არ ვიქნები პარლამენტის წევრი, არ დავიკავებ თანამდებობას მომავალ მთავრობაში — მერაბიშვილი
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მტკიცებით, ის არც პარლამენტის წევრობას და არც მომავალ მთავრობაში რომელიმე თანამდებობის დაკავებას აპირებს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.
როგორც მერაბიშვილის წერს, 2020 წლის არჩევნებზე გადამწყვეტი იქნება საკუთარ კარიერასა და პირად ამბიციებზე მაღლა ეროვნული მიზანი დავაყენოთ. მისივე თქმით, ოპოზიციიდან უფრო ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილება, "ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება".
"განახლებული ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი.
ეს ჩემი მიმართვა რომ არ დარჩეს მხოლოდ ზოგად მოწოდებად, მე გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის", — წერს ვანო მერაბიშვილი.
ვანო მერაბიშვილმა ციხე 20 თებერვალს დატოვა. მან მაშინვე განაცხადა, რომ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს და იბრძოლებს, რომ ეს რეჟიმი წელსვე ჩამოშორდეს საქართველოს. აქამდე არც მას და არც ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს არ უთქვამს, რომელ პარტიაში იქნება ის, ან საერთოდ პირებს თუ არა მათთან ერთად ყოფნას.
მერაბიშვილმა 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.
ამჟამად საქალაქო სასამართლოში მერაბიშვილს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და იმედში შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. მისი ადვოკატის, ოთო კახიძის განმარტებით, ამ საქმეზე გამტყუნების შემთხვევაშიც კი, უკვე მოხდილი წლები ამეტებს ახალ შესაძლო სასჯელს და მერაბიშვილს ამის გამო ვერ დაიჭერენ.
ვანო მერაბიშვილის საქმე
ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად.
"სასამართლომ დაასკვნა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მისი ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორებას არ ისახავდა მიზნად. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ბრალდებები, რაც წინასწარი პატიმრობის პერიოდში შუაღამით ციხიდან გაყვანასა და დაკითხვას უკავშირდებოდა, საკმარისად დამაჯერებელი და დადასტურებულია", — ნათქვამია ევროსასამართლოს განცხადებაში.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქმის განხილვა საქართველოს საჩივრის საფუძველზე დაიწყო. იუსტიციის სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შესაბამისად, აღნიშნული ვერ შევიდა ძალაში აღსასრულებლად.
14 ივნისს, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან ერთად. მერაბიშვილის იმჟამიდელი ადვოკატი, ოთო კახიძე განმარტავდა, რომ კონვენციის მე-18 მუხლს მეხუთესთან ერთად ადგენენ მაშინ, როდესაც დისკრიმინაციული მოტივით ხდება პატიმრობის შეფარდება. კონვენციის მე-18 მუხლი უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს ეხება და ადგენს, რომ "ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის".
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები