შოტლანდიაში 12 წლის წინ დაკარგული კატა პატრონებმა იპოვეს
ბრიტანეთის ჩრდილოეთით, ტბა ლოხ-ლემონდის ნაპირებზე გატარებული საოჯახო არდადეგების დროს გაუჩინარებული კატა თორმეტი წლის შემდეგ იპოვეს.
სამფერა ჯორჯიმ თავის მეპატრონეებთან ერთად შოტლანდიის პატარა ქალაქ როვარდენანში 2008 წლის ოქტომბრის ნახევარი კარავში მცხოვრებმა გაატარა, თუმცა უკან დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე გაუჩინარდა.
უშედეგო ძიების შემდეგ დევისების ოჯახი ჯორჯის გარეშე დაბრუნდა მშობლიურ მანჩესტერში იმის იმედით, რომ მათ საყვარელ კატას ვინმე იპოვიდა და მიკროჩიპის საშუალებით პატრონებს დაუბრუნებდა.
ეს მართლაც ასე მოხდა, ოღონდ 12 წლის დაგვიანებით: დაკარგული კატა შოტლანდიაში დაკარგვის ადგილიდან ახლოს მდებარე დედოფალი ელიზაბეტის სახელობის პარკში დასახლდა და მას იქვე მომუშავე ადამიანები ან სხვა დამსვენებლები კვებავდნენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების მიღების შემდეგ კი ერთ-ერთმა ადგილობრივმა თანამშრომელმა ჯორჯი დაიჭირა და ცხოველთა საქველმოქმედო ორგანიზაციას მიაბარა, სადაც ჩიპის დახმარებით აღმოაჩინეს, რომ მისი პატრონები მანჩესტერის ქალაქ როჩდეილიდან არიან.
"გულდაწყვეტილები ვიყავით, როცა ჯორჯი ლოხ-ლემონდიდან წამოსვლისას ვერ ვიპოვეთ. ახლა კი მოულოდნელი სიურპრიზია, როცა ვიცით, რომ თავს კარგად გრძნობს და ამ დროის განმავლობაში მასზე ზრუნავდნენ კიდეც", — განაცხადა კატის მეპატრონემ, ემი დევისმა.
დაუჯერებელი სიხარულის მიუხედავად, დევისების ოჯახში ჯორჯი მაინც ვერ დაბრუნდება: მის ძველ პატრონებს ახალი კატა ჰყავთ, ის კი სხვა ცხოველებს ცუდად ეგუება.
"როცა დავინახე, მინდოდა ჯორჯი მანქანაში ჩამესვა და მაშინვე სახლში წამომეყვანა, თუმცა ჩვენ ამჟამად სხვა კატა გვყავს, რომელსაც 9 წელია ვუვლით. როცა ცხოველთა თავშესაფარში მის ამჟამინდელ მომვლელებს ვესაუბრე, გავიგე, რომ ჩვენი სახლის გარემო ჯორჯისთვის შესაფერი არ იქნებოდა, რადგან მას მეტი თავისუფალი სივრცე და დამოუკიდებლობა სჭირდება. ძალიან სევდიანია, რომ ამდენი ხნის შემდეგ ერთად ყოფნას კვლავ ვერ შევძლებთ, თუმცა მაინც ისე გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჯორჯისთვის იქნება საუკეთესო", — განაცხადა დევისმა.
ცხოველთა თავშესაფრის წარმომადგენლის განცხადებით, ამჟამად ჯორჯისთვის ახალ მეპატრონეს ეძებენ, რომელიც ამ გამორჩეულ ოთხფეხა მეგობარს ეზოში სეირნობის უფლებას მისცემს და სახლშიც ერთადერთი ყურადღების ობიექტი იქნება.
"ის საოცრად საყვარელია და ადამიანებთან ურთიერთობაც მოსწონს, ამიტომაც, შესანიშნავი კომპანიონი იქნება", — ამბობს ლინსი ანდერსონი, ცხოველთა თავშესაფრის წარმომადგენელი.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები