ყველაზე რთულად დაშლადი პლასტმასის გადამუშავება უკვე შესაძლებელია
თერმოსეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთულად დაშლადი პლასტმასია. ის თბოგამძლეობისთვის უამრავ პროდუქტში გამოიყენება და "შეუვალიც" სწორედ ამიტომაა. მსგავსი ერთჯარადი პლასტმასით ბუნების დაბინძურება სერიოზული პრობლემაა.
თუმცა, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ თერმოსეტის ისეთი განსხვავებული გზით წარმოებაც შესაძლებელია, რომელიც მის გადამუშავებას შესაძლებელს გახდის; თანაც ის თბოგამძლეობასაც არ დაკარგავს.
ამჟამად წარმოებაში გამოყენებული პლასტმასის 75% გადამუშავებადია, თუმცა თერმოსეტი, რომელიც მანქანის და ძრავის ნაწილებში გამოიყენება, ასე მარტივად არ იშლება.
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ თერმოსეტის სამშენებლო ბლოკების მცირე ცვლილებით — მაგალითად, სილილ ეთერების დამატებით — მისი გადამუშავება შესაძლებელი გახდება. MIT-ის მკვლევარი და კვლევის თანაავტორი ჯერემაია ჯონსონი მიიჩნევს, რომ პოლიმერის "დიზაინის ასეთი ცვლილების" გამოყენება პრაქტიკულად ყველა ტიპის თერმოსეტში შეიძლება.
მეცნიერებმა თერმოსეტის კონკრეტული ტიპი, პოლიდიციკლოპენტადიენი (pDCD) შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მისი ქიმიური ცვლილების მცირე კორექციით, ნაერთი გამძლეობას ინარჩუნებს, უფრო მარტივად იშლება და მექანიკური თვისებებიც კი უმჯობესდება.
მკვლევრების თქმით, ყოველწლიურად 65 მილიონი ტონა პოლიმერული მყარი (ფორმაუცვლელი) მატერია იწარმოება, რომლის დიდი ნაწილის გადამუშავებაც შეუძლებელია.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ თერმოსეტის წარმოების ცვლილება დედამიწით პლასტმასით დაბინძურებას შეამცირებს.
კომენტარები