3 ოპოზიციური გაერთიანება ეუთოს პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს
3 კოალიცია – კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა და ძლიერი საქართველო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას განცხადებით მიმართავს და საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს, "ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ".
"ქალბატონო პრეზიდენტო,
საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით მადლობას ვუხდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ODIHR-ს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველყოფისადმი გამოჩენილი უწყვეტი ერთგულებისთვის.
ასევე, გვინდა, გაგიზიაროთ ჩვენი შეშფოთება მომავალ ვიზიტთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონსტიტუციური და საერთაშორისო დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევით. ფალსიფიკაციის მასშტაბმა და ინტენსივობამ ძირი გამოუთხარა საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას და საზოგადოებრივ ნდობას. შედეგად, დღეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებით დაკომპლექტებული „პარლამენტი“ და მისი მიერ არჩეული „პრეზიდენტი“ ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად და ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.
გაყალბებული არჩევნების გარდა, ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ განხორციელდა უკანონო დაკავებები, ძალადობა და რეპრესიები.
ეს პროტესტი გაყალბებულმა არჩევნებმა და თვითგამოცხადებული პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.
მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის არც ერთი ფაქტი გამოძიებული არ არის. დღეს 50-ზე მეტი ადამიანი რჩება ციხეში, ასობით კი ადმინისტრაციული ბრალდებების წინაშე დგას.
თვითმარქვია რეჟიმის მიზანი საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა. სამწუხაროდ, მსგავსი ვიზიტები ხშირად გამოიყენება მათ მიერ პროპაგანდისტული მიზნებისთვის, რაც კიდევ უფრო ართულებს დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას.
რეჟიმს და მის პროპაგანდისტულ მანქანას აქვს საერთაშორისო დელეგაციების ვიზიტების ინსტრუმენტალიზაციის ისტორია და ცრუ გამოცხადება, რომ მათთან ყოველი შეხვედრა ნიშნავს „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული რეჟიმის ლეგიტიმაციას. ასეთი სტრატეგიის უახლესი მაგალითია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი.
სწორედ ამიტომ ვართ ღრმად შეშფოთებული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მოახლოებული ვიზიტით გამოწვეული რისკებით.
იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩატარებას, ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.
ამ პირობებში ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი წერს, რომ, მისი ინფორმაციით, 8-10 იანვარს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.
მისი თქმით, ეს „კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული ნაბიჯია“.
-
გადახედვასაპატრიარქო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეს ავრცელებს საპატრიარქო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეს ავრცელებს
-
გადახედვაბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები საშობაო მილოცვას ავრცელებენ ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები საშობაო მილოცვას ავრცელებენ
-
გადახედვაფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი: მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი: მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია,
-
გადახედვალარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
-
გადახედვაNCDC ჩინეთში გავრცელებულ გრიპზე განცხადებასა და რეკომენდაციებს აქვეყნებს NCDC ჩინეთში გავრცელებულ გრიპზე განცხადებასა და რეკომენდაციებს აქვეყნებს
-
გადახედვაადვოკატი ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე — პროკურატურა 16 იანვრის პროცესის 12 მარტისთვის გადადებას ითხოვს ადვოკატი ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე — პროკურატურა 16 იანვრის პროცესის 12 მარტისთვის გადადებას ითხოვს
-
გადახედვა9 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი ჰადსონის ინსტიტუტში საქართველოს შესახებ დაგეგმილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას 9 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი ჰადსონის ინსტიტუტში საქართველოს შესახებ დაგეგმილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
-
გადახედვაპია კაუმა მაკა ბოჭორიშვილს: არსებული პირობები მნიშვნელოვანი და ინკლუზიური დისკუსიებისთვის ხელსაყრელი არ არის პია კაუმა მაკა ბოჭორიშვილს: არსებული პირობები მნიშვნელოვანი და ინკლუზიური დისკუსიებისთვის ხელსაყრელი არ არის
-
გადახედვაკანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო თანამდებობას ტოვებს კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო თანამდებობას ტოვებს
-
გადახედვარა არის და როგორ ვლინდება ადამიანის მეტაპნევმოვირუსი — პათოგენი, რომელიც ჩინეთში ვრცელდება რა არის და როგორ ვლინდება ადამიანის მეტაპნევმოვირუსი — პათოგენი, რომელიც ჩინეთში ვრცელდება
-
გადახედვა11 იანვარს რუსთავში საპროტესტო ღონისძიება "სოლიდარობის ენერგეტიკა" გაიმართება 11 იანვარს რუსთავში საპროტესტო ღონისძიება "სოლიდარობის ენერგეტიკა" გაიმართება
-
გადახედვაპოლიციამ მესტიაში ტურისტებზე თავდასხმის ფაქტზე 2 პირი დააკავა პოლიციამ მესტიაში ტურისტებზე თავდასხმის ფაქტზე 2 პირი დააკავა
-
გადახედვარუსი ტურისტი ქალი სვანეთში მომხდარი თავდასხმის დეტალებს იხსენებს რუსი ტურისტი ქალი სვანეთში მომხდარი თავდასხმის დეტალებს იხსენებს
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: მიხაელ როთის და ნატალი ლუაზოს ხელისუფლებები რომ რამეს იტყვიან სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე შალვა პაპუაშვილი: მიხაელ როთის და ნატალი ლუაზოს ხელისუფლებები რომ რამეს იტყვიან სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე
-
გადახედვაკოსმოსური მისიები, რომლებიც 2025 წელს არ უნდა გამოგრჩეთ კოსმოსური მისიები, რომლებიც 2025 წელს არ უნდა გამოგრჩეთ
-
გადახედვასაქართველოს პარლამენტს COSAC-ის კონფერენციაზე მიწვევა გაუუქმდა საქართველოს პარლამენტს COSAC-ის კონფერენციაზე მიწვევა გაუუქმდა
-
გადახედვაილია II: ჩვენ გვინდა, რომ შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია ილია II: ჩვენ გვინდა, რომ შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია
-
გადახედვააზერბაიჯანის პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში აზერბაიჯანის მოქალაქეების დაღუპვაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში აზერბაიჯანის მოქალაქეების დაღუპვაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს
-
გადახედვასაქართველოში აშშ-ის საელჩო სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს საქართველოში აშშ-ის საელჩო სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს
-
გადახედვა"ამ ჯილდოთი საკუთარ სრულფასოვნებას აღვნიშნავ" — დემი მურის ემოციური სიტყვა ოქროს გლობუსზე "ამ ჯილდოთი საკუთარ სრულფასოვნებას აღვნიშნავ" — დემი მურის ემოციური სიტყვა ოქროს გლობუსზე
-
კომენტარები