დაახლოებით 500 მილიონი წლის წინ, დედამიწაზე არცერთ არსებას თავის ქალა არ ჰქონდა. დროთა განმავლობაში კი ეს ძვლის სარქველი ჩვენი, ანუ ხელხემლიანების — იმ ცხოველების, რომელთაც ზურგის ტვინი აქვთ — აგებულების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

სიმართლე ითქვას, თავის ქალა მართლაც ისეთი რთული აგებულებისაა, ცალკე რომ ნახოთ, გეგონებათ, რეალურისგან განსხვავებულ ცხოველს ეკუთვნისო. ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ ინტერნეტსივრცეში ახალი მიმები გაჩნდეს.

ამჯერად სოციალური ქსელის მომხმარებლები შეეცადნენ, წარმოედგინათ, როგორ აღადგენდნენ ჩონჩხებისგან უცხოპლანეტელები დედამიწის ბინადრებს: კატებს, ძაღლებს და საყვარელ გარეულ ცხოველებს. ამ სტატიაში რამდენიმე საუკეთესო ვერსიას იხილავთ, თუმცა, სანამ ფოტოებს დაათვალიერებთ, კარგად დაფიქრდით, რადგან შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თქვენი მსუქანა კატა სინამდვილეში ტირანოზავრი ყოფილა და ამას საგულდაგულოდ გიმალავდათ.

1. რაოდენ სამწუხაროა, როცა საქვეყნოდ ცნობილი შენი პარტყუნა ყურები ჩვენი პლანეტის სტუმრებისთვის შეუმჩნეველი რჩება

ფოტო: Bored Panda

2. ამ ჩონჩხის შემხედვარე, ვინ დაიჯერებს, რომ თავისუფალ დროს ბურთის თამაშით ერთობა ეს "ურჩხული"

ფოტო: Bored Panda

3. ცუდია, ღიმილის გამოსახვა რომ არ შეიძლება ჩონჩხზე, თორემ ნებისმიერ პლანეტაზე ჩააღწევდა ყველაზე ბედნიერი ცხოველის ამბავი

ფოტო: Bored Panda

4. მეხუთე ელემენტი და დივა პლავაგუნა სხვა პლანეტებზეც პოპულარული ყოფილან

ფოტო: Bored Pand

5. კარანტინმა მოასუქა ცოტა, თორემ მის შიგნით ნამდვილი ვეფხვი ცხოვრობს

ფოტო: Bored Panda

6. ზოგჯერ რა რთულია, უხერხემლო გერქვას

ფოტო: Bored Panda

7. ზოგიერთს ისე უმართლებს, რომ მისი მომატებული კილოგრამები კუნთები ჰგონიათ

ფოტო: Bored Panda

8. ვარსკვლავურ ომებსაც უყურებენ ვარსკვლავებზე თურმე

ფოტო: Bored Panda

9. ცარიელი ძვალი და ძვალია დარჩენილი, მერე რა, რომ უხერხემლო ჰქვია

ფოტო: Bored Panda

10. შენს დღეში რომ ბოსტნეულის მეტი არაფერი გიჭამია, მაგრამ ვიღაც უცხოპლანეტელი სისხლიან მტაცებლად გახასიათებს

ფოტო: Bored Panda

11. რა მოხდა, ვის არ მოსვლია შეცდომა. იქაური ხეები ცოტათი სხვანაირია

ფოტო: Bored Panda

12. კუ ნინძები შორეულ გალაქტიკებშიც ბავშვების საყვარელი ანიმაციაა

ფოტო: Bored Panda

13. გალაქტიკათაშორის ომში დაკარგული ბაბუის კვალიც ნაპოვნია

ფოტო: Bored Panda

14. მინოტავრი შინაურ ცხოველად? რატომაც არა!

ფოტო: Bored Panda

15. გველი ასეთად რომ გაჩენილიყო, ევა ნამდვილად არ გამოართმევდა იმ ვაშლს და ყველანი ბედნიერად ვიცხოვრებდით სამოთხეში

ფოტო: Bored Panda

16. უკომენტაროდ

ფოტო: Bored Pand