულის ქონას აზრი აღარ ექნება — ტრილიონერი ილონ მასკი ვფიქრობ, მალე ფულის ქონას აზრი აღარ ექნება — ტრილიონერი ილონ მასკი
გადახედვა
-
რუსებმა კიევში დოვჟენკოს კინოსტუდია დაბომბეს, სადაც 100 000 უნიკალური კოსტიუმი ინახებოდა რუსებმა კიევში დოვჟენკოს კინოსტუდია დაბომბეს, სადაც 100 000 უნიკალური კოსტიუმი ინახებოდა
გადახედვა
-
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება — 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება — 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
-
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი რუსი მხატვარი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი მოკლეს პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი რუსი მხატვარი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი მოკლეს
გადახედვა
-
სუს: საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა — 6 პირი დააკავეს სუს: საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა — 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ახლა აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ EU-ში შესვლისთვის უნდა ვიდგეთ ცალ ფეხზე, არამედ შესვლის შემდეგაც შალვა პაპუაშვილი: ახლა აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ EU-ში შესვლისთვის უნდა ვიდგეთ ცალ ფეხზე, არამედ შესვლის შემდეგაც
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
-
რა არის Helium-3 და რამდენად შესაძლებელია მთვარეზე მისი მოპოვება რა არის Helium-3 და რამდენად შესაძლებელია მთვარეზე მისი მოპოვება
გადახედვა
-
მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ — ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ — ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს
გადახედვა
-
ფისო რომეო და ჯულიეტას ფინალური სცენის დროს სცენაზე აიჭრა, რომეოს თმაზე გაეთამაშა და არსად უშვებდა ფისო რომეო და ჯულიეტას ფინალური სცენის დროს სცენაზე აიჭრა, რომეოს თმაზე გაეთამაშა და არსად უშვებდა
გადახედვა
-
"ჩრდილოვანი ფლოტი", Yandex , Wildberries — დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა "ჩრდილოვანი ფლოტი", Yandex , Wildberries — დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
House of the Dragon-ის პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება — ყველაფერი, რაც მესამე სეზონზე ვიცით House of the Dragon-ის პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება — ყველაფერი, რაც მესამე სეზონზე ვიცით
გადახედვა
-
ახალი ჰიპოთეზის თანახმად, მომაკვდავ ვარსკვლავში შეიძლება "მინი სამყარო" წარმოიქმნას ახალი ჰიპოთეზის თანახმად, მომაკვდავ ვარსკვლავში შეიძლება "მინი სამყარო" წარმოიქმნას
გადახედვა
კომენტარები